ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 311,591 მლნ დოლარით გაიზარდა, იანვარში წინა თვესთან შედარებით კი, 103,853 მლნ დოლარით შემცირდა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.101 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 24.726 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2021 წლის იანვრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 7.789 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 25.726 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2021 წლის დეკემბრის მონაცემებს, საგარეო ვალი 8.205 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 24.416 მლრდ ლარს შეადგენდა.
ამასთან, 2022 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 819.156 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1.199 მლრდ დოლარს, ევროპის საინვესტიციო ბანკის - 802.626 მლნ დოლარი, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1.859 მლრდ დოლარს აჭარბებს.
BPN.GE