სახელმწიფო დაფინანსებას 20 პარტია მიიღებს, რაც ჯამში 9 მილიონზე მეტს შეადგენს

სახელმწიფო დაფინანსებას 20 პარტია მიიღებს, რაც ჯამში 9 მილიონზე მეტს შეადგენს

access_time2016-11-23 10:00:57

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ, 11-დან 20-მდე გაიზარდა.


უფრო კონკრეტულად, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, სახელმწიფოსგან დაფინანსდებიან შემდეგი პარტიები: „საქართველოს კონსერვატიული პარტია" - წლიური დაფინანსება - 236,572 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - წლიური დაფინანსება 536,572 ლარი, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია" - წლიური დაფინანსება - 236,572 ლარი, „ეროვნული ფორუმი" - წლიური დაფინანსება - 236,572 ლარი, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" - 598,698 ლარი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 2,082,238 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები" - 512,196 ლარი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 472,812 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 1,122,526 ლარი, „ევროპული საქართველო" - 895,726 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - 241,625 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - 997,037 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 744,008 ლარი, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - 87,024 ლარი, „თავისუფალი საქართველო" - 87,024 ლარი, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა", - 87,024 ლარი, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" - 87,024 ლარი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - 87,024 ლარი, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" - 195,511 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" - 195,511 ლარი.


ჯამში აღნიშნული 20 პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9,739,296 ლარს მიიღებს. პარტიების დაფინანსების შესახებ განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამოსცა.


"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით, აქამდე დაფინანსებას 11 პარტია იღებდა და კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და დაფინანსებას 11-ვე ინარჩუნებს. ეს პარტიებია: - "ქართული ოცნება", "კონსერვატიული პარტია", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსი" და "ლეიბორისტული პარტია".


აღნიშნული პარტიებიდან ის სუბიექტები, რომელთაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 3%-ზე ნაკლები მიიღეს, დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებენ. აქ ერთგვარი გამონაკლისი შეიქმნა "მრეწველთა პარტიის" სახით, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული დაფინანსების გარდა, ბიუჯეტიდან დაფინანსებას საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" შექმნის გამოც მიიღებს.



ამასთან, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ პარტიებს ემატება - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან" ბლოკში შემავალი პარტიები: "ტრადიციონალისტები", "თავისუფალი საქართველო", "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა", "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" და "ახალი ქრისტიან-დემოკრატები". კვალიფიციური სუბიექტი ხდება ბლოკ "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობაში" შემავალი პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ბლოკში მყოფი "ევროპული საქართველო". 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ხდება პაატა ბურჭულაძის "სახელწიფო ხალხისთვის" და გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო".

 

 

"ინტერპრესნიუსი"




„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up