სახელმწიფო, რომელიც ერთდროულად არის დამკვეთიც, შემმოწმებელიც და დამჯარიმებელიც სასამართლო რგოლის მონაწილეობის გარეშე თვითონ აჯარიმებს კლინიკას - სად არის აქ სამართლიანობა?!

სახელმწიფო, რომელიც ერთდროულად არის დამკვეთიც, შემმოწმებელიც და დამჯარიმებელიც სასამართლო რგოლის მონაწილეობის გარეშე თვითონ აჯარიმებს კლინიკას - სად არის აქ სამართლიანობა?!

access_time2020-07-17 15:30:42

„ჩვენ  უნდა  გავითვალისწინოთ  ის,  რომ  სახელმწიფო  როდესაც  ერთდროულად  არის  დამკვეთიც, დამფინანსებელიც, შემმოწმებელიც და  შემდეგ დამაჯარიმებელიც, აქ  სასამართლო რგოლი  არ  მონაწილეობს. რაც არ უნდა ვთქვათ,  რომ  წინა  კანონშიც არაფერი შეცვლილა  და  ლიცენზიის  გაუქმების  უფლებაც  აქვთ  სასამართლოს  გარეშე - ეს ასე  არ არის“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.


ლევან კობერიძის განმარტებით, კლინიკები ცდილობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰქონდეთ ინტერაქცია და განხილვები. მათგან არც ერთი არ ეწინააღმდეგება თუნდაც  სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლას და შემოწმებას, პირიქით კლინიკების ინტერესშიც შედის დამრღვევის გამოვლენა.


დეპუტატის თქმით, ინიცირებულ კანონში მთავარი 2 საკითხია - კლინიკისთვის საქმიანობის ნებართვის შეჩერება სასამართლოს ნებართვის გარეშე და ტექნიკური რეგლამენტი.



კანონში წერია, რომ მუშაობის ნებართვის შეჩერება შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია განვიხილოთ ასეთი მაგალითი, ვთქვათ შემმოწმებელი არის ცუდი განზრახვით და უნდა, რომ კლინიკა დასაჯოს. ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს მისი ინტერპრეტაცია? მარეგულირებელი ჩათვლის, რომ ესა თუ ის საკითხი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, ხოლო თუ კლინიკას ეს ასე არ მიაჩნია, მაშინ რა უნდა ვქნათ?  ეს  კომპეტენტური  ორგანო  თვითონვე  განსაზღვრავს ჯარიმის  ოდენობას, აჯარიმებს  კიდეც  და  იქვე  უფლებაც  აქვს,  რომ  ნებართვა  შეუჩეროს  სასამართლოს გარეშე,  მე  ვთვლი  რომ  ეს  სამართლებრივი  ურთიერთობების ვერანაირ  ჩარჩოებში  ვერ  ჯდება. სასამართლო ერევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაინტერესებული მხარე, ანუ სამედიცინო დაწესებულება ამ გადაწყვეტილებას გაასჩივრებს და მიმართავს სასამართლოს. რაც შეეხება გაუქმების შემთხვევაში სასამართლოს მონაწილეობას, აქაც გადაწყვეტილებას იღებს მარეგულირებელი ნებარვის შეჩერების და არა გაუქმების თაობაზე. აქაც, გაუქმებული ლიცენზიის აღდგენა ბევრად რთული პროცედურაა, ვიდრე შეჩერებული ლიცენზიის ან ნებართვის თავიდან აღდგენა, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ამის ნებართვას მისცემს. ამდენად, არც აქამდე ყოფილა სასამართლოს მონაწილეობა ლიცენზიის გაუქმების საკითხში“, - განმარტავს კობერიძე.


დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ზუსტად  უნდა განისაზღვროს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშად. მისივე განმარტებით მესამე პუნქტი საქმიანობის შეჩერების ნებართვის განსაზღვრას ეხება  და აღნიშნა, რომ ზუსტად უნდა  გაიწეროს ეს საკითხი და კანონშივე ჩაიწეროს, რომ შეიქმნება ტექნიკური რეგლამენტის ჩარჩო შეჩერებასთან დაკავშირებით.

 

ცვლილებების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავების და სანქციების განხილვის პროცესში სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება და ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება. მათ შორის სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up