„სახელმწიფო საწარმოები გვანან ტყვეობაში მყოფ გარეულ ცხოველებს, რომლებიც ტყეში რომ გაუშვა დაიხოცებიან“

„სახელმწიფო საწარმოები გვანან ტყვეობაში მყოფ გარეულ ცხოველებს, რომლებიც ტყეში რომ გაუშვა დაიხოცებიან“

access_time2022-02-21 18:00:00

„განზრახვა კარგია, რაც არის წარმოდგენილი ჯერ კიდევ 2021 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების დოკუმენტში, მაგრამ რა შედეგებს გამოიღებს ეს რეფორმა უცნობია. ეჭვი მაქვს, რომ ეს თავისი შინაარსით ნახევარზომაა,“ – ასე აფასებს PMCG-ის ეკონომისტი, მიხეილ კუკავა კორპორატიზაციის პროცესს.



მიხეილ კუკავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კორპორატიზაცია არ არის განკერძოების ალტერნატივა და, შესაბამისად, იმ პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა, რაც სახელმწიფო საწარმოების მომგებიანობას გულისხმობს.



„ზოგიერთი საწარმოს შემთხვევაში, კორპორატიზაცია შეიძლება იყოს შედარებითი გაეფექტიანების გზა, თუმცა ეს ყველა სახელმწიფო საწარმოს გრძელვადიან პრობლემას არ წყვეტს. ამ მხრივ ნამდვილად გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ამ აქტივებისგან გათავისუფლდეს. სახელმწიფო ბიზნესს არ უნდა აკეთებდეს. მაგალითად, საპარტნიორო ფონდს, ერთი შეხედვით, დიდი რეორგანიზაცია შეეხო, მაგრამ რა შინაარსს მივიღებთ - ვნახოთ. საპარტნიორო ფონდი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალური რეფორმა მოხდება. სახელმწიფო კომპანიებისგან ფონდის შემაკავებელი ორდერი გვინდა: ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე უარის თქმა ეს არის. სახელმწიფო აღარ უნდა იყოს ფონდის აქციონერი: ფონდის კანონის მუხლი 2 და ფონდის წესდების მიხედვით კი ახლა არის. ჯერ რა იქნება არ ვიცით,“ – აღნიშნავს მიხეილ კუკავა.




მისივე თქმით, კორპორატიზაციის არსი სახელმწიფო საწარმოების ბიზნესსექტორისთვის დამსგავსებაა.



„ასევე მნიშვნელოვანია იყო სექტორიზაცია, რაც 2020 წლის აპრილის თვეში დასრულდა: სახელმწიფო საწარმოთა მიკუთვნება სახელმწიფო კორპორაციებისა და სამთავრობო სექტორებზე. გამოიყო საწარმოები, რომლებიც სრულად კომერციულები არიან ან გააჩნიათ პოტენციალი იქცნენ კომერციულ საწარმოებად. სულ 52 საწარმო მიეკუთვნა სახელმწიფო კორპორაციების სექტორს, ხოლო სამთავრობო სექტორს - 183 საწარმო. თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან სახელმწიფო საწარმოები გვანან იმ გარეულ ცხოველებს, რომელსაც ტყვეობაში ამყოფებ და რომ გაუშვა ტყეში დაიხოცებიან, რადგან ინსტინქტები არ გააჩნიათ. ეს კორპორატიზაცია იქნება თუ არა თავშესაფარი, რომელიც მოამზადებს ამ საწარმოებს ველურ პირობებში გასასვლელად, არ ვიცი და დიდი ეჭვი მაქვს ეს ასე არ იქნება,“ - ამბობს, PMCG-ის ეკონომისტი, მიხეილ კუკავა.



შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სახელწიფო საწარმოების კორპორატიზაციის დაწყებაზე ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დაიწყო საუბარი. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მთავარი ამოცანაა, ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up