სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო  არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უპასუხისმგებლო პოლიტიკურ განცხადებად აფასებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უპასუხისმგებლო პოლიტიკურ განცხადებად აფასებს

access_time2018-11-20 17:48:40

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო "საიას", „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და „სამართლიანი არჩევნების" მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხისმგებლო პოლიტიკურ განცხადებად აფასებს, რომელსაც "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ.



საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უპასუხისმგებლოს და გაუგონარს უწოდებს "ყალბი პირადობის მოწმობების გაცემის" თაობაზე, დღეს "საიას", „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და „სამართლიანი არჩევნების" მიერ გაკეთებულ განცხადებას.



სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე აცხადებს, რომ ჩამოთვლილი სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულზე გაკეთებულ განცხადებას, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს და ვერც ექნება. მისივე თქმით, მან უკვე მიმართა აღნიშნულის გამოძიების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.



„იმედი მაქვს ქალბატონები ეკა გიგაური და ირმა პავლიაშვილი, ასევე ბ-ნი მიშა ბენიძე, რომლებმაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის თანამშრომელს სისხლის სამართლის დანაშაული დააბრალეს, ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და მათ ხელთ არსებულ „მტკიცებულბებს" მიაწვდიან გამოძიებას, თუკი ასეთი საერთოდ გააჩნიათ. აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბრიფინგზე მათ მიერ გაჟღერებულ ბრლადებას არაფერი აქვს და ვერ ექნება საერთო სიმართლესთან. მას შემდეგ რაც გამოძიება ერთადერთ სიმართლეს დაადგენს, იმედი მაქვს, "საიას", „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და „სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლები ბოდიშს მოუხდიან როგორც უწყებას, ისე სერვისების განვითარების სააგენტოს მიყენებული ზიანისთვის.



სწორედ სერვისების განვითარების სააგენტოა ის ორგანიზაცია, რომელმაც უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პირველი - „უსაფრთო დოკუმენტების" ბლოკი, წარმატებით, 100 პროცენტით შეასრულა. ეს კი დიდწილად განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა არის სანდო, მაღალი სტანდარტის დოკუმენტი, რომლის გაყალბებაც შეუძლებელია. აქვე მინდა განვაცხადო, რომ მე, სოსო გიორგაძე და ასევე ჩემი თანამშრომელი ბეჟან ობგაიძე, ქალბატონების - ეკა გიგაურისა და ირმა პავლიაშვილის, ასევე ბატონი მიშა ბენიძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. ეს არის ბრალდება, რომელსაც ვერაფრით შევეგუები", - განაცხადა სოსო გიორგაძემ.




მანვე დასახელებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა მსგავსი ცილისმწამებლური და უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავის შეიკაონ.




სააგენტო კი განმარტავს, რომ:





· პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური მუშაობის შედეგად დაზუსტდა და დაიხვეწა, რაც არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ დიდ წარმატებად შეფასდა ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნების დროს.




· სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მონაცემთა ბაზის სრულყოფაზე წლების განმავლობაში დახარჯა ძალიან დიდი რესურსი. სააგენტოს მიერ მონაცემთა სისტემის სრულყოფა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საარჩევნო სიების ფორმირებისთვის, არამედ ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდების გააუმჯობესებისთვის, როგორიცაა: უძრავი ქონების რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. აქედან გამომდინარე.



· სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესი გამორიცხავს გაყალბებული მონაცემებით დოკუმენტის გაცემის შესაძლებლობას, შეუძლებელია ერთსა და იმავე პირზე გაიცეს სხვადასხვა პერსონალური მონაცემებითა და პირადი ნომრით პირადობის მოწმობები. დოკუმენტების გაცემის პროცესში დანერგილია ფოტოს შედარებისა და უსაფრთხოების სხვა საშუალებები, რომელიც უზრუნველყოფს სწორი, კანონიერი მონაცემებით დოკუმენტის გაცემას.



· გარდა ამისა, თითოეული დოკუმენტის გაცემის პროცესში დანერგილია ფოტოიდენტობის დადგენის პროცედურები



· პირადობის ელექტრონული მოწმობა მზადდება სამოქალაქო ავიაციისაერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერდადგენილი წესების შესაბამისად.



· რაც შეეხება საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტს, სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს ფართომასშტაბურ სამუშაოებს, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით გადაცემას.



· იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რის გამოც:


  1. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადა ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) 28ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვისწინასწარი შედეგების ანგარიში გამოაქვეყნადა აღნიშნა, რომ „საარჩევნოსადამკვირვებლო მისიის შუამავლებს არგამოუთქვამთ მნიშვნელოვანი შენიშვნებისაარჩევნო სიების სიზუსტესთანდაკავშირებით."



2. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადა ადამიანის უფლებების ოფისსყურადღების მიღმა არც ის სამუშაოებიდაუტოვებია, რომლებიც სააგენტომამომრჩეველთა სიის დასახვეწად წინაწლებში გასწია. 2017 წლის ადგილობრივითვითმმართველობის არჩევნებისას ეუთოსდემოკრატიული ინსტიტუტებისა დაადამიანის უფლებების ოფისის მიერ(ODIHR) გამოქვეყნებულ წინასწარიშედეგების ანგარიშში მითითებული იყო, რომ ხელისუფლება მთელი ძალისხმევითეცადა ამომრჩეველთა სიისმაქსიმალურად დაზუსტებას.



· . 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძვნება
· შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა", დაკატეგორიულად გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე. წ. კარუსელს




· დღეის მდგომარეობით, საქართველოს საარჩევნო უფლების მქონე 2 600 000-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 260 000-მდე მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 2 900 000-მდე ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.
· აქედან, 1 500 000-მდე ელექტრონული პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად. მოქალაქეები მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის ასევე, ფოტოსურათის გადაღების გადასახადისგან.




საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კანონით ნაკისრი ვალდებულებების თანახმად უზრუნველყოფს, რომ ცესკოსათვის გადაცემულ მონაცემთა ბაზაში ერთი ადამიანი საარჩევნო სიაში მოხვდეს მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემებით.


(CN)




რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო

რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო
access_time2020-01-27 15:50:44
თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვა ინვესტორმა გასული წლის 23 აგვისტოს მიიღო.   შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და „Hualing international special economic zone“-ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებულ...

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“
access_time2020-01-27 14:53:58
საქართველოში პურის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად არსებობს, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში პურის ხარისხის კონტროლი, პრაქტიკულად არავის ევალება. ამ მიმართულებით მთავარი და უკვე ტრადიციად ქცეული კითხვაა, იღებება თუ არა პური საქართველოში. საქმე ეხება ჭვავის და ეგრეთ წოდებულ შავ პურს, რომელიც როგორც წესი ჭვავის, რუხი ფქვილისგან უნდა მზადდებოდეს. თუმცა,...

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა
access_time2020-01-27 13:37:31
„ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით. „შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო...

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“
access_time2020-01-27 12:40:08
 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე...

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...


მსგავსი სიახლეები

up