სახელმწიფო  პარტიის სამსახურში

სახელმწიფო პარტიის სამსახურში

access_time2019-12-20 20:10:00

14 დეკემბერს ხელისუფლების მიერ ჩატარებული მასშტაბური კონტრაქციის შემდეგ ბევრი დრო გავიდა, თუმცა, პრობლემები, რომლებიც საზოგადოებას ამ შეკრებამ დაანახა - არსად გამქრალა.


ალბათ მოიძებნებიან ისეთებიც, ვისაც მართლაც, გულწრფელად სჯერა, რომ იმ დღეს 60 000 კაცი ჩამოვიდა თბილისში მხოლოდ იმის აღსანიშნავად, რომ ლათინულ ანბანში F-ს შემდეგ მოდის G და შესაბამისად, France-ს შემდეგ ევროსაბჭოს თავჯდომარეობა Georgia-ს ერგო.თუმცა, თამაშის წესები მკაცრად იყო დაცული - ყველა გამომსვლელი ლაპარაკობდა მხოლოდ და მხოლოდ ევროპაზე და არც ერთი სიტყვით - იმაზე, რის გამოც იქ ხალხი რეალურად შეაგროვეს.


იმიტაცია იყო ისეთი დაჟინებული, რომ ალბათ ბევრმა გამომსვლელმა გულწრფელად შეძლო საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ ამდენი ადამიანი მართლაც აღნიშნავდა ანბანში ასოების განლაგებას.


სინამდვილეში, ამ აქციას არ ჰქონდა განსაკუთრებული აზრი - საზოგადოებას ამ შეკრებით არ გაუგია არაფერი ახალი და ისეთი, რაც ადრე არ იცოდა. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები ბოლო 30 წლის მანძილზე ნებისმიერი ხელისუფლების საარჩევნო რეზერვს წარმოადგენენ.


იდეები და შეხედულებები აქ არაფერ შუაშია - ეს არის პირად ინტერესებზე დაფუძნებული ერთგულება და ხვალ ხელისუფლება რომ შეიცვალოს, ეს უზარმაზარი საარჩევნო რეზერვი ავტომატურად გადაინაცვლებს ახალი მმართველი ძალის ჯიბეში.


ხშირად გვსმენია - „სახელმწიფო სტრუქტურებში ბევრი ნაციონალი დარჩა“, თუმცა, ეს სისულელეა. არავითარი „ნაცები“ საჯარო სამსახურში არაა და არც არასდროს ყოფილა, ისევე როგორც არ არის „ქოცები“.


წინა ხელისუფლების დროს ისინი იყვნენ ნაცები, დღეს არიან ქოცები - სწორედ ესაა ის რეალობა, რომელიც 14 დეკემბერმა დაგვანახა.


ისიც ყველამ იცის, რომ ხელისუფლებას ადვილად შეუძლია მთელი ამ მორჩილი მასის მობილიზება, შესაბამისად, უაზრობაა სახელისუფლებო კონტრაქციის შედარება ოპოზიურ მიტინგებთან რაოდენობის მხრივ - რაც იყო საბოლოო ჯამში ამ აქციის მთავარი მიზანი.. „ჩვენ თქვენზე მეტი ვართ“ - უთხრა ხელისუფლებამ ოპოზიციას 14 დეკემბერს.
თუმცა, თავი დავანებოთ 14 დეკემბერს, ის უკვე წარსულშია.


აი მომავლისთვის კი კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას საქართველოში გააჩნია უზარმაზარი გარანტირებული უპირატესობა - საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანები და მათი ახლო ნათესავები, ჯამურად - ასობით ათასი ხმა.


ამის წყალობით ხელისუფლებას მუდმივი,15-20%-იანი უპირატესობა აქვს, რომელსაც მმართველი პარტია უპრობლემოდ იღებს, რის გამოც მისი შეცვლა კიდევ უფრო რთულდება.
რატომ ხდება ასე? რაშია საქმე? რატომ არიან საჯარო მოსამსახურეები მზად დაუჭირონ მხარი ნებისმიერ, ყველაზე ბოროტ ძალასაც კი და საიდან ეს, ძირითად ინსტინქტად ქცეული შიში - „ხელისუფლება რომ შეიცვალოს - ყველას გაგვყრიან“?



