სახელმწიფო ცუდი მენეჯერია - ონკოლოგიური კლინიკა უვადოდ დაიხურა

სახელმწიფო ცუდი მენეჯერია - ონკოლოგიური კლინიკა უვადოდ დაიხურა

access_time2020-07-20 10:00:53

ონკოლოგიური კლინიკა, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ დაიხურა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო, ოფიციალური მიზეზი საავადმყოფოს რეაბილიტაციაა. კლინიკაში დასაქმებული 200- ზე მეტი ადამიანი, რომელთაც 11 თვეა ხელფასი არ მიუღიათ სამსახურიდან დაითხოვეს, მათთან ახლა მემორანდუმები ფორმდება, რომლებიც გულისხმობს:

 

1.      სახელფასო დავალიანების გადახდას

 

2.      ორთვიანი კომპენსაციის მიღებას

 

3.      რეაბილიტაციის შემდეგ კლინიკაში დაბრუნებას

 

სამედიცინო პერსონალის უმეტესობამ მემორანდუმს ხელი მოაწერა, თუმცა დარჩნენ ექიმები, რომლებიც დოკუმენტს ხელს არ აწერენ. ამ ეტაპზე ღიად საუბარი არ სურთ თუმცა აცხადებენ, რომ  მათთვის რთულია მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ კლინიკის დატოვების გადაწყვეტილება მიღება, პარალელურად ექიმებს ძალიან ბევრი კითხვა აქვთ როგორც სახელმწიფოსთან ასევე მენეჯმენტთან, მათთვის ონკოლოგიური საავადმყოფოს ბედი ბუნდოვანი გახდსა. ერთ-ერთი ექიმი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ  კლინიკის ახლანდელი მდგომარებაზე პასუხისმგებლობა საპარტნიორო ფონდს ეკისრება,  სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა კლინიკის ეფექტური მართვისთვის არაფერი გააკეთა, როგორც ექიმი განმარტავს მდგომარეობა არც მას შემდეგ შეიცვალა რაც საავადმყოფო სამართავად სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს გადაეცა.

 


რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო „უნივერსალური სამედიცინო ცენტრში“, ვინ იღებს პასუხისმგებლობას კლინიკაში დასაქმებული 200- ზე მეტი ადამიანზე, როდის დაიწყება და განახლდება საავადმყოფოს რეაბილიტაცია, შეინარჩუნებს თუ არა ცენტრი პროფილს. ეს ის კითხვები რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გვიპასუხოს თუმცა, სახელმწიფო უწყების პრესსამსახურმა კომპეტენტურ პირს არ დაგვაკავშირა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც ეკატერინე ტიკარაძის უწყების პრესსამსახური „კომერსანტის“ ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. შეუძლებელი აღმოჩნდა კონტაქტი სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორ გიორგი ჩოგოვაძესთან და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ დირექტორ გიორგი ენუქიძესთანაც.

 

იმ პრობლემებზე, რომელზეც არ საუბრობენ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, საუბრობს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ სამედიცინო ჰოლდინგის დაარსებიდან 8 თვის შემდეგ სახელმწიფო უწყებამ კლინიკაში არსებული ვერც ერთი პრობლემა ვერ მოაგვარა. მისი თქმით წლებია საავადმყოფოში ფინანსური და ინფრასტრუქტურული პრობლემებია.

