სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო და შენობა დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გაიმართა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.