„დანერგე მომავლის“ ბიუჯეტი 10 მლნ ლარით იზრდება - გიორგი ხანიშვილი პროგრამის ეფექტზე

„დანერგე მომავლის“ ბიუჯეტი 10 მლნ ლარით იზრდება - გიორგი ხანიშვილი პროგრამის ეფექტზე

access_time2022-09-22 10:00:42

სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ მომავალ წლებშიც გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემაში „აგროსექტორი“ განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, პროგრამის ბენეფიციარობაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა და ამიტომ სახელმწიფომ მიმდინარე წელს „დანერგე მომავლის“ ბიუჯეტის ზრდა გადაწყვიტა. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უკვე პარლამენტშია ინიცირებული და მისი დამტკიცების შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას მოგვიანებით ისევ დაიწყებს.


„დანერგე მომავლით“ დაინტერესებულ ადამიანებს მე მინდა ვუთხრა ძალიან კარგი რამ. ჩვენ მიმდინარე წელს „დანერგე მომავალში“ გვქონდა განაცხადების არნახული რაოდენობა. პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 17 ათას 700 ჰა-ზე მეტი ბაღია გაშენებული. ეს არის ზეთისხილი, ფისტა, ნუში, ვაშლი, ატამი, თხილი, მოცვი და ასე შემდეგ მრავალწლიანი ნარგავები.


მარტო მიმდინარე წლის გაზაფხულზე ახალი განაცხადი 4 ათას 300 ჰა-ზე შემოვიდა. ეს არის აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი. რეკორდულია ასევე ის ზარები, რომლებიც კითხულობენ კიდევ გაიხსნება თუ არა საშემოდგომო განაცხადები.


გეტყვით, რომ გაიხსნება, უბრალოდ ოდნავ მოგვიანებით. იმიტომ, რომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე შეტანილია. „დანერგე მომავლის“ ბიუჯეტს ვზრდით 10 მლნ ლარით. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ მიღება გავხსნათ.



ეს არის პროექტი, რომელიც გათვალისწინებულია რომ არამხოლოდ მიმდინარე წელს დაემატოს ბიუჯეტი არამედ მომდევნო წლების BDD-შიც გაწერილია და გაზრდილი ბიუჯეტი უკვე გათვალისწინებულია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში. მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ეს პროექტი თავის ბოლო წლებს არ ითვლის, ნამდვილად მუშაობს და ჯერ კიდევ ბევრი გაქვს გასაკეთებელი. რეალურად ამ მრავალწლიანმა ნარგავებმა სიკეთე 6-7 წლის მერე უნდა მოგვცეს“, - აცხადებს გიორგი ხანიშვილი.


მინისტრის მოადგილის თქმით, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში საკმაოდ ბევრი პროექტი განხორციელდა და მაგალითად ქვეყანაში ლურჯი მოცვის გაშენება მოჰყავს. ხანიშვილი სტატისტიკურ ინფორმაციასაც იშველიებს და აცხადებს, რომ 2020 წელს ქვეყანამ 663 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტი განახორციელა, 2021 წელს კი 992 ტონის. მიმდინარე წელს კი უკვე ექსპორტირებულია 1400 ტონა ლურჯი მოცვი.


„ჩვენ ლურჯი მოცვი გაშენებული გაქვს 2234 ჰა-ზე, რომელიც შედარებით ახალი კულტურაა. ლურჯი მოცვის საშუალო მოსავლიანობა არის 10 ტონა, მაგრამ 7-8 ტონაც რომ დავთვალოთ ეს არის 15-16 ათასი ტონა მოცვის მოსავალი. ეს არის საფასო სეგმენტი, რომელიც შემდგომ მილიონებში კი არა რამდენიმე ათეულ და ასეულ მილიონებში აისახება“, - განმარტავს მინისტრის მოადგილე.


გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ ბაღების გაშენების პარალელურად მზარდია სამაცივრე მეურნეობების მშენებლობის სტატისტიკაც, რაც პროდუქციის შენახვა/დასაწყობებისთვის მთიან ჯაჭვს ქმნის.


„ჩვენ ვავითარებთ სამაცივრე მეურნეობებს, გადამამუშავებელ მეურნეობებს. ჩვენი პროექტით აშენებულია 250-ზე მეტი ახალი საწარმო. ხშირ შემთხვევაში კითხვას სვამენ სადაა ეს საწარმოები? საქართველო, რომ მოიარონ ყველგან ნახავენ. ჩუმლაყში ჩავიდნენ, იქ ერთდროულად 50 საწარმოს ნახავენ. რომ გაიძახიან 100 საწარმო სადააო, 50 საწარმო მარტო ჩუმლაყში მდებარეობს“, - ამბობს გიორგი ხანიშვილი.


აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დანერგე მომავალისთვის“ 37 მლნ ლარია გათვალისწინებული და მისი 10 მლნ ლარით ზრდის შემთხვევაში პროგრამის წლიური ბიუჯეტი 37 მლნ ლარს მიაღწევს. 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up