სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს

სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს

access_time2019-06-12 14:15:09


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ 11 ივნისს აღინიშნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლის იუბილე და ამ დღეს აშშ-მა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულება და მეგობრობის მთავარი პრინციპები.


„2009 წლიდან დღემდე აშშ და საქართველო ერთად მუშაობენ, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთად გაიღეს მსხვერპლი ერაყსა და ავღანეთში. აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში, რაც სარგებელს ორივე მხარეს მოუტანს. აშშ განაგრძობს საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას და მიესალმება მათ”, – აღნიშნულია დოკუმენტში.


სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში რუსულ აგრესიასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მხრივ ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზეა საუბარი. დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.


„აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერი საქართველო უკეთ აღუდგება წინ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და დაიცავს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. მზად ვართ, გავაუმჯობესოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, რომ საქართველოს ჰყავდეს ნატო-სთან თავსებადი შეიარაღებული ძალები, რომელიც შეძლებს ტერიტორიების დაცვას, აგრესიის შეკავებას და გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერას. საქართველოს აქვს თავისუფლება, თავად აირჩიოს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორები.


აშშ მხარს უჭერს 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტს გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ ერთხელ გამეორდა 2018 წელს ბრიუსელის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველოს ურთიერობა ნატო-სთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ საშუალებას, რათა საქართველო მოემზადოს ალიანსის სრულუფლებიანი წევრობისთვის. აშშ და საქართველო ერთგული რჩებიან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და 2008 წლის 12 აგვიტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციას უჭერენ მხარს, მათ შორის, რუსეთის ძალების გაყვანას 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე”, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში.


აქვე აღნიშნულია, რომ აშშ მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარესთან სამუშაოდ დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიაპლურალიზმისა და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფის ხელშესაწყობად.


„აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ძლიერი და პლურალისტული დემოკრატია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მედია, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ფუნდამენტური თავისუფლებები, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება არის აუცილებელი, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს განვითარებას და წინააღმდეგობა გავუწიოთ მავნე ზემოქმედებას. მზად ვართ ყველა დაინტერესებულ მხარესთან სამუშაოდ, რათა შეიქმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი თამაშის წესები და ხელშეწყობილი იყოს დემოკრატიული არჩევნები, განმტკიცდეს მედია პლურალიზმი, კიდევ უფრო გაძლიერდეს კონტროლისა და ბალანსის სისტემა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სექტორსა და სამართალდამცავ ორგანოებში და გავუზიაროთ საქართველოს საპარლამენტო ზედამხედველობის საუკეთესო პრაქტიკა”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.


აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხებზე.


„აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ კეთილდღეობა დამოკიდებულია სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე, ღია საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც მიჰყვება განვითარების მოწინავე პრაქტიკას და პროდუქტების, ენერგიის, სერვისების თავისუფალ მიმოქცევას.


ვგეგმავთ ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების გაზრდას, საერთაშორისოდ აღიარებული ბიზნეს პრაქტიკის განვითარებას და მხარს დავუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გააფართოვოს რეგიონული კავშირები, გაზარდოს ენერგოუსაფრთხოება და გახდეს სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბი, ასევე, აღებულ ვალდებულებებზე დაყრდნობით, წინ წასწიოს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის მეთაურობით დაწყებული უმაღლესი დონის ვაჭრობისა და ინვესტიციების დიალოგი, სხვადასხვა ვარიანტების განხილვის გზით. ორივე მხარე შეთანხმდა, გადადგას პრაქტიკული ნაბიჯები, რათა გააღრმავოს და გააფართოვოს ეკონომიკური პარტნიორობა.


აშშ და საქართველო აღიარებენ, რომ ხალხთა შორის კონტაქტები ამყარებს ჩვენს ურთიერთგაგებას და აძლიერებს ჩვენს კულტურებს. ვაპირებთ, განვამტკიცოთ საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო კუთხით კავშირები, რათა ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ მავნე პროპაგანდისა და დეზინფორმაციისგან და ერთად ვიმოქმედოთ იმ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისთვის, რომლებიც მიმართულია რუსული ოკუპაციის მიერ დაყოფილ თემებს შორის კავშირების განმტკიცებისკენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.


აშშ და საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებენ ორმხრივი პარტნიორობისადმი ერთგულებას, რაც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე და რომელსაც მოაქვს სარგებელი ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის“, – ნათქვამია დეკლარაციაში.


1ტვ





ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up