„სახელმწიფო ობლიგაციების ხარისხი ვარდება - სებ-ი კი მეორადი კაპიტალის ბაზარზე საერთოდ არ ფიქრობს“

„სახელმწიფო ობლიგაციების ხარისხი ვარდება - სებ-ი კი მეორადი კაპიტალის ბაზარზე საერთოდ არ ფიქრობს“

access_time2019-11-07 10:00:56

მთელ მსოფლიოში უცხოელი თუ ადგილობრივი ინვესტორისთვის, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, კაპიტალდაბანდების ერთ-ერთ ყველაზე საიმედო ფორმად მიიჩნევა, მათი მინიმალური რისკიანობის და მაღალი ლიკვიდურობის გათვალისწინებით. განვითარებული ფინანსური ბაზრების პირობებში, ფასიანი ქაღალდები  ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას და ეკონომიკური პოტენციალის ზრდას ემსახურება. საქართველოში კი ფასიანი ქაღალდების ემისიიდან ბიუჯეტში შესული თანხა, ძირითადად, მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრებას ხმარდება.


თუმცა, ეკონომისტების ნაწილი მთავარ პრობლემად ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის პრაქტიკულად არარსებობას მიიჩნევს. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად ბაზარს მთლიანად კომერციული ბანკები აკონტროლებენ და სხვა პირებისთვის, მათ შორის კერძო ინვესტორებისთვის, ფასიანი ქაღალდების შეძენა კომერციული ბანკის მეშვეობით ხდება, რაც მათთვის არამომგებიანია.


„აუქციონებში მონაწილეობა მხოლოდ კომერციულ ბანკებს შეუძლიათ, სხვა პირები კი სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს პირდაპირი წესით ვერ ყიდულობენ, ამიტომ ისინი არც ინტერესდებიან ამ აუქციონებით. თუკი ფიზიკურ პირს ან ინვესტორს სახაზინო ვალდებულებები შეძენა სურს, მან უნდა მიაკითხოს კომერციულ ბანკს, ის მიიღებს შეკვეთას, შეიძენს პირველად ბაზარზე და მერე მიჰყიდის მას მეორად ბაზარზე. ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი პრობლემაა. სახელმწიფოს ურჩევნია სახაზინო ვალდებულებები გაავრცელოს კომერციული ბანკების მეშვეობით, რადგან მას არ გააჩნია იმისი რესურსი, რომ მეორად ბაზარზე გაიტანოს და იქ იმუშაოს. ვიღაცამ ხომ უნდა იმუშაოს მეორად ბაზარზე და ამ შემთხვევაში შუამავლები კომერციული ბანკები არიან. საერთოდ კომერციულ ბანკებს რომ ჰკითხო, ისინი ახდენენ ხოლმე მეორად ბაზარზე სახაზინო ვალდებულებების გაყიდვას, თუმცა მცირე რაოდენობით“, - განაცხადა საბანკო სფეროს სპეციალისტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა.


სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირების სტიმულირების მიზნით, მეორადი ვაჭრობის თანამედროვე, საერთაშორისო პრაქტიკით წარმართვაზე საუბრობს საბირჟო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი.



 „სახაზინო ვალდებულებები და საერთოდ სახელმწიფო ობლიგაციები უცხოური თუ ადგილობრივი ინვესტორისთვის მიმზიდველი მაშინ იქნებოდა, თუ ეროვნული ბანკის მიერ  შეიქმნებოდა მეორადი მიმოქცევის ბაზარი ანუ რეალურად სავაჭრო სისტემა, სადაც ნებისმიერ მომენტში კომერციული ბანკი ან სახაზინო ობლიგაციის მფლობელი შეძლებდა სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვა-გაყიდვას. მეორადი მიმოქცევა ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს, ეროვნული ბანკი ამ საკითხზე საერთოდ თვალს ხუჭავს, ის შემოიფარგლება მხოლოდ პირველად ბაზარზე განთავსებით. მთელ მსოფლიოში გამოყენებულია ისეთი საბირჟო მოედნები ან სავაჭრო სისტემები, სადაც ხდება სახელმწიფო ობლიგაციების მიმოქცევა ანუ თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა. ჩვენთან ეს არ არსებობს და ეროვნული ბანკი საერთოდ არც ფიქრობს ამაზე, თუმცა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ჯერ ერთი - უცხოელი ინვესტორებისთვის, მეორე - ბანკების ლიკვიდურობისათვის, მესამე - საპროცენტო განაკვეთების ფორმირებისათვის, რადგან საპროცენტო განაკვეთები ზუსტად აისახება მეორადი მიმოქცევის დროს და ჩვენთან ეს მომენტი ძალიან ჩამორჩენილია. უცხოურმა ინვესტორმა რომც იყიდოს სახელმწიფო ობლიგაცია ისევ და ისევ ბანკს უნდა მიჰყიდოს და კომერციულმა ბანკმა შეიძლება ისეთი პირობები უთხრას, რომელიც მისთვის ძალიან წამგებიანი იქნება. ამ პირობებში, სახელმწიფო ობლიგაციების ხარისხი ძალიან ვარდება, ეროვნული ბანკი კი მეორადი კაპიტალის ბაზარზე საერთოდ არ ფიქრობს და არც კომპეტენტური პერსონალი ჰყავს, ვინც ამ პრობლემას გადაჭრის“, - განმარტავს ვახტანგ ხომიზურაშვილი.


