ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო  გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რომელიც  დამხმარე  სამედიცინო  მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

ლევან კობერიძე არ გამორიცხავს სახელმწიფო გეგმავდეს სსიპ-ს შექმნას, რომელიც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებს

access_time2019-11-21 18:00:58

„კლინიკების მოგების მაჩვენებლის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან შავი პიარის ნაწილია„-ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე იმ განცხადებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს კლინიკების მოგება მილიონობით ლარს შეადგენს.


ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ  გარკვეულ ჯგუფებს, გააჩნდეს ინტერესი დიდი თანხის შესყიდვებთან  დაკავშირებით და სახელმწიფოს მიერ გატარებული რეგულაციების შედეგად ცდილობდეს ამ მექანიზმის ხელში  ჩაგდებას. შედეგად, სახელმწიფოს ან სახელწიფოსთან დაკავშირებული ჯგუფები გეგმავდეს  სსიპ-ს შექმნას, რა დროსაც დამხმარე სამედიცინო მასალების კონსოლიდირებულად შესყიდვას დაიწყებენ.  განსხვავებით დღევანდელობისგან, როდესაც მასალებს თავად კლინიკები ყიდულობენ. 


„ხელისუფლება ცდილობს კლინიკები მოსახლეობას უარყოფითი კუთხით დაანახოს, თითქოსდა მათი ჯანმრთელობის ხარჯზე სამედიცინო სფერო მდიდრდება. არადა გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ მათი შავი პიარით, ცდილობენ ის ხარვეზები დაფარონ, რაც სხვა მიმართულებით აქვთ. არ ვიცი ეს მილიონები საიდან მოიტანეს, რასაც აქვეყნებენ, რეალობა არ მგონია და თუ რეალობაა და ვინმე არაკანონიერად შოულობს ამ მიმართულებით თანხებს, თავის დროზე რატომ არ გააკონტროლეს? შესაბამისი უწყებები ხომ ჰყავს სახელმწიფოს და მათი პრეროგატივაა დროულად იმოქმედონ.“-განმარტავს კობერიძე. 


როგორც  დეპუტატი აცხადებს, მიდგომა, რომელსაც სახელმწიფო კლინიკების მიმართ ავლენს გამოიწვევს იმას, რომ დაიხურება წარმატებული კლინიკები, ბაზარზე კი დარჩებიან ის სამედიცინო დაწესებულებები,რომლებიც სარდაფებშია  გახსნილი და რომელსაც ხელისუფლება მფარველობს.


„ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს მთავარი ხარისხის სტანდარტი, ჯერ ამით უნდა დაიწყონ, რომ დაიხუროს ჯიბის კლინიკები, მაგრამ ამით დიდ სარგებელს თავად პოულობენ და ალბათ არ აწყობთ. აუცილებელია ქვეყანაში შემუშავდეს პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს კლინიკა და სწორედ ამის შემდეგ უნდა გაათანაბრონ ტარიფები. ეს მეორე ნაბიჯი უნდა იყოს.“ აცხადებს ლევან კობერიძე.


დეპუტატი არც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას ეთანხმება, სადაც ნათქვამია, რომ კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება სამედიცინო მომსახურების ხარისხს საფრთხეს არ უქმნის. ლევან კობერიძის თქმით, ეს მისი მოსაზრებაა და სხვა არაფერი.


„კომერსანტთან“ საუბრისას ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკებს შორის, კომუნიკაციის არქონაზე ამახვილებს ყურადღებას.


„მსგავსი ტიპის რეფორმად წოდებული გეგმის წარმოდგენა უნდა ხდებოდეს არა პირდაპირ ძალაში შესვლით, არამედ იმ კლინიკებთან კომუნიკაციით ვინც უნდა განახორციელოს ცვლილება. ტარიფების შემოტანის წინ, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა კლინიკებსა და მთავრობას შორის, რაც პრობლემაა. ამას კლინიკებიც ადასტურებენ და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ღია წერილით მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს და პრემიერს. ტარიფები არ ყოფილა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გავლილი, რადგან ტექნიკური თვალსაზრისითაც კი აცდენილია რეალობას მათ მიერ დაწესებული ფასები. ხოლო ამ არარეალური ტარიფების გამო, შეუძლებელი გახდება  კლინიკებმა  შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ხარისხიანად გაწიონ,“- განმარტავს ლევან კობერიძე.



დეპუტატი იმასაც უსვამს ხაზს, რომ გატარებული პოლიტიკის გამო, კლინიკებს მოუწევთ პერსონალისთვის ხელფასების შემცირება ან შედარებით ნაკლებ ხარისხიანი დამხმარე მასალებზე გადასვლა. რაც მისივე თქმით, აუცილებლად გააჩენს „შავ ჯიბეს“, რაც მოიაზრებს პაციენტებისგან  ექიმებისთვის თანხის ხელზე გადახდას. ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს.


„შეხვედრაზე კონკრეტული მაგალითებიც მოვიყვანეთ, მაგალითად დეფიბრილატორის ჩაყენება, როდესაც არითმიის პრობლემა აქვს პაციენტს, დეფიბრილატორის შემოტანის ფასიც კი გაცილებით ძვირია ,ვიდრე ტარიფშია ასახული თავის ოპერაციითა და სხვა მომსახურეობასთან ერთად. კითხვა დავსვი- პაციენტი, რომ შემოვიდეს კლინიკაში პასუხისმგებელი ვინ არის იმაზე, რომ შესაბამის მომსახურებას ვერ მიიღებს ადამიანი აღნიშნულ კლინიკაში, მიპასუხეს, რომ ხვალ ან ზეგ დავილაპარაკოთ ამ საკითხზე. ანუ გამოდის რომ მოცდა შესაძლებელია. სწორედ ამის გამო მოითხოვეს კლინიკის წარმომადგენლებმა ორ თვიანი შეღავათი, რათა ფასებს გადახედონ“,- აცხადებს ლევან კობერიძე.


დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, სამედიცინო სექტორი ერთადერთია, რომელიც ქვეყანაში ნორმალურად ვითარდება, რაც მისი თქმით ჰოსპიტალური სექტორის დამსახურებაა.


„არ მინდა მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად დავუმძიმო ვითარება, მაგრამ ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს რაც ინდოეთშია, ქვყანას სადაც მეორად ხელსაწყოებს იყენებენ, თუნდაც დეფიბლირატორს, რომ ამოუღებენ პაციენტს, რომელიც დაიღუპა მეორე პაციენტს უდგამენ. ეს პრაქტიკა ჩვენთან იყო 90-იან წლებში და იქ ვბრუნდებით ახლა“,- ამბობს ლევან კობერიძე.


შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა, რომელიც კლინიკებს სახელმწიფომ დაუდგინა დღეს ამოქმედდა. რეგულაცია კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას შეეხო. ახალი წესები იმ კლინიკებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არიან ჩართული. საპასუხოდ კი 11 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვდნენ. სამედიცინო სფეროს სპეციალისტების თქმით, ეს დრო საჭიროა, იმისთვის, რომ მოხდეს საკითხის ფართო განხილვა და ისეთი ტარიფების მიღება, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს.


ნათია ლომიძე





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up