„სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მოსახლეობამდე სწორად ვერ მივიდა“-„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები NDI-ის კვლევაზე

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები მოსახლეობამდე სწორად ვერ მივიდა“-„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები NDI-ის კვლევაზე

access_time2019-09-20 10:00:10

 „რა თქმა უნდა ვითარება ქვეყანაში მძიმეა და სიღარიბის პრობლემა არსებობს. ლარის კურსის არამდგრადობა ბუნებრივია ძალიან დიდი უარყოფითი მოვლენაა და გამოსწორებას საჭიროებს მაგრამ, ყველაფერს აქვს თავისი ობიექტური ან სუბიექტური მიზეზები. თუ ობიექტური სჭარბობს სუბიექტურს, მაშინ უნდა გაგრძელდეს მუშაობა იმ კეთილდღეობისათვის რაც ქვეყნას სჭირდება“, -ასე აფასებს NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევას VIII მოწვევის პარლამენტარი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ზურაბ ტყემალაძე. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის ყოფილი თამჯდომარე ამბობს, რომ დღეს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდეს. „კომერსანტთან“ საუბარში ყოფილი დეპუტატი  ამბობს იმასაც, რომ NDI -ის კვლევები ძალიან აცდენილია სიმართლეს და რეალობას, რასაც მისი თქმით, ყოველი არჩევნები ამტკიცებს. მედიაჰოლდინგის კითხვაზე გრძნობს თუ არა პირად პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, პოლიტიკოსი გვპასუხობს“

 

„რა თქმა უნდა იმ პერიოდში როცა ვიყავი ხელისუფლებაში თუ კი რამეზე უნდა ვაგოთ პასუხის და ავიღოთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე ვიღებ პასუხისმგებლობას. უარყოფითზეც და დადებითზეც“.

 

  • 2012 ქართული ოცნების დაპირება იყო სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა , რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ 7 წლის წინ დაპირებული სწრაფი კეთილდღეობა?

 

-სწრაფად არაფერი არ ხდება. რა თქმა უნდა ძალიან დიდი სხვაობაა 2012 წელსა 2016 შორის ასევე 2019 წელს შორის მაგრამ, საზოგადოება იმიტომ უნდა იყოს მომთხოვნი, რომ ქვეყნაში უფრო კარგი მდგომარეობა იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოთხოვნა ყოველთვის სჭარბობს შესაძლებლობებს. დამერწმუნეთ ბევრი, რამ გაკეთდა ქვეყანაში სოციალური მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ინვესტიციების მიმართულებით, ჯანდაცვის კუთხით, განათლების კუთხით , ტურიზმის განვითარების კუთხით და როგორც ხედავთ ეს არ არის საკმარის და კიდევ ბევრია გასაკეთებელი.  

 

  • თქვენ როგორც ერთმა დეპუტატმა, რა გააკეთეთ მდგომარეობის შესაცვლელად?


-დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. საკანონმდებლო ინიციატივები იყო მიღებული მეწარმეების წახალისების მხრივ, ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ექსპორტის წახალისების კუთხით, იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით. ძალიან ბევრი კანონი იყო მიღებული და ძალიან ბევრი პრაქტიკული ქმედებებიც იყო გადადგმული ჩემს პერიოდში. თუმცა, ცხოვრება ვითარდება და ბენებრივია დღევანდელი მიღწევა არ არის საკმარისი და ხვალ ორჯერ მეტი უნდა გაკეთდეს,ზეგ სამჯერ მეტი. ქვეყანას ვერ მაჩვენებთ სადაც ხალხი მთავრობით კმაყოფილია რატომ? იმიტომ რომ უფრო მეტი მოთხოვნილებაა და მოსახლეობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობას.


NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევას არ ენდობა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ყოფილი წევრი და თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური,რომელიც როგორც თვითონ ამბობს „პროვინციაშია“ ჩაკეტილი და ზოგადი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.



  • თქვენ თუ გრძნობთ პირად პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე?


