სახელმწიფო შესყიდვების წესი იცვლება – კომპანიებისთვის კონკურენტების შეთავაზებებთან წვდომა იზღუდება

სახელმწიფო შესყიდვების წესი იცვლება – კომპანიებისთვის კონკურენტების შეთავაზებებთან წვდომა იზღუდება

person access_time2016-04-20 09:00:28

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის კონკურენტების შეთავაზებებთან წვდომა შეიზღუდება. 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ დაგეგმილი სიახლეები ბიზნესს უკვე გააცნო. აქამდე, შესყიდვების სააგენტოს ვებ-ვერდზე ტენდერის მიმდინარეობა ღია იყო, რაც კონკურენტ კომპანიებს ერთმანეთის შეთავაზებების შესწავლის საშუალებას აძლევდა. თუმცა ირკვევა, რომ შესყიდვების სისტემა დაიხურება, ხოლო ტენდერის დასრულების შემდეგ მხოლოდ გამარჯვებულის წინადადება გამოჩნდება.

 

ბიზნეს-ასოციაციის ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი, ნიკა ნანუაშვილი, რომელიც შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებოდა,  ამბობს, რომ შესყიდვების სააგენტოს მთლიანობაში სწორი მიდგომა აქვს, თუმცა სანამ სიახლეების პაკეტის დეტალური გაანალიზება არ მოხდება, რთულია შეფასდეს, რას მოუტანს ცვლილებები ბაზარს. ამასთან, ნანუაშვილი ამბობს, რომ კომპანიებს აღარ ექნებათ ცდუნება, რომ არარეალურ დაბალ ფასად მოიგონ ტენდერი და აყვნენ აზარტს. მისივე თქმით,  კომპანიებს მიეცემათ საშუალება დამოუკიდებლად გადაწყვიტონ საფასო სისტემა და ერთმანეთზე არ იყვნენ დამოკიდებული.


 

რაც შეეხება ხარისხს, ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ იგეგმება ორეტაპიანი ტენდერების შემოღება, რაც ნიშნავს, რომ წინადადება შეთავაზებული იქნება კომპლექსურად, ფასისა და ხარისხის მიხედვით. ნანუაშვილის განმარტებით,  ასეთი შესყიდვები მნიშვნელოვანია სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის დროს. სადაც ეკონომიკურ ღირებულებას წარმოადგენს ფასის და ხარისხის კომბინაცია და შესაძლოა ძვირის გადახდა გამართლებული იყოს, თუ დროში დიდხანს გაძლებს შესრულებული სამუშაო. შესყიდვების სააგენტოსთან შეხვედრას ესწრებოდნენ გადამხდელთა კავშირის წარმომადგენლებიც.

 

კავშირის თავმჯდომარე გიგლა მიქაუტაძე „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე, სანამ დოკუმენტური სახით არ გაეცნობიან მოსალოდნელ ცვლილებებს, რთულია შეფასება დადებითია იქნება თუ არა ეს ბაზრის მოთამაშეებისთვის. შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებთან შეხვედრებს 2 კვირაში ერთხელ გეგმავს.



გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up