სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პირადობის დამადასტურებელი ორი მოწმობის მფლობელი მოქალაქის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პირადობის დამადასტურებელი ორი მოწმობის მფლობელი მოქალაქის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზე განცხადებას ავრცელებს

access_time2021-10-30 17:20:20

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, ასევე, მედიასაშუალებებს, პატივი სცენ ადამიანების პირად ცხოვრებას და დაიცვან სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და მეორე მხრივ, საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე საზოგადოების ინფორმირების ლეგიტიმურ ინტერესს შორის.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები „დაამუშაონ სამართლიანად და კანონიერად, მოქალაქეთა ღირსების შეულახავად, მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად“. უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2021 წლის 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა გაავრცელა ინფორმაცია ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პირადობის დამადასტურებელი ორი მოწმობის ფლობისა და მის მიერ შესაძლო ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ხმის მიცემის ფაქტზე, რაც მისივე განცხადებით, წარმოადგენდა კანონმდებლობის დარღვევისა და სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებას. განცხადების ფარგლებში გასაჯაროვდა აღნიშნული მოქალაქის პერსონალური მონაცემებიც.

გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განმარტა მოქალაქის მიერ პირადობის დამადასტურებელი ორი დოკუმენტის ფლობისა და აღნიშნული ამომრჩევლის საარჩევნო სიაში ძველი გვარით დაფიქსირების მიზეზები - ქორწინების შედეგად გვარის შეცვლა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების მხრიდან ყოველთვის არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობა წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების, მათ შორის, გასაჯაროების ერთ-ერთ საფუძველს.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე საზოგადოების ინფორმირება და საჯარო უწყების მიერ ასეთი სავარაუდო დარღვევების საპასუხოდ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, როდესაც ეს ხდება საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კანონიერი მიზნით, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად, კანონიერია, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, ასევე, მედიასაშუალებებს, პატივი სცენ ადამიანების პირად ცხოვრებას და დაიცვან სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და მეორე მხრივ, საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე საზოგადოების ინფორმირების ლეგიტიმურ ინტერესს შორის. ამასთან, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონიერად, მოქალაქეთა ღირსების შეულახავად, მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up