„სახელმწიფო საწარმოების რეფორმის“ ელემენტების დანერგვა 3 საწარმოში მოხდება - ლაშა ხუციშვილი

„სახელმწიფო საწარმოების რეფორმის“ ელემენტების დანერგვა 3 საწარმოში მოხდება - ლაშა ხუციშვილი

access_time2023-03-23 13:30:08

„მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებაც სამინისტროს სისტემაში მიმდინარეობს.

 

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ისეთ რეფორმებზე, როგორებიცაა:  სახელმწიფო ფინანსების მართვა, სახელმწიფო ინვესტიციების მართვა, ვალის მართვა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, საგადასახადო დანახარჯების ეფექტიანობის შესწავლა, რეფორმები საგადასახადო და საბაჟო მიმართულებებით.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მიმდინარე პროგრესის შეფასებას, ანალიზსა და მასზე დაფუძნებულ დაგეგმვას.

 

მისი თქმით, 2022 წლის ბოლოს, შემუშავდა საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის პროექტი. აღნიშნული სტრატეგია ფორმალიზებული საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის მეოთხე განახლებაა და ფარავს 2023-2026 წლებს და უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

 

ასევე, 2022 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ, განხორციელდა საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის შეფასება (PIMA), რის საფუძველზეც მოხდა საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის მნიშვნელოვანი განახლება.


 

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2022 წლის ბოლოს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიით, საინვესტიციო პროექტების შეფასების ვალდებულება, უკვე საკანონმდებლო მოთხოვნას წარმოადგენს. მისი თქმით, განახლდა ვალის მართვის სტრატეგია 2023-2026 წლებისათვის.

 

ლაშა ხუციშვილი, ასევე, შეეხო სახელმწიფო საწარმოების რეფორმას და აღნიშნა, რომ  მთავრობამ წლის დასაწყისში დაამტკიცა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგია.

 

„სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ჩვენი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელშიც ჩართულია ჩვენი, პრაქტიკულად, ყველა პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. აღნიშნული რეფორმა, აგრეთვე, წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ნაწილს. რეფორმის პირველ ეტაპზე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან ერთად, შერჩეულია სამი საპილოტე საწარმო, რომლებშიც რეფორმის ელემენტების დანერგვა წელსვე დაიწყება. ეს საწარმოებია: საქართველოს რკინიგზა, გაზის ტრანსპორტირების კომპანია და აეროპორტების გაერთიანება. რეფორმის სტრატეგიის თანახმად, წელს განხორციელდება საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, მოაწესრიგებს საწარმოების ფლობის პოლიტიკასაც", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2020 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო საგადასახადო დანახარჯების, ანუ კანონით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების ანალიზზე.

 

 მისი თქმით, 2022 წლის განმავლობაში შეფასდა დღგ-ის, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების ე.წ. საგადასახადო დანახარჯები, რომლებმაც, დაახლოებით, 2.8 მლრდ ლარი შეადგინა (2021 წლისთვის).

 

„საბიუჯეტო კოდექსის ცვლილების მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტი გახდა საბიუჯეტო პროცესის ნაწილი და ყოველ წელს მისი განახლებული ვერსია დაერთვება საბიუჯეტო დოკუმენტაციას. მიმდინარე წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, დაიწყება რიგი შეღავათების ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი, რომლის შედეგების მიხედვით, შესაძლებელი იქნება მათ ნაწილობრივ ოპტიმიზაციაზე მსჯელობის დაწყება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up