„სახელმწიფო კარისკაცად დაუდგა ჰესების მშენებელ კომპანიას,  იმის მაგივრად, რომ მოსახლეობას მოუსმინოს“

„სახელმწიფო კარისკაცად დაუდგა ჰესების მშენებელ კომპანიას, იმის მაგივრად, რომ მოსახლეობას მოუსმინოს“

access_time2018-04-18 10:30:14

დიდი ხანია სვანეთისა და რაჭაში  უშედეგოდ აპროტესტებენ    ჰიდროელექტროსადგირების მშენებლობას.  საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქშიც. თუმცა როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან, მათი ხმა არავის ესმის. სწორედ ჰესების მშენებლობის შედეგად მოსალოდნელ საფრთხეებზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ რადიო „კომერსანტში“  რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის  მოსახლეობის წარმომადგენლები.

 

„არსად მსოფლიოში ღვარცოფულ მდინარეებზე დერივაციული ტიპის გვირაბის მატარებელი ჰესები არ შენდება“, - ეს განცხადება სასვანეთო კრების „ლალხორის“  წევრმა დავით გულბანმა რადიო „კომერსანტის“ და „ინოვაციების და განვითარების ფონდის“ ერთობლივ გადაცემაში „მწვანე გადაცემა თამთა შამათავასთან ერთად” გააკეთა.

 

დავით გულბანი ამბობს, რომ ჰიდრორესურების განვითარება საქართველოში ძირითადად ხდება   სასაზღვრო რეგიონებში,  სადაც მოსახელობა ბუნებრივად მესაზღვრის ფუნქციას ასრულებს, რაც ძალიან ცუდია. სასვანეთო კრების „ლალხორის“ წევრისთვის გაუგებარია რატომ არის სახელმწიფო დაინტერესებული სვანეთში ჰიდროელექტროსადგირების მშენებლობით. მისი  ვარაუდით, ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას.

 

„ ჰესების მშენებარე კომპანიების მიმართ ნდობა მოსახლეობაში ცალსახად არ არსებობს, რადგან დოკუმენტაცია რომელსაც გვაჩვენებენ, კრიტიკას ვერ უძლებს. გამოდის, რომ მათ სიტყვებზე უნდა ვენდოთ. დოკუმენტურად ყველაფერი ტყუილია, არაფერზე არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს და შესაბამისად, ითხოვენ უპირობო ნდობას. პრაქტიკულად ყველა ჰესი, რომელიც სვანეთში აშენდა არ მუშაობს,  ვერ ახდენს თავისი თავის გენერირებას. საპირწონედ კი ვიღებთ დანგრეულ ეკოსისტემას და კორუფციულ გარიგებებს. მოსახლეობა იძულებულია ფიზიკურად დაიწყოს შეჩერება, რადგან სახელმწიფო კარისკაცად დაუდგა ჰესების მშენებელ კომპანიას,  იმის მაგივრად, რომ მოსახლეობას მოუსმინოს და მისი ტკივილი გაიზიაროს,  პირდაპირ ლობირებენ ამ კომპანიებს. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ამ პროექტებით იცვლება ლანდშაფტი, მიკროკლიმატი და ხდება მეწყერული პროცესების გააქტიურება, რადგან კავკასიონი ახალგაზრდა მთათა წარმონაქმნია“, - განაცხადა დავით გულბანმა.

 

მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ  სოფელ ტვიშშიც. ლეჩხუმის წარმომადგენელი მარიკა ბერმამუკელი ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, გარემოსა და ბიომრავალფეროვნებას.

