„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე

„სახელმწიფო, როგორც გარანტორი ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება, თუმცა, საკითხავია, რამდენს გაწვდება ბიუჯეტი“ - ბიზნესი მთავრობის ინიციატივაზე

access_time2020-04-07 10:00:59

„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთმნიშვნელოვნად დაეხმარება ბიზნესს და ეკონომიკას იმიტომ, რომ პოსტკრიზისულ სიტუაციაში, როგორც წესი ნაღდი ფულის ნაკლებობაა.  ბაზრები შემცირებულია და დიდი ალბათობით რეცესია იქნება. იმედია, რომ დიდი ეკონომიკური კრიზისი არ გველოდება.“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „კომერსანტთან“  სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესებისთვის სესხის გადაზღვევის ინიციატივის შეფასებისას  ისაუბრა.


როგორც ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, ეს არის უნივერსალური მიდგომა ყველა საშუალო და მაღალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის.„მსგავსი სისტემა ჩვენი მოგონილი არ არის. ყველა მსხვილი და საშუალო ეკონომიკის ქვეყანა მსგავსს პაკეტს ნერგავს, მათი მიდგომები მოიცავს სესხების გადავადებებს და სახელმწიფოს, როგორც გარანტორს. ეს არის ის დრო, როდესაც ყველა რეზერვი  უნდა იყოს მიმართული ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. ბიზნესს სჭირდება ვიღაცის გარანტია, რათა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეს, როდესაც შემოსავალი არ აქვს, ამ დროს სახელმწიფოს როლი არის მნიშველოვანი. ბიზნესს სამთვიანი უშემოსავლო პერიოდი ექნება, შესაბამისად, მხოლოდ მისი ქონების საპირწონედ ბანკი მას სესხს არ მისცემს. ვფიქრობ, რომ კრიზისის ჩავლის შემდგომ, სახელმწიფოსგან გარანტიის საჭიროება ბანკებთან მასობრივად დადგება, თუმცა, პროგნოზების გაკეთება ნაადრევია.“- აცხადებს ბიზნესმენი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


კომპანია „ჩემი რანჩოს“ ხელმძღვანელი ვანო იოსელიანი გარდა იმისა, რომ დადებითად აფასებს და აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფოს მხარდაჭერას სესხების საკითხში, აღნიშნავს, რომ ქვეყნის რესურსი შესზღუდულია და აუცილებელია პროექტის ბენეფიციარებისა და რესურსების გონივრულად განსაზღვრა.


„მგონია, რომ ეს პროექტი, ბევრი ბიზნესისთვის მაშველი რგოლი იქნება. თუმცა საკითხავია, რამდენისთვის იქნება და რამდენს გაწვდება სახელმწიფო, რადგან ყველამ იცის, რომ ქვეყნის რესურსი გარკვეულწილად შეზღუდულია.ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეს გააუმჯობესებს ბიზნესის მდგომარეობას.  თუ უზრუნველყოფის საგანში საგარანტიოდ სახელმწიფო შემოვა,  ეს ბანკისთვის მყარი გარანტია იქნება.   იმედია ეს საპროცენტო განაკვეთზე გავლენას არ მოახდენს.



რაც შეეხება ცალკეულ დარგებს, ამ კრიზისში ყველა მეტნაკლებად ჩართული ვიქნებით, ზოგი მეტად ზარალდება, ზოგი ნაკლებად. მაგრამ ეს ყველაფერი ერთიანი რგოლია. მაგალითად, სურსათის მწარმოებლისთვის რამდენიმე სარეალიზაციო სეგმენტი როგორიცაა ჰორეკა, სრულად გაჩერებულია და რამდენად მოახდენს  აღდგენას არავინ იცის, ასევე ტურისტული ინდუსტრია მძიმე მდგომარეობაშია. თუმცა, არის მთლიანი ჯაჭვი და ყველა დარგი ერთმანეთზე დამოკიდებულია.  მე მინდა ვიყო ოპტიმისტი და ვიფიქრო, რომ სხვებზე სწრაფად გადაივლის ეს პანდემია, თუმცა, რა დანაკარგებით, ესაა მთავარი.“ - აღნიშნა ვანო იოსელიანმა.


როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს დაავალა, დაიწყონ მუშაობა პოსტკრიზისული ეტაპის საკრედიტო საგარანტიო სქემებისთვის.მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ მიმართულებით პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარების მობილიზება იქნება შესაძლებელი, სქემის ჯამური ღირებულება კი 2 მილიარდი ლარი იქნება.


საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით: 


„ჩვენი გზავნილი ბიზნესისთვის არის, რომ ჩვენ ვზრუნავთ და ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყება, რაც დასრულდება კარანტინი, საგანგებო მდგომარეობა, ბიზნესი შეძლებს ფიქრს ახალი სესხების აღებაზე, რომელიც იქნება მიმართული ახალი ბიზნესპროექტების წამოწყებაზე. ასეთ ბიზნესპროექტებს, ასეთ საბანკო სესხებს ჩვენ მთავრობა დავუდგება გვერდით და მისცემს ბანკებსაც და ბიზნესს საშუალებას, მეტი დარწმუნებულობით, მეტი კომფორტით აიღონ ბანკებში სესხი; ბანკებს და ბიზნესს ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან გარანტია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ ბიზნესსუბიექტებს შეექმნებათ პრობლემები ახალი სესხების გადახდის ნაწილში, მთავრობა იქნება ამის გარანტი“.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up