სახელმწიფო რთველის თანადაფინანსების საკითხს განიხილავს

სახელმწიფო რთველის თანადაფინანსების საკითხს განიხილავს

access_time2020-05-11 11:30:38

საქართველოს მთავრობა სრულ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას დაახლოებით ორ კვირაში წარადგენს. როგორც ქვეყნის მეთაური აცხადებს განსაკუთრებული ყურადღება სექტორულ მიმართულებებს მიექცევა, რომელთაგან გიორგი გახარიას განმარტებით, პირველი იქნება ტურიზმი, შემდეგ კი სოფლის მეურნეობა. დამატებითი დეტალები, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება აგრარულ სექტორში კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად, ცნობილი არ არის. თუმცა,როგორც „კომერსანტისთვის“  გახდა ცნობილი, განიხილება რთველის სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების საკითხი. ამის შესახებ მედიაჰოლდინგს ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, ღვინის სექტორს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, სახელმწიფოს მხრიდან არსებობს სრული მზაობა, რომ ბიზნესს ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებაში ხელი მაქსიმალურად შეუწყოს. როგორც ზურაბ მარგველაშვილი განმარტავს სოფლის მეურნეობის პროექტებში დამატებით ისეთი კომპონენტები შემოდის, როგორიც არის თანხის მაქსიმალური ზედა ზღვარის გაზრდა, რაც ბიზნესმენის თქმით, საშუალებას მისცემს კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე კომპანიებს, საჭიროების შემთხვევაში ბანკიდან დამატებით იაფი ფულადი რესურსი მოიზიდონ.

 

 „სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების მოლოდინი ნამდვილად გვაქვს. საქართველოს მთავრობისგან და ბანკებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენ გვექნება იაფ ფულად რესურსზე წვდომა. ჩვენ კომპანიის შემთხვევაში ეს დაგვეხმარება იმ დაწყებული პროექტების დასრულებაში, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამდე დავგეგმეთ. ჩვენ 40 ჰექტარზე საფერავის ვენახის გაშენება გვქონდა გადაწყვეტილი, პროცესი კორონავირუსამდე დაიწყო და მიუხედავად განსაკუთრებული ვითარებისა,მარტის ბოლოს დავასრულეთ, პლუს გვაქვს საწარმოო სიმძლავრეების განვითარების გაზრდის პროექტი, რომლის გარკვეული ნაწილი მომავალ წლამდე გადავწიეთ, მაგრამ ნაწილს ვახორციელებთ. იმედი გაქვს, რომ შეთავაზებულ ფინანსურ რესურსებს ამ პროექტების დასაფინანსებლად გამოვიყენებთ. თუ რთველის პერიოდში სახელმწიფო ღვინის კომპანიებს ფინანსურ თანადაფინანსებას გაუწევს, რაც უკვე გაჟღერდა, ესეც რა თქმა უნდა კომპანიებისთვის ხელშესახები მხარდაჭერა იქნება. იმ შემთხვევაში თუ რაიმე დამატებითი ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო, ჩვენ გვაქვს საშუალება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გვქონდეს კომუნიკაცია“,- განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.


 

„კომერსანტისთვის“ რამდენიმე დღის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო მუშაობს ახალი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე. როგორც „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, პროცესში ჩართულია როგორც ღვინის კომპანიები ასევე ღვინის ასოციაციები. დამატებით დეტალების გასარკვევად ღვინის ეროვნულ სააგენტოს დავუკავშირდით, თუმცა, სახელმწიფო უწყებაში ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up