 

„სოფელს ოთხი მხარიდან აკრავს კლდეები . 80-იანი წლების დასაწყისში ჩამოწვა მთის დიდი ნაწილი, ჩამოიტანა ტყის მასივი და თითქმის გადაკეტა ნახევარი რაიონი, რამდენი წელი გავიდა და ამ მთაზე ერთი მცენარეც არ არის ამოსული. მიმდინარე პროცესები კი მეწყერებს  კიდევ უფრო გააძლიერებს, რადგან აქვე ახლოს არის მეწყერული ადგილი, რომელიც მოქმედია. ჩვენი სოფელი არ არის დაცლილი, არადა  ბოლო პერიოდში მოსახლეობამ ვაზის მოშენება კიდევ უფრო განავითარა. ხალხი ქალაქიდან დაბრუნდა ეკონომიკური გაუმჯობესების იმედით, მაგრამ ამ მოვლენებმა შეიძლება ვაზის გადაშენება გამოიწვიოს ან ყურძენს ის გემოვნება აღარ ჰქონდეს, რომლიც ახლა აქვს“, - განცხადა მარიკა ბერმამუკელმა


 

როგორც გადაცემაში ითქვა, ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ შემთხვევევით გაიგეს ზემო რაჭის სოფელ ნიგავზებშიც. რაჭის წარმომადგენელი ელისო დვალიშვილი ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორია სეისმურად აქტიური ზონაა, ჰესის მშენებლობამ კი შესაძლოა ეკოლოგიური სისტემის დარღვევა გამოიწვიოს.

 

ელისო დვალიშვილის თქმით: „პროექტის მიხედვით,  სოფლ ნიგავზები თავზე უნდა მოექცეს რიონი მილებში. გარემოზე ზემოქმედება იქნება ძალიან ცუდი, ეს არ არის სიკეთის მომტანი  მოსახლეობისთვის. ეკოსისტემა დაირღვევა, წყლები დაშრება და რა შედეგებიც მიიღო ენგურის ხეობამ, იგივე შედეგები გვქნება ჩვენც. უნიკალური მჟავე წყლებია ჩვენთან რისი დაშორების საფრთხეებიც არსებობს. ჰესის მშენებლობის  შესახებ შემთხვევით გავიგეთ. შეხვედრაზე მოულოდნელად აღმოვჩნდით  და შეკითხვები  რომ დავსვით, კომპანიის წარმომადგენლებმა სრულყოფილი პასუხები არ გაგვცეს. იცინი გვამშვიდებენ, რომ ეს ცუდი არაფერი მოხდება, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ  ეკოლოგიური სისტემა დაირღვევა.უნიკალური ბუნებაა ამ ბუნების განადგურების ხარჯზე ღირს ჰესის აშენება? არ ფიქრობენ იმაზე რა შედეგებს მიიღებს მოსახლეობა“.

 

ჰესის მშენებლობით საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს მანანა მეტრეველის სახლიც. სოფელ უწერის მკვიდრი ამბობს, რომ მილი გამოფიტულ მთებში გაჰყავთ და პროვოცირებას უკეთებ ნაშალის წარმოიქმნას. გეოლოგი ამბობს, რომ  შეცდომას არ დაუშვებენ და ალტენატიულ გზას იპოვიან.

 

გამოფიტულ მთათა სისტემაში უნდა გაიყვანონ გვირაბი და მდინარე რიონი მოაქციონ ამ გვირაბში. რიონი არის გამწმენდი არტერია, ღვარცოფული მდინარეა, რომლებიც დიდი სისწრაფით მოვარდება ხოლმე. ჩამოტანილი ღვარცოფი ნელ-ნელა აავსებს ამ ღელეს და პირველი დარტყმის ქვეშ არის ჩემი სახლი. ჩვენთან მინერალური წყლები დიდი რაოდენობით მოედინება და იღვრება ისე, რომ არავინ აქცევს ყურადღებას, რაც ჩემი აზრით, დიდი დანაშაულია. საშიშროების ქვეშაა ეს მინერალური წყლებიც. ორიენტაცია ვერ აიღეს კურორტი უნდათ თუ ჰესი . თხუთმეტმა ოჯახმა ტურისტული თვალსაზრისით მოაწყო საოჯახო სასტუმრო . როდესაც ასე ყვავის ყველაფერი, რატომ უნდა გაანადგურონ.  იმედიახელისუფლება  არ გაწირავს  რაჭას და უწერას“, - ამბობს  მანანა მეტრეველი.

 

კომერსანტი

 

 

 

 

 

 



დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up