გარდა ამისა, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკიდან გამომდინარე სახელმწიფო ფინანსური რესურსის მოსაზიდად ფასიანი ქაღალდების ემისიას უცხოელ ინვესტორებზე აქტიურად უნდა ახდენდეს. ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის უფრო მოქნილობა, რათა კონკურენციის გასაზრდელად სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების ყიდვის სურვილი კომერციული ბანკების გარდა სხვა პირებსაც გაუჩნდეთ.


„რაც შეეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, იქ ბანკები ერთმანეთში ყიდიან და ყიდულობენ სახელმწიფო ობლიგაციებს, ამ შემთხვევაში ეს არის ლიკვიდური ბაზარი ანუ ნებისმიერ მომენტში მე შემიძლია მიმდინარე ფასებში გავყიდო ან ვიყიდო სახელმწიფო ობლიგაციები. ეს ხელს უწყობს ბანკების ლიკვიდურობას, ნაკლებია მოთხოვნა რეფინანსირების სესხებზე, იმიტომ რომ ბანკს თუ სჭირდება და ობლიგაციები აქვს პორტფელში, რაღაც ნაწილი შეიძლება გაყიდოს და ამ ფულადი სახსრებით შეავსოს ის დეფიციტი რაც გააჩნია. შესაბამისად არც უჩნდება რეფინანსირების სესხზე ასეთი მოთხოვნილება. ჩვენთან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფინანსირების სესხები საერთოდ ნეგატიურად მოქმედებენ, ზრდიან ფულის მასას და ეს პირდაპირ აწვება ლარის კურსს, რაც დამატებითი წნეხია. ამიტომ მნიშვნელოვანია უცხოური გამოცდილების გამოყენება, მათ შორის სავალუტო კურსის ფორმირებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს ვახტანგ ხომიზურაშვილი.


2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტით ემიტირებული მთავრობის ფასიანი ქაღალდების უმეტესობის მფლობელი კომერციული ბანკები (რეზიდენტი) არიან. მათ საკუთრებაში იანვრიდან-სექტემბრის ჩათვლით 25.270 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდია, სხვა კლიენტების მფლობელობაში (რეზიდენტი და არარეზიდენტი) კი 1.660 მლნ ლარის.

 


ნინო თამაზაშვილი




საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება
access_time2020-07-16 16:00:27
სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და კანონპროექტის ინიციატორებსა და კანონმდებლებს მოუწოდებენ, 17 ივლისს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში სათანადო გულისხმიერებით გაეცნონ ჯანდაცვის სექტორის მიერ კანონპროექტში დანახულ საფრთხეებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა, მასში კვლავ რჩება რიგი...

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე
access_time2020-07-16 19:00:08
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ USAID-ის ეკონომიკის ოფისის ენერგეტიკის სექტორის მრჩეველმა ნიკა ოყრეშიძემ და სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ საქართველოში...

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა
access_time2020-07-16 20:00:56
2020 წელი „გაზპრომისთვის“ ძალიან რთული აღმოჩნდა. გაზის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 53%-ით შემცირდა და წლის საბოლოო პროგნოზით მაჩვენებელი შესაძლოა 2000-ანი წლების მინიმუმამდე დაეცეს. 4 წლის მანძილზე მონოპოლია გაზის მოპოვებას და შესაბამისად ექსპორტს მუდმივად ზრდიდა. 2019 წელს მაჩვენებლები მცირედით გაუარესდა და ევროპაში ექსპორტი უმნიშვნელოდ - 201,7-დან 199 მლრდ. კუბურ მეტრამდე შემცირდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან ნამდვილი...

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...


მსგავსი სიახლეები

up