სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს UNDP-ი დაეხმარება

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს UNDP-ი დაეხმარება

access_time2020-06-23 15:26:16

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრატეგიის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს UNDP-ი დაეხმარება. ურთიერთგაგების მემორანდუმს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა დღეს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით UNDP ხელს შეუწყობს ახლად შექმნილი სამედიცინო ჰოლდინგის განვითარებას და სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას.


„მოხარული ვარ, რომ დღეს გაეროს განვითარების პროგრამის სახელით მომეცა ჯანდაცვის სამინისტროსთან მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. მინდა მადლიერება გამოვხატო იმ სამაგალითო პასუხისთვის რაც საქართველომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული კრიზისის დაძლევით აჩვენა. ვხედავთ, რომ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირე. ვიმედოვნებთ რომ მოსახლეობა გააგრძელებს იმ წესების დაცვას, რასაც ამ ხნის განმავლობაში მიჰყვებოდნენ, რათა ეკონომიკის გახსნასთან ერთად არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. სამინისტროსთან ერთად ახალ ეტაპზე გადავდივართ, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას გულისხმობს, დავეხმარებით ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, იმ 5 საავადმყოფოს გაძლიერებაში, რომელიც სამედიცინო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის. ასევე კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის გაუმჯობესებაში. კორონავირუსის პერიოდში საქართველომ მოახერხა და დაიცვა ჯანდაცვის სისტემა პაციენტთა გადაჭარბებული ნაკადისგან, თუმცა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის შეთხვევაში მნიშვნელოვანია ქვეყანა მზად დახვდეს ამ გამოწვევას და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.


UNDP-ს დახმარებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ასევე დანერგავს კლინიკური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს, რაც სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მექანიზმის ერთ-ერთი შემადგენელი „ქეის მენეჯმენტის“ მიდგომის დანერგვაა, რაც უზრუნველყოფს COVID-19-ისა და სხვა დაავადებათა შემთხვევების აუდიტს ექსპერტთა ჯგუფის მიერ, მუდმივი კონსულტაციების ჩატარებას ჯანდაცვის სერვისების ხარისხის მონიტორინგის მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ჯანდაცვის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.


ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს ჯანდაცვამ წარმატებით გაართვა თავი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას პანდემიის დროს. „ჩვენ ფასდაუდებელი გამოცდილებაც შევიძინეთ, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და რეფორმაში დაგვეხმარება“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.



ინიციატივას გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტს „საერთაშორისო ფონდი კურაციო“ განახორციელებს.
საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი წელს დაარსდა და საზოგადოებრივი სამედიცინო დაწესებულებების მართვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ამჟამად ჰოლდინგის შემადგენლობაში ხუთი კლინიკა შედის, მათ შორის - თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური), ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და რუხის საავადმყოფო. მომავალში ჰოლდინგის შემადგენლობაში სხვა სამედიცინო კლინიკებიც გაერთიანდება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up