სახელმწიფო ქონების პრივატიზებაში კორუფციის პრევენციის მექანიზმი არ არსებობს - TI-ს კვლევა

სახელმწიფო ქონების პრივატიზებაში კორუფციის პრევენციის მექანიზმი არ არსებობს - TI-ს კვლევა

access_time2022-06-30 15:00:30

2013-2021 წლებში 656.9 მლნ ლარის საწყისი ღირებულების 5105 საჯარო აუქციონის შედეგად სახელმწიფო ქონება (მიწა და შენობა-ნაგებობა) მთლიანობაში 872.8 მლნ ლარად გაიყიდა. ყველაზე მეტი (859) აუქციონი 2021 წელს ჩატარდა, რის შედეგადაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან შემოსავალმა 304.9 მლნ ლარი შეადგინა.


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ (TI) სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ გამოაქვეყნა შეფასება. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქონების რეალიზაციის პროცესში კორუფციის პრევენციის მექანიზმები ფაქტობრივად არაა დანერგილი. უფრო მეტიც, ორგანიზაციამ აღმოაჩინა არაერთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ქონება მაღალჩინოსნებთაან დაკავშირებულ კომპანიებზე გაიყიდა.


TI პრობლემურად მიიჩნევს აუქციონებში კონკურენციის დონესაც, რადგანაც აუქციონების 67%-ში, რომელიც შედეგით დასრულდა, მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი იღებდა. შესაბამისად, ქონება საწყის ფასთან შედარებით მხოლოდ ერთი ბიჯით ძვირად გაიყიდა. ასევე, მაღალია ჩაშლილი აუქციონების რაოდენობაც, რადგანაც 2013-2021 წლებში გამოცხადებულ 9,976 აუქციონს შორის 47% უშედეგოდ დასრულდა.


კვლევის მიხედვით, 2013-2020 წლებში სახელმწიფო ქონება (მიწა და შენობა-ნაგებობა) პრივატიზაციის გზით ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო. ამ კომპანიების, მათი მეწილეებისა და დირექტორების ნაწილმა (212 კომპანიის 217-მა მეწილემ/მმართველმა) სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას 19,655,907 ლარი შესწირა. ჩატარებული პრივატიზაციის ყოველი 3 აუქციონიდან 2 (68%) უკონკურენტოდ იქნა მოგებული, რაც კონკურენციის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, უკონკურენტო აუქციონების წილი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე მაღალ მაჩვენებელზე რჩება.


TI-ში აღნიშნევენ, რომ ასევე დიდია არშემდგარი აუქციონების რაოდენობა: 2013-2021 წლებში სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით სულ 9,976 აუქციონი გამოცხადდა, რომელთა 46.7% (4,656) ჩაიშალა, რადგან მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციით ჩატარებული აუქციონები რაოდენობით ერთ მესამედზე ნაკლები იყო (32%), მათი საშუალებით პრივატიზაციის საწყისი თანხა საშუალოდ გაორმაგდა (99.2%-იანი ზრდა) – 214.1 მლნ ლარიდან 426.4 მლნ ლარამდე, რაც პრივატიზაციის გზით შემოსული მთლიანი თანხის 50% იყო.


გარდა ამისა, პირდაპირი გზით პრივატიზაციის შესახებ მიღებული არასტრუქტურირებული და არასრული მონაცემების მიხედვით, 2013-2020 წლებში, გაფორმდა პირდაპირი პრივატიზაციის 429 კონტრაქტი (რაოდენობაში არ შედის 2015 წლის მონაცემი, რადგან ინფორმაცია ხარვეზიანად იქნა მოწოდებული), საიდანაც 43%-ს სიმბოლური ფასი (1 ლარი) ჰქონდა. პირდაპირი პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მთლიანობაში 236 მლნ ლარზე მეტი მიიღო, რომლის დიდი ნაწილიც – 157 მლნ ლარი გაზსადენის გაყვანის მიზნით შპს სოკარ ჯორჯია გაზისთვის გადაცემულ უძრავ ქონებას უკავშირდებოდა.



პრივატიზაციის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა მრავალ საეჭვო შემთხვევას, რაც კორუფციულ გარიგებაზე შეიძლება მიანიშნებდეს.


„87 შემთხვევაში პრივატიზების აუქციონი ახლად დარეგისტრირებულმა კომპანიამ მოიგო. მათ შორის, 78% (68 ელექტრონული აუქციონი) უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით) იქნა მოგებული. 23 ელექტრონულ აუქციონზე კომპანიები აუქციონის მიმდინარეობისას დარეგისტრირდნენ, მათ შორის, 3 შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების დღეს. შედეგად, ახლადრეგისტრირებულ კომპანიებზე, 751,660 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 147 შენობა-ნაგებობა გაიყიდა.


29 შემთხვევაში პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი ახლად დარეგისტრირებულმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის, 10 შემთხვევაში კომპანიებს 532,183 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 46 შენობა-ნაგებობა, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ. საერთო ჯამში, ახლადრეგისტრირებულ კომპანიებზე, 860,078 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო, 4,619,056 კვ.მ. Სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა და 85 შენობა-ნაგებობა გასხვისდა.


არის შემთხვევები, როდესაც პრივატიზების აუქციონში / პირდაპირ კონტრაქტს იღებს თანამდებობის პირი ან ოჯახის წევრი, ან ისეთი კომპანია, რომლის მეწილე ან დირექტორი არის თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრი. 2013-2020 წლებში ასეთი 50 შემთხვევა დაფიქსირდა (სია იხილეთ კვლევის ძირითად ტექსტში) – საუბარია 328,860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 45 შენობა-ნაგებობის გაყიდვაზე:


26 შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონი თანამდებობის პირმა/ოჯახის წევრმა მოიგო, მათ შორის, 16 აუქციონი უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით);


16 შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან პირდაპირ დაკავშირებულმა კომპანიებმა მოიგეს, მათ შორის, აუქციონების 87.5% (14 აუქციონი) უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით);


3 შემთხვევაში, პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან, გაფორმდა. აქედან 2 შემთხვევაში, მათ ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.


5 შემთხვევაში, პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან პირდაპირ დაკავშირებულ კომპანიებთან გაფორმდა. მათ შორის, 3 შემთხვევაში, კომპანიებს ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.


42 აუქციონის/პირდაპირი პრივატიზაციის შემთხვევაში სახელმწიფო ქონება მიიღეს მმართველი პარტიის იმ შემომწირველებმა, რომლებმაც აუქციონის გამოცხადებამდე/მთავრობის განკარგულებამდე მცირე პერიოდით ადრე, ან აუქციონის მოგებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე შესწირეს თანხა.


შედეგად, 13,374,167 ლარად 454,627 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო, 225,666 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 45 შენობა-ნაგებობა გაიყიდა. მყიდველებმა სხვადასხვა დროს ქართული ოცნების სასარგებლოდ 2,097,000 ლარის შემოწირულება გაიღეს“,  აღნიშნული „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up