სახელმწიფო პროგრამით გაცემულ მედიკამენტების ნაწილს ვადა მოხმარების დასრულებამდე გაუვიდა

სახელმწიფო პროგრამით გაცემულ მედიკამენტების ნაწილს ვადა მოხმარების დასრულებამდე გაუვიდა

access_time2021-02-05 10:00:21

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით ბენეფიციართა მხოლოდ 9%-მა ისარგებლა. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.


ანგარიშის თანახმად დაბალი მიმართვიანობა არასაკმარისმა საინფორმაციო აქტიობამ გამოიწვია. გარდა ამისა პროგრამაში ჩართულ ადამიანთა სიმცირის საპირისპიროდ მედიკამენტების რაოდენობა არ გადაიხედა, რაც ჭარბი მარაგების მიზეზი გახდა.


ბენეფიციართა ინფორმირებულობის ნაკლებობაზე მიუთითებს სამინისტროს დაკვეთით „ეისითი“ (ACT) − ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის მიერ 2019 წელს მომზადებული კვლევაც, სადაც აღნიშნულია, რომ საკმაოდ დაბალია პროგრამის შესახებ ცნობადობა და გამოკითხულთა მხოლოდ 13% აღნიშნავს, რომ სმენია და კარგად იცის, რას გულისხმობს/ითვალისწინებს პროგრამა. ყოველი მეოთხე რესპონდენტი (25%) აღნიშნავს, რომ სმენია, მაგრამ თითქმის არაფერი იცის, კონკრეტულად რას გულისხმობს/ითვალისწინებს პროგრამა, ყველაზე დიდ ნაწილს (38%) კი, საერთოდ არ სმენია პროგრამის შესახებ.


2018 წელს 3.3 მლნ-ის რაოდენობის Metformin Hydrochloride 1000 მგ იყო შეძენილი, წლის ბოლოს მარაგში მისი 85% - 2.8 მლნ დარჩა,  Levothyroxine Sodium 50 მკგ-ის შემთხვევაში ნაყიდი იყო 507 ათასი ერთეული და წლის ბოლოს მარგში 502 ათასი იყო დარჩენული, რაც შეეხება, Digoxine 0.25 მგ-სა და Methylprednisolone 16 მგ-ს, 2017 წლის ისედაც ჭარბი მარაგების შემდეგ 2018 წლის ბოლოს ნაშთმა 2018 წელს შესყიდულ მედიკამენტების რაოდენობას გადააჭარბა.



სხვა პრობლემათა ჩამონათვალში ყველაზე მნიშვნელოვანი საქონლის მიწოდების შეზღუდული ვადებია, რამაც თავის მხრივ კონკურენციის შემცირება და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მედიკამენტების ხარჯვისა და მიმდინარე მარაგების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევებში არ არსებობდა საქონლის შეზღუდულ ვადებში მიწოდების აუცილებლობა.


Losartan Potassium 100 მგ სააგენტომ 2017 წელს Sanofi-Aventis Private Co. Ltd-სგან 11 თეთრად შეიძინა, მიწოდების ვადად 20 დღე განისაზღვრა. 2018 წელს იგივე მედიკამენტი საგენტოს „გეფამ“ 2-ჯერ ძვირად 22 თეთრად 10 დღის ვადაში მიაწოდა. მოცემულ პერიოდში სააგენტოს აღნიშნული წამლის 3 თვის მარაგი გააჩნდა და შესაბამისად დროის მოგების მიზნით ორმაგი ფასის გადახდის აუცილებლობა არ ყოფილა.


სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ ხორციელდებოდა მედიკამენტების ნაშთების პერიოდული და სრული ინვენტარიზაცია, რის შედეგად შეუძლებელი გახდა მარაგების არსებობის თაობაზე გონივრული რწმუნების მიღება.


მიუხედავად იმისა, რომ მარაგები საკმარისზე მეტი იყო, არაეფექტიანი ლოჯისტიკის შედეგად, პროგრამით მოსარგებლეთა ნაწილს შეხვდა მედიკამენტები, რომლებსაც ვადა მოხმარების დასრულებამდე გაუვიდათ. 


აუდიტორული დასკვნის თანახმად პირველ ჯერზე იხარჯებოდა მედიკამენტები, რომელთაც ვარგისიანობის ხანგრძლივი მოხმარების ვადები ქონდათ, ხოლო შემდეგ მედიკამენტები, რომელთა დარჩენილი ვარგისიანობის ვადა მცირე იყო.

 

 გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up