„სახელმწიფო ბიუჯეტს სჭირდება რადიკალური გადალაგება, რომ ქვეყანამ  ამ ყველაფერს გაუძლოს“

„სახელმწიფო ბიუჯეტს სჭირდება რადიკალური გადალაგება, რომ ქვეყანამ ამ ყველაფერს გაუძლოს“

access_time2020-03-12 11:03:54

დეპუტატი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსთან გასამკლავებლად საჭიროა:


1. არ გადავტვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი.

ამისათვის საჭიროა, ოჯახის ექიმებს ჰქონდეთ მკაფიო ინსტრუქცია, საჯაროდ გამოქვეყნებული და ახსნილი, რომელ პაციენტებს აგზავნიან შესაბამის ცენტრებში (ინფექციური, რესპუბლიკური) დიაგნოსტიკაზე.

როცა იმატებს შემთხვევები, რას ვაკეთებთ? ყველას ვაწვენთ საავადმყოფოში, თუ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს? როგორ ვმართავთ მსუბუქ შემთხვევებს?

ვიმეორებ: საჭიროა ყველა დონეზე მკაფიო ინსტრუქცია, რომ ჰოსპიტალური სექტორი ისე არ გადაგვეტვირთოს, რომ მერე მძიმე შემთხვევების მართვაზე რესურსი არ გვეყოს.


2. ფიზიკური კონტაქტის აუცილებელ მინიმუმამდე დაყვანა

- გასვლა მხოლოდ სურსათზე და აფთიაქში
- მხოლოდ აუცილებელი სამსახურები (ექიმები, ექთნები, სოციალური სამსახურები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.)
- დანარჩენი სამსახურების დისტანციურ (სახლიდან) მუშაობაზე გადაყვანა, რამდენადაც ეს შესაძლებელია სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე. სადაც ეს ვერ ხერხდება, დეზიფენქციისა და თავდაცვის მაქსიმალური ზომები
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიური დეზინფექცია მერიის სამსახურების მიერ


თხოვნა ტელევიზიებს: რესპოდენტები ჩართეთ ფეისბუქის, სკაიპის და ა.შ. საშუალებით.


3. ფინანსები

პირველი და მეორე პუნქტის ღონისძიებებს სჭირდება ფული, კერძოდ,

- დამატებითი სახსრები ჰოსპიტალურ სექტორს
- დამატებითი სახსრები აუცილებელ სამსახურებში მუდმივ დეზინფექციას
- სადაგასახადო შეღავათი ბიზნესს, რომ ადვილად გადაიტანონ ეს ვარდნა შემოსავლებში (ევროპულმა საქართველომ წინადადებები წარვუდგინეთ მთავრობას)


ამ სამი პუნქტის შესასრულებლად ყველაზე სერიოზული პრობლემაა ქვეყნისა და მისი მოქალაქეების სიღარიბე.სახლში ადვილად დაჯდება და მომდევნო რამდენიმე თვე თავს გაიტანს გერმანელი, რომელსაც შემნახველ ანგარიშზე საშუალოდ რამდენიმე ათეული ათასი ევრო აქვს.


ათასობით ქართველი ყოველდღიურად გარეთ გამოდის იმ და მაქსიმუმ მეორე დღის სარჩენი ფულის საშოვნელად. მათთვის სახლში დაჯდომა შიმშილს ნიშნავს. ამიტომ ვეუბნებოდით ქართულ ოცნებას ამდენი ხანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, შემოსავლების ზრდა უნდა იყოს პრიორიტეტი.


ჩვენ 8 წელი უბრალოდ დავკარგეთ ამ მთავრობის ხელში და ყველაზე მოუმზადებლები ვხვდებით ამ საგანგებო მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, როდესაც ყველას თავისი გასჭირვებია და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს.


სახელმწიფო ბიუჯეტს სჭირდება რადიკალური გადალაგება, რომ ქვეყანამ - დასაქმებულმაც და დამსაქმებელმაც, უმუშევარმაც და შედარებით შეძლებულმაც - ამ ყველაფერს გაუძლოს“-წერს ჭიაბერაშვილი. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up