სახელმწიფო მხარდაჭერის არარსებობის გამო საქართველოში მარწყვის ფასი და წარმოება მცირდება

სახელმწიფო მხარდაჭერის არარსებობის გამო საქართველოში მარწყვის ფასი და წარმოება მცირდება

access_time2021-04-07 19:00:10

მარწყვი ქართულ ბაზარზე ყოველი წლის მარტის ბოლოს ძირითადად მეზობელი თურქეთიდან, ხოლო ქართული აპრილში შემოდის. სეზონი, როგორც წესი, ნოემბრის ბოლომდე გრძელდება, თუმცა, იმპორტის 70% მარტი-ივნისის პერიოდზე მოდის.

 

რადგანაც მოხმარებაში იმპორტი ჭარბობს, ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა მაღალია, შესაბამისად, ადგილობრივი წარმოებაც უნდა იზრდებოდეს, მაგრამ, რეალურად სრულიად საპირისპირო ხდება.

 

ამ დროისთვის ბაზარზე მარწყვის ფასი 15%-ით შემცირდა, რაც ძირითადად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ტურისტული სეზონის ჩავარდნასთან, თურქული ლირას კურსის დევალვაციასთან და შესაბამისად, იმპორტირებული პროდუქტის ფასის კლებასთანაა დაკავშირებული.

 

რა თქმა უნდა, იმპორტირებულ მარწყვზე ფასების ვარდნა ადგილობრივ წარმოებას ხელს აშკარად უშლის, თუმცა, ეს არასაკმარისი წარმოების ერთადერთი მიზეზი არაა.

 

ბოლო 10 წლის მანძილზე სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქართველმა ფერმერებმა სხვადასხვა კენკრის მოყვანა აქტიურად დაიწყეს, თუმცა, მარწყვს ეს არ შეეხო  - პირიქით, ბოლო 4 წლის მანძილზე ამ პროდუქტის მოსავალი 2,5-ჯერ - 2016 წელს 2600-დან 2019 წელს 1000 ტონამდე - შემცირდა.

 

ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო მარწყვი სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტებში არ შესულა. ფერმერების თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზები უცნობია, თანაც იმ ფონზე, რომ მარწყვი საქართველოში კულტივირებული სხვა კენკრებთან შედარებით, ბევრად უფრო მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე.

 


თუმცა, ფაქტია, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის არარსებობა წარმოების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.

 

ფერმერების განმარტებით, ამ კენკრის მოყვანა ასევე ბევრად უფრო შრომატევადია და მეტ ხარჯებს მოითხოვს, თანაც ერთი ნერგი მოსავალს მხოლოდ 1 წელში იძლევა მაშინ, როდესაც მაგალითად, ლურჯი მოცვის 15 წლის მანძილზე იძლევა.

 

ფერმერები ასევე პრობლემად მიიჩნევენ ნერგების დაბალ ხარისხის, რის გამოც მისი მოსავლიანობა დაბალია. ამავე დროს ისინი აღიარებენ, რომ უფრო იაფ და ნაკლებად ხარისხიან ადგილობრივ ნერგებს ყიდულობენ და არა იმპორტირებულს და მაღალხარისხიანს.

 

2016 წლიდან საქართველო ყოველწლიურად 718 ტონა იმპორტირებულ მარწყვს მოიხმარდა, 2019-ში კი, როდესაც ადგილობრივი წარმოება მინიმუმამდე დავარდა, იმპორტი 930 ტონამდე გაიზარდა, რაც მთლიანი მოხმარების 48%-ს შეადგენს.

 

2020 წელს კარანტინის, დახურული საზღვრების და მოხმარების შემცირების ფონზე, იმპორტმაც იკლო, თუმცა, ზოგადი ტენდენცია გრძელდება - საქართველო ამ პროდუქტის კუთხით იმპორტზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება, ხოლო ადგილობრივი წარმოება კვლავ მცირდება.

 

თუ მარწყვი სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“-ს პრიორიტეტებში არ შევა, სავარაუდოდ, მისი წარმოება შემცირებას მომავალ წელსაც განაგრძობს. ამას ხელს ასევე ამ პროდუქტზე ფასების ვარდნაც უწყობს. ღია საზღვარი თურქეთთან, სადაც მარწყვის წარმოება იდეალურადაა ორგანიზებული, ადგილობრივი ფერმერების ამოცანას მაქსიმალურად ართულებს.

 

თუმცა, შექმნილი სიტუაცია ასევე სხვა მიმართულებით ზრდის შესაძლებლობას იძლევა. თურქეთიდან ძირითად იაფი და საშუალო ხარისხის მარწყვი შემოდის მაშინ, როდესაც მაღალხარისხიან და შესაბამისად, უფრო ძვირ პროდუქტსაც თავისი მომხმარებელი ჰყავს.

 

გარდა ამისა, შესაძლოა ამ წელს ტურისტული ინდუსტრიის აღდგენაც დაიწყოს, ეს კი მოთხოვნას და ფასებს აუცილებლად გაზრდის.

 

 

წყარო: east-fruit.com






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up