სახელმწიფო სერვისების მიღება ახლა უკვე 1,000-ზე მეტ სოფელშია შესაძლებელი

სახელმწიფო სერვისების მიღება ახლა უკვე 1,000-ზე მეტ სოფელშია შესაძლებელი

person access_time2016-01-12 18:48:57

სახელმწიფო სერვისების მიღება ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, 1,000-ზე მეტ სოფელში გახდა ხელმისაწვდომი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 71 ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრი მუშაობს, სადაც სოფლის მოსახლეობას 200-ზე მეტი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი სახელმწიფო სერვისის მიღება, სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია. აღნიშნული პროექტის შესახებ დუშეთში გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.


ლიბერთი ექსპრესის მანქანების საშუალებით, სერვისების განვითარების სააგენტოს ოპერატორები მომსახურებას უწევენ ისეთ სოფლებს, სადაც არ არის იუსტიციის სახლები, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას სახელმწიფო სერვისების მისაღებად აღარ მოუწევს შორი მანძილის გავლა და ყველა მომსახურებას ადგილზე მიიღებს.


ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეროვნული არქივისა და შპს „მექანიზატორის“ მომსახურებით. ასევე, შესაძლებელია ლიბერთი ბანკის სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილების მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა.



“სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით, ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის პროექტი 2015 წლის ივლისში წარმატებით დანერგა შიდა ქართლში. მოხარული ვართ, რომ პროექტმა მასშტაბური სახე მოკლე ვადაში მიიღო და ამჟამად  სახელმწიფო სერვისები უკვე 1,000-ზე მეტი სოფლის მოსახლეობისთვის გახდა ხელმისაწვდომი” - დუშეთში გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა


„ლიბერთი ბანკი ლიბერთი ექსპრესის არხით 1,000-ზე მეტი სოფლის მოსახლეობას 100-მდე მობილური ფილიალით 2010 წლიდან ემსახურება. მოხარული ვართ, რომ 2015 წლის ივლისიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელს ამ ალტერნატიული არხის გამოყენებით საბანკო მომსახურების გარდა ასევე შეუძლია სახელმწიფო სერვისების მიღება, როგორიცაა პირადობის მოწმობის, პასპორტის და საჯარო რეესტრის ამონაწერის აღება.“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა. 




აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: „პარლამენტში აღარც მალავენ, რომ თამბაქოს ბიზნესს ლობირებენ“
access_time2019-09-16 13:30:32
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. რეგულაციები ახალი ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესებს შეეხება. თამბაქოს მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის ბაზარზე შეტანის შემთხვევაში შესაბამის უწყებებს შეატყობინონ. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თამბაქოს კონტროლის ალიანსმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტში არსებულ ამ კანონპროექტს აკრიტიკებს და მას თამბაქოს...

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს : ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა კომპანია meridian capital limited-ის წარმომადგენლებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზარაძის განცხადებას პასუხობს :  ვადასტურებთ, რომ მინისტრი ნამდვილად შეხვდა  კომპანია  meridian capital limited-ის წარმომადგენლებს
access_time2019-09-16 12:30:02
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ გადაცემაში „მთავარ აქცენტები“ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ინვესტორებისთვის  ხელისშემშლელ ფაქტებზე ისაუბრა. ხაზარაძემ  ღიად დაასახელა  ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი და განაცხადა: “ ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდა.  ეს არის ინგლისური კომპანია. ფონდის წარმომადგენლები, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ...


მსგავსი სიახლეები

up