„სახელმწიფო ითვლება ჩამოყალიბებულად და განვითარებულად, თუ არსებობს პროგრესული გადასახადები“

„სახელმწიფო ითვლება ჩამოყალიბებულად და განვითარებულად, თუ არსებობს პროგრესული გადასახადები“

access_time2018-11-24 16:00:52

“უმუშევრობის დონის მაჩვენებლის განმსამზღვრელი მეთოდიკა შესაცვლელია”

საქართველოში სოციალური ფონის სიმძიმე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეკონომიკურ განვითარებას და სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას რეალურად არანაირი გავლენა არ აქვს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მიუხედავად გაუმჯობესებული სტატისტიკური მონაცემებისა, მოსახლეობის სოციალური ფონი კვლავ უმძიმესად რჩება. სიღარიბის მაჩვენებელზე, ინფლაციის დონეზე, უმუშევრობასა და ამ მონაცემების დათვლის მეთოდოლოგიაზე “ბანკები და ფინანსები” ეკონომისტ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.


– სიღარიბის მაჩვენებელი მართალია 2017 წელს 2016 წელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა 2015 წელთან შედარებით გაზრდილია. თქვენი აზრით, რა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოში სიღარიბის გაზრდა?


– სიღარიბის ზრდაზე ცუდად მოქმედებს შემოსავლების ცვლილება და იმ სასაქონლო კალათის ღირებულება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს საარსებო მინიმუმს. ასევე, მსოფლიო ბაზრის კონიუქტურაც. ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებული და თუ კი ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა დოლართან, რომელიც ეხება იმპორტირებული საქონლის მოხმარებას, ფასები სწრაფად იზრდება და, შესაბამისად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა იკლებს.


– სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონის განსაზღვრის მეთოდოლოგია შესაძლოა, შეიცვალოს. აღსანიშნავია, რომ “საქსტატი” უმუშევრობის მაჩვენებელს შორის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით ითვლის, თუმცა თქვენ რამდენად ეთანხმებით უმუშევრობის დათვლის დღეს არსებულ მეთოდოლოგიას, საჭიროებს თუ არა ის შეცვლას და თუ საჭიროებს რა მიმართულებით, რა შედეგს მივიღებთ მისი დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლით?


– მეთოდიკა დიდი ხანია შესაცვლელია. ჩვენ ვართ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო და უნდა გავითვალისწინოთ ის მოთხოვნები რასაც ეს ორგანიზაცია უყენებს ამა თუ იმ ინდიკატორის გათვლას. ამიტომ, იმპროვიზაციით შემოქმედების უფლება ნაკლებად გვაქვს.



ჩვენთან დღეს მოქმედი მეთოდიკის მიხედვით, სოფლად უმუშევრობის დონე 4-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ქალაქში. თუ შევადარებთ მოსახლეობის შემოსავლებს ერთ შინამეურნეობაზე გათვლის. აღმოჩნდება, რომ ქალაქელ მაცხოვრებლებს 1.5-ჯერ მეტი შემოსავალი აქვთ ვიდრე სოფლად მცხოვრებელს. უმუშევრობის ის დონე სოფლად არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, სოფლიდან კი არ უნდა მიდიოდნენ ხალხი, არამედ ქალაქიდან სოფელში ახალი სამუშაო ადგილების მოსაძიებლად. დიდი ხანია მომწონს ეს ცვლილება და კარგია, რომ “საქსტატი” სწორ ნაბიჯებს დგამს.


– ოპოზიცია აპელირებს პენსიის 400 ლარამდე გაზრდის თემით, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დღევანდელ დღეს პენსიის 400 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა, ან თქვენი აზრით, რამდენით შეიძლება გაიზარდოს პენსია, ზოგადად რაზე უნდა იყოს მისი გაზრდა დამოკიდებული, ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციაზე თუ როგორ, იმ შემთხვევში თუ 400 ლარამდე გაზარდეს პენსია რა მოხდება ქვეყანაში მაშინ?


– არავინ არის წინააღმდეგი პენსიის გაზრდის, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია რესურსულ შესაძლებლობაზე. საქართველოს საპენსიო უზრუნველყოფის პრობლემა ჩვენს მეზობლებთან შედარებით, უფრო დაბალია საშუალო ხელფასის გადაფარვის მაჩვენებელი და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. არსებული რესურსების ხარჯზე შეიძლება უახლოეს წლებში შევძლოთ 2-ჯერ მაინც გადაუსწროს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, მაშინ ჩვენ 2025-2030 წლებისთვის გვექნება შესაძლებლობა, რომ პენსია ავიდეს 400 ლარიან ნიშნულზე.


– ლარის კურსის დევალვაცია პროდუქციაზე ფასებს ზრდის, თუმცა ინფლაცია მაინც მიზნობრივ მაჩვენებლის ფარგლებშია. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებულ ინფლაციის დონეს დღეს არსებული ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგია?


– ვფიქრობ გარკვეული კონსულტაციები სამსახურს უნდა ჰქონდეს გავლილი, როგორც ეროვნულ ბანკთან, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, თუმცა მეტი აბსტრაქტურობა რომ არსებობდეს უკეთესი იქნებოდა. მეორე ფაქტორი ის არის, რომ ჩვენ ვვაჭრობთ არამარტო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ ბევრ ისეთ ქვეყანასთან, რომელთა ქვეყნის ვალუტები განიცდიან დევალვაციას ამერიკულ დოლართან, პირობითად თუ აზერბაიჯანული მანათი ეცემა დოლართან მიმართებაში, ჩვენ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საქონელი წესით არ უნდა გაგვიძვირდეს დოლარის კურსის დაცემის გამო. ჩვენი წილი დაახლოებით 4-5% არის ამერიკასთან ურთიერთობის, ხოლო აზერბაიჯანთან 10% მეტი არის. ჩვენი ძირითადი პარტნიორი რუსეთი იქნება, თურქეთი თუ აზერბაიჯანი ამ ქვეყნების ვალუტები ასევე განიცდიან დევალვაციას. ამიტომ ეს გავლენას ახდენს – ფასების საერთო დონეზე ქვეყანაში.


– საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია ყველასთვის. გაჟღერდა ინიციატივა მაღალშემოსავლიანი პირებისთვის მაღალი საშემოსავლო გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას, საჭიროა თუ არა დღეს საქართველოში ხელფასების პროგრესული დაბეგვრა და თუ კი, ეს რას მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას, ასევე სახელმწიფოს?


– სახელმწიფო ითვლება ჩამოყალიბებულად და განვითარებულად, თუ არსებობს პროგრესული გადასახადები, თუ არსებობს უმუშევრობის შემწეობა და შრომითი ურთიერთობები როგორც იტყვიან საბაზრო ურთიერთობების ფორმატშია მოქცეული. რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს პროგრესული გადასახადი, მაგრამ აქ არსებობს მეორე საკითხი, რამდენად არის მზად ჩვენი საგადასახადო სისტემა აღნიშნული პროცესისთვის. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისევ ამ მიმართულებით, რომ კანონი ყველასათვის უნდა იყოს კანონი და არ უნდა იყოს ეგრეთ წოდებული გასაძრომები არაკეთილსინდისიერი სუბიექტებისთვის.


„ბანკები და ფინანსები“





თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up