„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახალი კანონპროექტის ბევრი დებულება  კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის“

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახალი კანონპროექტის ბევრი დებულება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის“

access_time2019-11-08 17:00:52

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახალი კანონპროექტის ბევრი დებულება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან“ - განაცხადა რადიო კომერსანტის გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ „ინფრასტურტურის მშენებელთა ასოციაციის“ უფროსმა იურისტმა, თეონა კუპრეიშვილმა. გადაცემაში პროექტით გათვალისწინებული სიახლეებისა და მოსალოდნელი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. 


„ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გარკვეული ტიპის ვალდებულებები ვიკისრეთ, რაც ნიშნავს იმას,რომ ჩვენ უნდა დავუახლოვოთ ჩვენი კანონმდებლობა ევროპულს ან მოვახდინოთ ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპის სასამართლოსთან. ამ კანონპროექტის მიღების მიზანი იყო,რომ გაგვეტარებინა ევროდირექტივის პრინციპები. ჩვენ ვიღებთ ევროპულ კანონებს, თუმცა,როცა ჩვენ დავსვით რამდენიმე კრიტიკული შეკითხვა, მაგალითად, რიას განხორციელების შესახებ, სასტიკი უარი მივიღეთ.


სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონპროექტის ბევრი დებულება მოდის კონსტიტუციის პრინციპების წინააღმდეგ. თუმცა ჩვენ გვითხრეს, რომ იმდენად იდეალურია, არ სჭირდება შემოწმება.ახალ კანონპროექტში დისკრეცია სრულადაა ჩაკეტილი. დისკრეცია ნიშნავს უფლებას,რომ შემსყიდველმა მიიღოს ან აარჩიოს შესაბამისი ქმედება/ინსტრუმენტი შერჩევა, შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით,როცა შემსყიდველი აცხადებს ტენდერს და განსაზღვრავს სატენდერო პირობებს ის აფასებს და წარადგენს დოკუმენტაციას სწორედ თავის სატენდერო პირობებთან შესაბამისობაში, თუ დოკუმენტი არ შეესაბამება, ის ახდენს შესყიდვის დისკვალიფიკაციას“-აღნიშნავს კუპრეიშვილი. 


მისივე განმარტებით, პროექტში კი შემსყიდველებს ენიჭებათ იმდენად ფართო გადაწყვეტილების მიღების უფლება,რომ მათ შეუძლიათ დაადგინონ კონკრეტული მიმწოდებელი იყო თუ არა გარეული კარტელურ გარიგებაში და აღნიშნული ნიშნით მოახდინონ პრეტედენტის დისკვალიფიკაცია.


„ასევე იცვლება სატენდერო კომისიები და ერთ პირსაც კი შეუძლია ჩაატაროს ტენდერი და განახოორციელოს მთლიანი შესყიდვის პროცედურა. გვეცვლება ასევე შესყიდვის ტიპები, თუმცა ჯერ არ ვიცით დეტალები“-განმარტავს კუპრეიშვილი. 



მისივე განცხადებით, დიდ კითხვებს აჩენს ჩარჩო ხელშეკრულება, რადგან აქ კორუფციის ნიშნები ჩანს. გრძლევადიან ხელშეკრულებას უფრომებენ მიმწოდებელს, მაგალითად, 4 ან 5 წლიანს,გრძელვადიან პერსპექტივაში ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით გაფორმებული ხელშეკრულება კი კორუფციის ნიშნებს აჩენს. 


იურიდიული კომპანია BSH მმართველი პარტნიორი, იურისტი ქეთევან ბუაძე ე.წ „შავ სიასთან“ დაკავშირებულ სიახლეებზე საუბრობს. „სახელმწიფო არის მომსახურებისა და საქონელის ყველაზე დიდი შემსყიდველი. სტატისტიკურ მონაცემებს რომ შევხედოთ,სახელმწიფო 4 მილიარდს ხარჯავს ყოველწლიურად შესყიდვებში. ახალი კანონი კი სწორედ ამ პროცესის დარეგულირებას ეხება, იმას თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, იყოს გამჭირვალე და კორუფციას არ ჰქონდეს ადგილი. ამ საკითხზე ძალიან დიდი ხანია მუშაობს შესყიდვების სააგენტო. მათ აქვთ განცდა,რომ ეს არის იდეალური დოკუმენტი. ჩვენ ზოგადი ხასიათის კომენტარები უკვე წარვადგინეთ და მათი მხრიდან კედელი აღიმართა, მიუხედავად იმისა,რომ ამ ადამიანებს ვიცნობდით, მათგან ცივი დამოკიდებულება წამოვიდა და ეს იყო ცუდი სიგნალი. 


დოკუმენტი შეიცავს სიახლეს შავ სიასთან დაკავშირებით, საუბარია სამ მიმართულებაზე, ერთია ყველაზე მძიმე 3 წლიანი, შემდგომ მსუბუქი 2 და 1 წლიანი. ეს სია უკიდურესი დასჯის მეთოდია, როცა ეკონომიკური ოპერატორი ვეღარ მონაწილეობს სახელმწიფოს მომსახურებასა და საქონლის მიწოდებაში. ერთწლიან ვადაში გათვალისწინებულია,რომ ეკონომიკური ოპერატორი მუდმივად ან მნიშვნელოვნად ავლენს ხარვეზებს, რაც იწვევს ასეთი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას. ეს ერთი წლს ვადით რეგისტრაციის შეწყვეტა შეიძლება ჩანაცვლდეს გაფრთხილებით,თუმცა ეს გაფრთხილება არ გამოიყენება,მაშინ თუ ეკონომიკურმა ოპერატორმა დარღვევა ჩაიდინა რამდენიმე ხელშეკრულების ფარგლებში,“- ამბობს ქეთევან ბუაძე.


ნათია კეკენაძე




ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...


მსგავსი სიახლეები

up