სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია თითქმის 2-ჯერ შემცირდა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია თითქმის 2-ჯერ შემცირდა

access_time2019-06-19 11:10:00

მიმდინარე წლის 5 თვეში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პრივატიზებული სახელმწიფო ქონების ღირებულება 35 457 138 ლარია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 2-ჯერ ჩამორჩება.


ინფორმაცია, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში პრივატიზებული სახლემწიფო ქონების შესახებ „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარბეის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს პირველ 5 თვეში პრივატიზებული ობიექტების ჯამურმა საპრივატიზებო საფასურმა 35 457 138 ლარი შეადგინა, ხოლო 2018 წელს პირველ 5 თვეში სააგენტომ 60 984 612 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაყიდა.


შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად ბიუჯეტში 116 892 431 ლარი შევიდა და შედეგად, საპრივატიზაციო გეგმა უწყებამ 151%-ით შეასრულა.



რაც შეეხება მიმდინარე წელს , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებდა, რომ წელს უწყება ჯამში 170 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების გაყიდვას გეგმავს. უფრო კონკრეტულად, ექსმინისტრის განცხადებით, დაგეგმილი იყო 120 მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი უძრავი ქონების, 30 მილიონი ლარის სახელმწიფო საწარმოებისა და 20 მილიონი ლარის წვრილი ქონების პრივატიზება.


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების განსხვავებული გეგმა დაუსახა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი განცადებით, წელს გეგმით გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი, თუმცა შესაძლებელია საპრივატიზაციო ქონების 100 მლნ ლარამდე გაზრდა.


IPN






ვერნერ ლიპახი:„აშკარაა,რომ რეგიონში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს, მათ შორისაა ანაკლია“

ვერნერ ლიპახი:„აშკარაა,რომ რეგიონში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს, მათ შორისაა ანაკლია“
access_time2019-10-23 12:22:07
„საქართველოს აქვს უპირატესობა ჰქონდეს პორტი შავ ზღვაზე , ეს  მთლიანი რეგიონისთვის ძალიან კარგია. აშკარაა, რომ აქ ბევრად დიდი და ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს და მათ შორისაა ანაკლია“-ამის შესახებ  აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიპახმა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა.  „ამ პროექტს  გასავითარებლად გარკვეული დრო სჭირდება. ამ კუთხით გარკვეული გამოწვევებია ,...

ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს პროექტების განხორციელებისთვის ახალ პერსპექტივებს უხსნის

ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს  პროექტების განხორციელებისთვის ახალ  პერსპექტივებს უხსნის
access_time2019-10-23 12:02:42
„მსგავსი მასშტაბის ფორუმებზე ქვეყნები სტრატეგიული მიმართულებით თანამშრომლობებზე საჯაროდ თანხმდებიან, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების საფუძველი ხდება და კერძოს სექტორს კარგ პერსპექტივას უხსნის ახალი პროექტების განხორციელებისთვის - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის ფარგლებში, რიგით მესამე - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმზე სამხრეთ...

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება
access_time2019-10-23 11:47:30
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პროექტით დაინტერესებაზე დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ისაუბრა. „მინდა ვთქვა რომ პროექტს დიდი ინტერესი აქვს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის , ჩვენ ვუმასპინძლეთ უზბეკეთის დელეგაციას კერძოდ, ვიცე-პრემიერს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტი. კერძოდ, მათი განვითარებისთვის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის კუთხით...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...


მსგავსი სიახლეები

up