-რადგანაც ვიყავი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, რა თქმა უნდა ვგრძნობ პასუხისმგებლობას თუმცა, არ მგონია რომ კვლევა რეალობას ზუსტად ასახავდეს და მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილო იყოს ჩემი საქმიანობით.


  • 2012 ქართული ოცნების დაპირება იყო სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა , რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ 7 წლის წინ დაპირებული სწრაფი კეთილდღეობა?


-ე.წ. კოჰაბიტაცია იყო ერთ-ერთი მთავარი მუხრუჭი, რომელმაც მმართველი გუნდის რეფორმებს ხელი შეუშალა იმიტომ, რომ კოჰაბიტაციის შედეგად ძველი გუნდი ისევ აგრძელებდა რა თქმა უნდა საბოტაჟის რეჟიმში მუშაობას, რის შემდეგაც მოხდა დიდი ნაწილის გადაქაჩვა ხელისუფლებაში. ზოგიერთი მათგანი პატიოსნად აგრძელებდა მუშაობას ზოგიერთი მათგანი კი, არ გამოვრიცხავ, რომ რეფორმების გატარებას ხელს უშლიდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხები იყო გამოყოფილი და ახლაც დიდი თანხები იხარჯება იგივე ინფრასტრუქტურაში, ჯანდაცვაში, სოციალურ პროექტებში. თუმცა,  ეტყობა ამ ყველაფრის სწორად მიტანა მოსახლეობამდე არ ხდება, როგორც პირდაპირი ასევე გადატანითი მნიშვნელობით.



  • თქვენ როგორც ერთმა დეპუტატმა, რა გააკეთეთ მდგომარეობის შესაცვლელად?


-ყოველთვის ვცდილობდით მოსახლეობის აზრი გათვალისწინებას. გავდიოდით რეგიონებში, სადაც გვქონდა განხილვები და მაქსიმალურად ვცდილობდით გაგვეთვალისწინებინა მათი ინიციატივები ბიუჯეტის დამტკიცების დროს. რამდენად სწორად ხდებოდა იმ გამოყოფილი თანხების დროს საქმეში ჩადება და რეალიზება ეს უკვე ცალკე თემაა და ამას აუდიტის სამსახური ამოწმებდა და როგორც მახსოვს დარღვევებსაც აფიქსირებდა. რა თქმა უნდა,ბევრი რამ გაკეთდა მაგრამ რაღაც ალბათ არ გაკეთდა და ვიღაცეებმა რბილად, რომ ვთქვათ ხელი არ შეუწყვეს თანხების მიზნობრივად ხარჯვას. სხვადასხვა პიროვნებების მიერ ბიუჯეტის თანხის ხარჯვა სხვადასხვანაირად ხდება. ამაზე საგამოძიებო ორგანოებმა  უფრო მეტად უნდა იმუშაონ.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კომერსანტთან თიანეთში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.


თიანეთში, რომ ვთქვა აყვავებულია ყველაფერი-მეთქი მოგატყუებთ. ჩვენთან ყველაზე მეტად მკურნალობის პრობლემა აქვს მოსახლეობას მიუხედად იმისა, რომ დიდი ნაწილი ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით თანადაფინანსებისთვის დარჩენილი თანხები მაინც იმდენად დიდია მოსახლეობისთვის, რომ გადახდა უჭირთ. რა თქმა უნდა, ჩვენც ვეხმარებით ჩვენი ბიუჯეტით, მაგრამ მერიის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. გვაქვს დასაქმების პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან  ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და ძირითადად ადგილობრივებს ასაქმებენ, ყველას არ შეუძლია ფიზიკური მუშაობა. დიდია მიგრაცია, საზღვარგარეთაა ბევრი წასული, ეს ერთის მხრივ ცუდია, მაგრამ მეორეს მხრივ, მძიმე სოციალურ ფონს ამსუბუქებს.

 

ბაჩო ადამია





ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად  ბანკროტი ხართ
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up