სახელმწიფო მედიკამენტებს ორჯერ ძვირად ყიდულობდა - აუდიტი

სახელმწიფო მედიკამენტებს ორჯერ ძვირად ყიდულობდა - აუდიტი

access_time2021-02-02 17:17:26

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ანგარიში წარადგინა. ერთ-ერთი საკითხი რაზეც აუდიტმა გაამახვილა ყურადღება მედიკამენტების შესყიდვას უკავშირდება. ერთ-ერთი შესყიდვის პირობებში სახელმწიფოს 100 ათასი ლარის დაზოგვა შეეძლო, თუმცა მედიკამენტები ისეთი მიმწოდებლისგან შეიძინა რომ შესასყიდი თანხა გაორმაგდა.

 

კერძოდ, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ძირითადად მონაწილეობდა და იმარჯვებდა 3 ადგილობრივი კომპანია.

 

 საქონლის მიწოდების შემჭიდროებული ვადები, რაც განსაზღვრული იყო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, ზღუდავდა სხვა კომპანიების, მათ შორის, უცხოური კომპანიების მონაწილეობას სატენდერო პროცედურებში, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მედიკამენტების შესყიდვაზე გამოცხადებული 128 ტენდერიდან მხოლოდ 6 შემთხვევაში მიიღო მონაწილეობა უცხოურმა კომპანიამ − Sanofi-Aventis Private Co. Ltd. აღნიშნული კომპანია სააგენტოს მიერ შესყიდული მედიკამენტის უშუალო მწარმოებელია, მისგან შესყიდული საქონლის ერთეულის ღირებულება კი მნიშნვნელოვნად განსხვავდება ადგილობრივი კომპანიის შეთავაზებისგან. კერძოდ, 2017 წელს22 მედიკამენტი Losartan Potassium 100 მგ − 0,11 ლარად შესყიდულია Sanofi-Aventis Private Co. Ltd-სგან. მოცემულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო და გამარჯვებულად გამოცხადდა იმ ტენდერში, რომლის პროცედურული ვადები იძლეოდა დაახლოებით 20 დღეში მედიკამენტის მიწოდების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს იმავე მედიკამენტის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში, სადაც მიწოდების ვადად განსაზღვრული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღე, მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა სს „გეფამ“, რომლის მიერ შეთავაზებული საქონლის ერთეულის ღირებულება შეადგენდა 0,22 ლარს, რაც 2-ჯერ აღემატებოდა Sanofi-Aventis Private Co. Ltd- სგან შესყიდული საქონლის ერთეულის ღირებულებას.

 


მოცემულ შემთხვევაში ტენდერის გამოცხადების მომენტისთვის სააგენტოს გააჩნდა ხსენებული მედიკამენტის, დაახლოებით, 3 თვის საკმარი მარაგი. შესაბამისად, მედიკამენტის ხარჯვის გათვალისწინებით არ არსებობდა შემჭიდროებულ ვადებში მისი მიწოდების აუცილებლობა.

 

„აღნიშნულის გათვალისწინებით იმ ტენდერების მიხედვით, სადაც შესყიდვის საგანი იყო ის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელების მედიკამენტი, რომლის განსხვავებული სავაჭრო დასახელების მედიკამენტის ერთ-ერთი მწარმოებელი იყო ასევე მოცემული უცხოური კომპანია და სატენდერო პირობებით გათვალისწინებული იყო შეზღუდული ვადები, შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში, კონკურენციის პირობებში სააგენტოს გააჩნდა, სავარაუდოდ, 106,800 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა“, - განმარტავს აუდიტის სამსახური.

 0

Gbc.ge


თეგები:
აუდიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up