 

„ონკოლოგიური კლინიკას თავიდან საპარტნიორო ფონდი მართავდა, ახლა სამინისტრომ გადმოიბარა მართვა. თუმცა  პრობლემები ვერ მოგვარდა. საუბარია 9-10 თვიან სახელფასო დავალიანებებზე სამედიცინო პერსონალისთვის, დანგრეულ ინფრასტრუქტურაზე, გაურემონტებელ შენობაზე, აპარატურაზე,  ყველაფერი   ძალიან ცუდ  მდგომარეობაშია. კოლექტივი პრობლემის მოგვარებას პერიოდულად ითხოვდა, აქციებს  აწყობდა, დავალიანების დაფარვას ითხოვდა, აინტერესებდათ სამოქმედო გეგმა, როგორ აპირებდა სახელმწიფო  ამ კლინიკების განვითარებას? მაგრამ სახელმწიფომ  ვერაფერი შესთავაზა. ჰოლდინგი შექმნიდან 9 თვე გავიდა და  ერთგვერდიანი  კონცეფციაც ვერ დადეს რა უნდა მომხდარიყო ამ კლინიკაში, საბოლოო ჯამში მივიდნენ იქამდე რომ  თანამშრომლები გაუშვეს.

 

ჯანდაცვის ექსპერტი „კომერსანტთან“ საუბარში კლინიკის თანამშრომლებთან გაფორმებულ მემორანდუმზე ამახვილებს ყურადღებას. სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო სამედიცნო პერსონალის დროებით გაჩუმებას და მათ მოტყუებას ცდილობს.

 

„მედპერსონალის  90 %- მა  ხელი მოაწერა  ე.წ. ხელშეკრულებას დირექციასთან,  რომლითაც  დირექცია  პირდება  დავალიანების გასტუმრებას, ორთვიან კომპენსაციას . რეაბილიტაციის შემდეგ ადამიანებს  სამსახურში დაბრუნებას, თუმცა ამისი ილუზია არავის არ აქვს, რომ დაბრუნდება. რემონტი რომც დაიწყოს შეიძლება წლები გაგრძელდეს, ჯერ ფინანსებიც კი არ არის  მობილიზებული,  საერთოდ  განვითარების  კონცეფციაც არ არის კლინიკის. ეს ადამიანები ახლა მოიშორეს, რომ მათ არ მოაწყონ  აქციები, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ, თუმცა 100 პროცენტით შეიძლება  ითქვას, რომ იგივე ფორმით  ეს  დაწესებულება ვერ გააგრძელებს საქმიანობას. სავარაუდოდ  მულტიპროფილური  ცენტრი  შეიქმნება, შესაბამისად  არც იგივე ფორმა ექნება ამ დაწესებულებას არც იგივე სტატუსი. სწორედ ამიტომ პერსონალი ვეღარ იდავებს, თუ რატომ აღარ მოხდა მათი დასაქმება. სამწუხაროდ ხალხი უმუშევარი დარჩა და მათი ბედი გაურკვეველია“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძე.

 

როგორც სერგო ჩიხლაძე აცხადებს კლინიკის  განვითარება ან მიზანმიმართულად ვერ მოხდა ან სახელმწიფომ ვერ მიხედა, რა დროსაც საავადმყოფოს მნიშვნელობა დაკნინდა და ბევრმა სპეციალისტმა კლინიკა დატოვა. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის ექსპერტი არამხოლოდ ეკატერინე ტიკარაძეს და გიორგი ჩოგოვაძეს აკისრებს არამედ „ქართული ოცნების“ ყოფილ მინისტრ დავით სერგეენკოსაც.

 

„სახელმწიფომ  თავის  მფლობელობაში მყოფ კლინიკას ვერ  მიხედა, სტრატეგია, კონცეფცია ვერ შეიმუშავა და უბრალოდ ვერ გაერკვა რა უნდა უქნას ამ კლინიკას. რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში დაზარალდა პაციენტი. ეს არის ზოგადად სახელმწიფოს და სამინისტროს პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ამჟამინდელი მინისტრის, რადგან პრობლემები ნოემბერში არ გაჩენილა, პროცესი წლებია მომდინარეობს და აქ უფრო  დიდი  პასუხისმგებლობა და  ტვირთი ბატონ სერგეენკოზე, იმიტომ რომ პრობლემების დიდი ნაწილი ძირითადად სერგეენკოს მინისტრობის დროს დაგროვდა“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up