საქართველოს  ეკონომიკის სამინისტრო არის ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს ჩვენი, მარად ჰუმანიტარი ერის  ეკონომიკის  სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო არის ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს ჩვენი, მარად ჰუმანიტარი ერის ეკონომიკის სამინისტრო

access_time2021-02-02 10:00:18

სარესტორნო ბიზნესს, დღეს აქვს  საშინლად  ცუდი  დღე, რადგან სახელმწიფო  მას მხოლოდ  დაკეტვას და სანაცვლოდ არაფერს  სთავაზობს -  ამის  შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა" კომერსანტის დილაში" რესტორან  ჰონორეს დამფუძნებელმა ალექსანდრე  ბაგრატიონმა ისაუბრა. 


მან ეკონომიკის  სამინისტრო დავით კლდიაშვილსა და ჰარუკი მურაკამის ნაზავს  შეადარა, რომელიც მუდმივად ცრუ აქტიურობით არის  სავსე.


საქართველოს  ეკონომიკის სამინისტრო არის ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს ჩვენი, მარად ჰუმანიტარი ერის  ეკონომიკის  სამინისტრო, ერის, რომელმაც იცის  ისტორია, ისიც  ლევან  სანიკიძისგან, მაგრამ არ იცის მათემატიკა.

ამ ყველაფრისთვის ნათია თურნავა იდეალური მინისტრია,  მას  აქვს  ძალიან ბევრი ფული და სულ ფხებზე ჰკიდია რას იზამს სარესტორნო ბიზნესი -  აღნიშნა ალექანდრე ბაგრატიონმა.

ალექსანდრე  ბაგრატიონმა აღნიშნა, რომ თბილისში ტურისტები ჩამოდიან არა ნარკოტიკებისთის არამედ საჭმელად და მთებზე სასრიალოდ, მისივე განცხადებით სახელმწიფო  როგორმე უნდა გაადახტეს ამირან  გამყრელიძეს, რომელიც აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა.


ჩვენ ბატონი ამირან  გამყელიძის სახით რაღაც  კლდეს  ვაწყდებით , რომელიც  სარესტორნო ბიზნესს  უცნაურად უყურებს,  სახელმწიფომ  ქონების გადასახადი უზარმაზარ  რესტორნებს აპატია, მაგრამ ჩვენ ვართ პატარა ბუტიკური  ტიპის რესტორნები, სადაც 50-მდე ადამიანი  ჯდება და ამირან გამყრელიძე ვერ ხვდება რომ აქ ვირუსის გადადების რისკი არ  არის.  გარდა  ამისა, არც  ერთი რესტორნის ინტერესში არ  შედის, რომ  ჰქონდეს ისეთი სახელი თითქოს და ვირუსი იქ გავრცელდა.

ამიტომ სახელმწიფო  რამენაირად უნდა გადაახტეს ამ  ამირან გამყრელიძეს, რომელიც აუღებელი  ციხე-სიმაგრე  გახდა. -  აღნიშნა ალექსანდრე  ბაგრატიონმა.


ალექსანდრე ბაგრატიონმა სარესტორნო ბიზნესის  გახსნის თარიღის მუდვმივ  ცვლილებაზეც ისაუბრა  და  განმარტა რომ  ეს  ბიზნესისთვის დამღუპველია,  რადგან  რესტორნის  თავიდან გახსნა, დაახლოებით 5 -10  ათასი ლარის  და თანამშრომლების მობილიზება  სჭირდება.


ვიღაცას შეიძლება რესტორნის  თანამშრომლები მდიდრები ჰქონია, თუმცა  ეს ესე არ  არის და ეს  ძალიან  მძიმე  ბიზნესია , ამ  სფეროში ბევრი ადამიანია დასაქმებული  და  ისინი თავიანთ  ოჯახებს  ინახავენ.

ჩემ  მეგობარს  ორი თვეა დენი ჩაჭრილი აქვს,  რადგან  ფულის გადახდა  ვერ მოახერხა, ჩემი მეგობრის  შვილები  ონლაინ  გაკვეთილებს  ტელეფონით  ესწრებიან, რადგან  კომპიუტერი  არ აქვთ.

მთავრობამ  სოციალურ  ქსელში ბოტებიც  კი  შემოგვისია, რომლებიც  გვეუბნებიან  რომ რა დროს  რესტორნებია და  რომ ეს ფუფუნებაა.

რესტორანი არ არის ფუფუნება. ეს არის მძიმე სამუშაო, რომელსაც შევეჭიდეთ. ეს  არის ჰუმანური აქტი, სადაც შეიძლება  ადამიანი დააპურო და  ფული იშოვო -  აღნიშნა ალექსანდრე  ბაგრატიონმა

ალექსანდრე  ბაგრატიონის განმარტებით მიტსანის სერვისი მათ კომუნალურ  ხარჯებსაც ვერ უფარავს.

დელივერ ორგანიზაციები ვოლტიც და  გლოვოც არიან  კერძო  კომპანიები და ტარიფი რომელზეც ისინი  მუშაობენ ვერ  გაუპროტესტებ.

დასაჯდომ რესტორნებს  მიტანის  სერვისი  არ აწყობთ, რადგან კომუნალურ  გადასახადებსაც ვერ ფარავს. იგივე ხდება იმ  რსტორნებშიც,  რომლებმაც შექმნეს ქალაქის  სახე. 

მე ახალ გახსნილი რესტორანი მაქვს და ჯერჯერობით ბიუჯეტში დიდი  თანხა არ მაქვს  შეტანილი,  სამი  თვეა ვარსებობ, მაგრამ არის "შავი ლომი", "დაინინგ რუმი", "წისქვილი", რომლსაც მილიონები  აქვთ  შეტანილი, თუ სადმე  პრეზიდენტი, ანგელა მერკელი  ან ვინმე  ჩამოსულა იქ მიჰყავდათ. 

 სარესტორნო ბიზნესი არის  აპოლიტიკური ბიზნესი, შეიძლება  მე ვიღაც  არ მომწონდს,მაგრამ  ამას არანირი მნიშვნელობა არ აქვს, პუტინის  გარდა ყველას უნდა აჭამო, ქოცი იქნება ეს , ლელოს თუ  ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი  არ აქვს  მნიშველობა. 

სახელმწიფო რომ გვეუბნება ორი საშვი  ხომ  გეყოფათ  რესტორანზეო, ჩემი მზარეული რომელიც  ამთავრებს მუშაობას,  უცებ უნდა დაჯდეს მანქანაზე რომელიც არ ჰყავს და მეორე თანამშრომელი წაიყვანოს  სახლში.  აგდებულ დამოკიდებულებას ვაწყდებით  ის  ბიზნესები, რომლებიც დიდწილად  ქალაქის  სახეს წარმოადგენენ. -  აღნიშნა ალექსადნრე ბაგრატიონმა

ბაგრატიონმა აღნიშნა, რომ გერმანიაში სადაც სარესტორნო ბიზნესი  გაჩერებულია,  თითოულ რესტორანს  სახელმწიფო  5 და 10 ათასი ევროთი დაეხმარა , რისი საშუალებაც  საქართველოს არ აქვს,თუმცა ბაგრატიონი აღნიშნავს, რომ საქართველოში  რესტორატორები  არა  დახმარებას  არამედ  მუშაობის უფლებას ითხოვენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ პირველ მარტამდე რეგულაციები  არ მოიხსნება,  ბევრი  რესტორანი   უბრალოდ ვერ  გადარჩება.


თაკო კვაჭანტირაძე







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up