შეგვიძლია ბევრი ვიქილიკოთ იმაზე, რომ 14 დეკებერს ათობით ათასი ადამიანი ორგანიზებულად ჩამოიყვანეს თბილისში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი „ჩამორეკეს“, თუმცა, ეს არ ცვლის რეალობას - შესაძლოა, მიტინგზე მოსვლა მართლად იძულებითი იყო, თუმცა, რაც შეეხება არჩევნებში ხმის მიცემას, არავითარი ძალდატანება საჭირო არაა.


საჯარო მოსამსახურეების დიდ უმრავლესობა ყოველგვარი კოორდინატორების გარეშე მზადაა თავისი ნებით მისცეს ხმა 41 ნომერს, ზუსტად ისევე, როგორც 2012 წლამდე აძლევდა 5 ნომერს.


საჯარო მოხელეებს ეშინიათ ხელისუფლების შეცვლის და მათ აქვთ ამის საფუძველი. ნებისმიერი ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლამდე ამბობს ერთსა და იგივეს - „არავითარი მასობრივი წმენდა არ იქნება - ყველა პროფესიონალი დარჩება თავის ადგილას“.


თუმცა, რეალობა სულ სხვაა - ხელისუფლების შეცვლა გარანტირებულად იწვევს კადრებს გადახალისებას და ლოზუნგი „პროფესიონალების“ თაობაზე ბევრ არაფერს ცვლის. ხშირად მაღალი კვალიფიკაციის მლიქვნელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვან თვისებად ითვლება, ვიდრე საქმის ცოდნა. მეტიც, საქართველოში დიდი საფრთხის შემცველია არათუ მმართველი ძალის, არამედ ჩვეულებრივი, რუტინული ცვლილება მინისტრის ან დეპარტამენტის უფროსის დონეზე.


ნებისმიერი ახალი ხელმძღვანელის მოსვლა მის ქვეშემდგომებში მასობრივი პანიკის საფუძველი ხდება. რას იზამს ახალი მინისტრი, ვის „გაუშვებს“ და ვის დატოვებს? მოდის ახალი ხელმძღვანელი, ის დასვამს საკვანძო ადგილებზე თავის ხალხს, ის თავისი ხალხი, უფრო დაბალ რგოლებში - კიდევ თავის ხალხს, და ა.შ.


ეს ხდება რიგითი, რუტინული ცვლილების დროს და ჩვენ ყველანი ვართ უამრავი ასეთი ფაქტის მოწმე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სტრესის დონე ყარაულის გლობალური ცვლის დროს..
არის კიდევ ერთი მხარე - ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საჯარო სამსახურში ათასობით ადამიანია, ვინც ხელფასს არაფერში იღებს. საუბარია, ძირითადად „ოცნების“ ჩინოვნიკებზე, დეპუტატებზე და ადგილობრივი უფროსობის ნათესავებზე.


სხვა თუ არა, ამათ ხომ მაინც ნამდვილად, ეჭვგარეშე იციან, რომ მათ წიხლით გააგდებენ ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე საათში? და სწორადაც მოიქცევიან - ასეთი მუქთახორების ყოფნა სახელმწიფო სტრუქტურებში თავად საჯარო მოხელის მცნების დისკრედიტაციაა.


ამ დროს კი - ყველას ჰყავს ოჯახი, შვილები, ყველას აწევს კისერსზე სესხები, იპოთეკა, ათასი წვრილმანი ხარჯები..


რა გასაკვირია, რომ ამ პირობებში სახელმწიფო სტრუქტურების ყველა თანამშრომელი მზადაა უსიტყვოდ ხმა ცმისცეს ხელისუფლებას, გამოვიდეს ქუჩაში და იზეიმოს ნებისმიერი სისულელე. თუნდაც ის, რომ რომ ლათინურ ანბანშიი F-s შემდეგ მოდის G.ამ ადამიანების განსჯა ძალიან ადვილია, თუმცა, დაფიქრდით - თქვენ რას იზამდით მათ ადგილას? შვილები, სესხები, იპოთეკა, ხარჯები.. რა დროს ოპოზიციაა..


სამწუხაროდ, ესაა რეალობა, რომელიც ალბათ ერთხელაც, ხანგძლივი პოლიტიკური ევოლუციის შედეგად, შეიცვლება და საჯარო სამსახური არ იქნება აღქმული, როგორც მმართველი პარტიის ფილიალი.


თუმცა, ეს არ მოხდება უახლოეს წლებში და ნამდვილად - არა 2020-ში.


თენგიზ აბლოთია 


თეგები:
სახელმწიფო



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up