”სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარებაში სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული არ შედის”- EMC

”სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარებაში სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული არ შედის”- EMC

access_time2020-12-01 17:03:02

"დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, კვლავაც არ არსებობს ამ სამსახურის ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტიები. სამსახურის შექმნა უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყანაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა საჭიროა შემდგომი ნაბიჯები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შემდგომი გაძლიერებისთვის", - ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში მოითხოვდნენ ფუნქციურად და ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების ჩამოყალიბებას.

”ამის საპასუხოდ, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიენიჭა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება. კერძოდ, სამსახური იძიებს სამართლდამცავთა მიერ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, წამების, არასათანადო მოპყრობისა და სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს. სამსახურის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ნაბიჯები გადაიდგა მის მიერ სწრაფი და კვალიფიციური გამოძიების წარმოებისთვის (კვალიფიკაციური კადრების მოზიდვა, დანაშაულებზე დროული რეაგირების მექანიზმის დანერგვა, ინფრასტრუქტურული გამოწვევების მეტ-ნაკლებად მოგვარება და ა.შ.). ამის მიუხედავად, რეალური ფუნქციური დამოუკიდებლობისთვის, აუცილებელია სამსახურს შეეძლოს დამოუკიდებლად (ზედამხედველი პროკურორის ჩარევის გარეშე) მიიღოს გადაწყვეტილებები ისეთი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე, როგორიცაა ჩხრეკა, ამოღება, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვა, გამოძიების პროცესში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, პროკურორს უფლებამოსილებას ანიჭებს, გამოძიების პროცესში გასცეს სავალდებულო მითითებები. გარდა ამისა, გენერალური პროკურორს შეუძლია საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაული სხვა საგამოძიებო უწყებას გადასცეს გამოსაძიებლად. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის ვიწრო მანდატი, რომელიც, ერთი მხრივ, სრულად გამორიცხავს გამოძიების წარმოების უფლებამოსილებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულზე. ამავდროულად, სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარებაში არ შედის სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული. შესაბამისად, აუცილებელია სამსახურის უპირატესი საგამოძიებო იურისდიქცია გავრცელდეს ყველა იმ დანაშაულზე, სადაც არსებობს პოლიციის თუ პროკურატურის თანამშრომლის შესაძლო ჩართულობა.


ასევე დასახვეწია სახელმწიფო ინსპექტორის შერჩევა-დანიშვნის პროცედურები, რათა ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს დაზღვეული პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და კანდიდატის შერჩევა პოლიტიკური ლოიალურობის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები საჭიროდ მიიჩნევენ: დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მანდატის გაზრდას, რათა მის კომპეტენციაში მოექცეს სამართამდამცავთა მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული; საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციათა გამიჯვნას, რათა სამსახურის მიენიჭოს უფლებამოსილება, დამოუკიდებლად წარმართოს გამოძიება და ჩაატაროს მნიშვნელოვანი საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებები; სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე შერჩევა/დანიშვნის პროცედურის დახვეწას, რათა გამორიცხული იყოს შერჩევის პროცესზე პოლიტიკური გავლენები; სახელმწიფოს მხრიდან ასევე აუცილებელია, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი გაძლიერდეს მატერიალური და ადამიანური რესურსების სათანადო უზრუნველყოფით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up