სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამეგრელოში 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი გაშენდა

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამეგრელოში 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი გაშენდა

access_time2020-05-18 00:19:20

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასოფლო სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.


„ქვეყანაში არსებული პანდემიის მიუხედავად რეგიონში სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელება არ შეჩერებულა. 


სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის" - კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტია. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ნახევარ ჰექტარამდე ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებსა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით აფინანსებს. პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში 250-მა ფერმერმა 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გააშენა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში გაშენებული მოცვის ბაღები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ დაათვალიერა. ფერმერმა აბესალომ გარმელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, წელს სამ ჰექტარზე ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გააშენა, მიმდებარედ კი მოცვის სხვადასხვა ჯიშების პლანტაცია ჯამში 9 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ფერმერი წელს პირველ მოსავალს აიღებს, გარმელიები ერთ თვეში 10 ტონა ლურჯ მოცვს ევროპაში სარეალიზაციოდ გაამზადებენ. მალხაზ თორიამ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან გიორგი ქვარაიასთან ერთად ფერმერებს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა გააცნო.


აბესალომ გარმელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროგრამით ისარეგებლებს, ფერმერი საწვავზე სუბსიდირებას და ყოველ ჰექტარზე დამატებით 200 ლარიან დახმარებას მიიღებს.


,,ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეთავაზებული დახმარება ფერმერებისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს ხელშეწყობა დაგვეხმარება, რომ მეტი პროდუქცია შეიქმნას სოფლად, რაც გააძლიერებს და დაეხმარება ფერმერულ მეურნეობებს. ჩვენ ვეცნობით სხვადსხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მდგომარეობას, ამჯერად ვიმყოფებით მოცვის ახლადგაშებნებულ ბაღებში. ჩვენს რეგიონში სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის" - კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებულია 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი. პროგრამის მოსარგებლეების რაოდენობა ამ ეტაპისთვის შეადგენს 250 ბენეფიციარს. პროგრამა მიმდინარეა და გრძელდება განაცხადების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ნერგები ასევე სარწყავი სისტემა ფერმერებმა მიიღეს უფასოდ და ეს არის დიდი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან" - განაცხადა მალხაზ თორიამ.


სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის" - კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტია. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ნახევარ ჰექტარამდე ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებსა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით აფინანსებს. მოცვის პროგრამა მიმდინარეა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის გათვლებით 2021 წლისთვის ლურჯი მოცვის ბაღების ფართობი რეგიონში 1000 ჰექტარს მიაღწევს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
მოცვი



5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up