„სახელმწიფო აზარტულ თამაშებს ლობირებს“

„სახელმწიფო აზარტულ თამაშებს ლობირებს“

access_time2020-01-15 10:50:16

საქართველოს მოსახლეობის მესამედი აზარტულ თამაშზეა დამოკიდებული. ლუდომანია , რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებმა უმძიმეს დაავადებათა სიაში შეიყვანა, ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებისგან  შესაბამისი „სტატუსი“ მინიჭებული არ აქვს.

 

იმ ფონზე, როდესაც 3000 პატიმრიდან 856 აზარტული თამაშების გამო ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, სახელმწიფო ბიზნესს ვერ ან არ არეგულირებს. 


ორგანიზაცია დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე მთავრობას სათამაშო ბიზნესში ხელშეწყობისთვის ღიად ადანაშაულებს და მათ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

 

„ქვეყანაში სადაც, 300 000 სახლ-კარ დაკარგული ადამიანიდან, მესამედი ლუდომანიაზე მოდის და სახელმწიფო ჩახსნილია ამ საქმიდან, ეს ხომ გონივრულ ეჭვს ბადებს, რომ ხელისუფლება ლობირებს ამ ბიზნესს. თავს იმართლებენ, რომ  უცხოელი პარტნიორები არიან ამ ბიზნესში ჩართული და ვერ შეეხებიან. ფიქრობენ უცხოელ პარტნიორებზე მაშინ, როდესაც ქვეყანაში ლუდომანიის გამო სუიციდის რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ქვეყანას არ აქვს იმის მზაობა, რომ ბიზნესი იყოს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც.“-აცხადებს თამარ ჯაფარიძე და ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს საქმეში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს.  

 

„პირადად ჩვენს ორგანიზაციას ოფიციალური წერილი აქვს მიწერილი როგორც პრეზიდენტისთვის, ასევე პრემიერ  გიორგი გახარიასთვის, თუმცა, მეორე თვეა არ რეაგირებენ ჩემს მიმართვაზე. სახელმწიფო სამსახურში მითხრეს, რომ გიორგი გახარია ამ წერილს ვერ წაიკითხავს,  აპარატის სამსახურმა წაიკითხა თუმცა , თქვა, რომ აღნიშნულზე კომენტარს ვერ გავაკეთებს.  ეს გონივრულ ეჭვს მიჩენს, რომ ხელისუფლებას საკუთარი ინტერესები აქვს აზარტული თამაშების მიმართ, ინტერესი, რომ ეს ბიზნესი საქართველოში მეტად გაფართოვდეს.  ქვეყანაში სადაც ხალხის მიერ დაფინანსებულ ამბროლაურის მერს 50 ბილეთი აქვს კონკრეტულ სათამაშო სექტორში  და მანქანას იგებს, საერთოდ რაზე საუბრობენ.  ამაზე პასუხი მოსთხოვა გიორგი გახარიამ, საჯარო მოხელეს? რა თქმა უნდა არა - იმიტომ რომ ხელს უწყობენ ერთმანეთს და ყველა ერთად კი  აზარტულ თამაშებს. “-ახადებს ჯაფარიძე.

ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი აზარტულ თამაშებს, როგორც პოლიტიკური ასევე ჯანდაცვის, სოციალური და სამართლებრივი კუთხითაც განიხილავს.


 

„ეს ბიზნესი დამაზარალებელია, როგორც პოლიტიკურად, რადგან უკვე მიიღო სახელმწიფომ  საერთაშორისო პარტნიორებისგან შენიშვნა,  რომ ეს  ბიზნესი არ არის გამჭვირვალე,ასევე სოციალური კუთხით, სადაც ადამიანები თავიანთი შრომით აღებულ შემოსავალს სათამაშო ბიზნესში კარგავენ, თან ისე რომ  ფულმა  შიდა ბაზარზე მოხმარება ვერ ჰპოვა.  აღსანიშნავია ჯანდაცვის სფეროც,  სადაც ლუდომანია უმძიმესი დაავადებათა რიგშია მოხვედრილი და სახელმწიფოს მხრიდან გვერდით დგომას საჭიროებს.  სამართლებრივად თუ მივუდგებით საკითხს,  ყველა ლუდომანი  კრიმინალის ჩამდენია,  ამაში კი თავად ბიზნესი უწყობს ხელს. საკუთარი ნაშრომი და ოჯახის წევრების რომ აღარ ჰყოფნით, სხვისი ნივთების უკანონოდ დასაკუთრებაზე გადადიან.“-აცხადებს თამარ ჯაფარიძე.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი გუგა ბესელია ,  იმ სტატისტიკას გამოეხმაურა სადაც ტოპ 10 საწარმოს შორის 6 სათამაშო ბიზნესია.  მისი თქმით,  ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან თამაშში ,უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე მთლიანი მოსახლეობა კვებაში.


„კომერსანტის“ კითხვაზე თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ქვეყანასი ლუდომანების რიცხვი შემცირდეს ბესელია გვპასუხობს, რომ:


„გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, შეიზღუდოს გარე რეკლამები,  დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი,  მინიმუმ 21 წლამდე.  აუცილებელია გამკაცრდეს რეგისტრაციაც. ჩვენი ორგანიზაცია არის საერთაშორისო ლუდომანიის საბჭოს წევრი, მათ ავუხსენით საქართველოში არსებული რეალობა და გამოსავალი მოვძებნეთ ერთად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ თუკი სამოქალაქო რეესტრი შევა ონლაინ სამორინეში, თავად განსაზღვრავს, რეგისტრაციის ბაზაში პირადი ნომერის მფლობელს. რაც თავისთავად შეამცირებს ონლაინ სამორინეებში არასრულწლოვნების რიცხვს. ასევე არსებობს იდენტიფიკაციის კიდევ ერთი საშუალება,  დარეგისტრირების დროს ფოტოს გადაღება, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაა. ამით გამოვრიცხავთ იმ ფაქტებს, როდესაც მოზარდები ბებიების ბაბუებისა და ოჯახის სხვა წევრების სახელით რეგისტრირდებიან.“

 

შეგახსენებთ, რომ  აზარტული თამაშების საერთო ბრუნვიდან, რომელიც 12 მლრდ. ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 338 მლნ ლარი შედის, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას ვერ ახდენს. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მთავარი ბიზნესი სათამაშო ბიზნესია. ბრუნვის მოცულობით  10 საწარმოს შორის  6 აზარტული თამაშებია.


ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up