სახელმწიფო ბიზნესს მხოლოდ ქაღალდზე აღიქვამს -როგორია ბიზნესის გამოწვევები „COVID 19“–ის პირობებში

სახელმწიფო ბიზნესს მხოლოდ ქაღალდზე აღიქვამს -როგორია ბიზნესის გამოწვევები „COVID 19“–ის პირობებში

access_time2020-07-11 12:00:22

როგორია ბიზნესის გამოწვევები „COVID 19“–ის პირობებში? - რადიო კომერსანტის გადაცემაში ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად,ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მარიამ ქუჩულორიამ და  „არდი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა ქართლოს ყორანაშვილმა, დადგენილი ეკონომიკური შეზღუდვების აუცილებლობა შეაფასეს.


მარიამ ქუჩულორიას თქმით,  ბიზნესის მთავარ გამოწვევას პანდემიის პერიოდში,  სახელმწიფოს არაპროგნოზირებადი  გადაწყვეტილებები წარმოადგენდა.


კოვიდ 19-ის პირობებში აღმოვაჩინეთ,რომ შესაძლებელია თანამშრომლების ნაწილთან დისტანციური მუშაობის გაგრძელება, ასევე გაიზარდა ელექტრონული ვაჭრობა - ბიზნესი გადავიდა დისტანციური სერვისების მიმართულებით. უნდა ითქვას,რომ ამ პერიოდში ბიზნესისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა უკავშირდება არა წარმოების შეზღუდვას ან ოპერაციების შეჩერებას, არამედ  გაურკვევლობასარაერთი გამოკითხვა და კვლევა გვქონდა, სადაც გამოიკვეთა ბიზნესის გამოწვევები. პირველი პრობლემა იყო,ის რომ მათ არ იცოდნენ,რა მოხდებოდა მომავალში. კომპანიებს,რომლებსაც მანამდე ჰქონდათ გარკვეული სტანდარტები შემუშავებული და დაკმაყოფილებული, არ გასჭირვებიათ. ამ სტანდარტებს ერთგვარ გამოწვევად აღიქვამენ ხოლმე კომპანიები, თუმცა, კოვიდ 19-მა დაგვანახა,რომ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობამ, ასეთი კომპანიები მალე დაუბრუნა ჩვეულ პირობებს.


მსგავსად იმისა,როცა სახლი იწვის და მხოლოდ ერთ ოთახში ცდილობ შუქი ჩააქრო, ქვეყანამ,როგორც არ უნდა გამოასწოროს ეპიდ სიტუაცია და როგორი დაცულებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც დამოკიდებულები ვართ მსოფლიო ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. არ მინდა დავიჯერო,რომ მეორე ტალღა მოხდება და ისევ ჩაიკეტება ბიზნესი,რადგან ყველამ ყველაფერი უკვე ისწავლა და ბიზნესისვე ინტერესებშია,რომ მისი თანამშრომელი ჯანმრთელი იყოს და არ შეაჩეროს ფუნქციონირება. იყო მაგალითები,როდესაც არ ჰქონდათ ვალდებულება გარკვეული  ბიზნესის წარმომადგენლებს,რომ შეეჩერებინათ ფუნქციონირება, თუმცა, მათ დამატებითი ზომების მიღებისთვის და თანამშრომლების დაცვისთვის, მაინც შეწყვიტეს საქმიანობა. ბიზნესი უფრო მეტად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე,ვიდრე სახელმწიფო მოქალაქეებზე. ბიზნესისთვის ადამიანური კაპიტალი ნომერ პირველია და უფრთხილდება მას. ., - აღნიშნავს მარიამ ქუჩულორია.


„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის, ქართლოს ყორანაშვილის განცხადებით,ხელისუფლებას ეპიდემიოლოგებთან ერთად, სხვა დარგის სპეციალისტების რჩევებიც უნდა გაეთვალისწინებინა.



ქართული ბიზნესი მდგრადი არ აღმოჩნდა. მდგრადი აღმოჩნდა ჩვენი ეპიდემიოლოგიური სექტორი. ბიზნესი კი საკმაოდ ბევრ პრობლემას წააწყდა. ბიზნესი ნიშნავს საქმიანობას, საქმიანობა კი მოძრაობას, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, გადაწყდა,რომ უნდა მომხდარიყო ქვეყნის უძრაობის მართვა, რაც სრულიად აბსურდია.


კრიტიკული სიტუაცია არ ნიშნავს იმას,რომ ყველაფერი უნდა გაჩერებულიყო. როდის ყოფილა სახელმწიფო მართულიყო ერთი დარგის სპეციალისტების მიერ, ამ დროს უნდა მოუსმინო ყველა სექტორს, მათ შორის ეკონომისტებს.  იქნებ ეპიდემიოლოგების რჩევები ფარავენ სხვა დარგის ინტერესებს?  სახელმწიფოს მმართველმა  უნდა მოახერხოს სწორი გადაწყვეტილების მიღება,რომ მოძრაობა შენარჩუნდეს. სახელმწიფოს არ უმართავს ეს 4 თვე, ის მართეს ეპიდემიოლოგებმა.


ჩვენი კომპანიისთვის ეს პერიოდი რთული არ ყოფილა, იმ თვალსაზრისით,რომ დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებით არსებული რეფორმების ტალღა ადრევე დავიწყეთ, რამაც ადამიანური რესურსების მართვა და ტექნოლოგიური პროცესები გაგვიმარტივა. თუმცა,ჩვენც დამოკიდებულები ვართ სხვა კომპანიებზე. ეს ყოველივე არ ნიშნავს იმას,რომ თუ მე კარგად ვარ, ბედნიერი ვარ და არ გვაინტერესებს,სხვა პარტნიორ კომპანიებთან რა მოხდა. ჩვენ გვყავს ათასობით კლიენტ კომპანია და მათთან ურთიერთობით ვიგებთ,რამდენად გაუჭირდა ბიზნესს.  მათმა ნაწილმა უარი თქვა დაზღვევაზე, ნაწილი კი გვთხოვს გადავუვადოთ და შევუმსუბუექოთ გადახდები.


კოვიდ 19-ის მთავარი მიგნება იყო ის,რომ გამოჩნდა,რამდენად დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე. მე ვიოცნებებ,რომ ახელმწიფომ დაინახოს,რამდენად  არის სახელმწიფო დამოკიდებული კერძო სექტორზე. ის ბიზნესს ვერ აღიქვამს, ის აღიქვამს მას  მხოლოდ ქაღალდზე, სახელწოდებით, შიგნით რა ხდება არ იცის, ვერ აღიქვამს ასევე ბიზნესებს ჯამში  და აღიქვამს მხოლოდ მსხვილ ორგანიზაციებს. სახელმწიფო ვერ ხედავს ელიავაზე ყალიბის ჩამომსხმელ ინდ.მეწარმეს. ეს არის ბიზნესითორემ მსხვილი ბიზნესის დანახვა ადვილია,- ამბობს ქართლოს ყორანაშვილი.



 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up