სახელმწიფო ახალ შპს–ს ქმნის და მის ხელმძღვანელად სოსო ჯაჭვლიანს ნიშნავს

სახელმწიფო ახალ შპს–ს ქმნის და მის ხელმძღვანელად სოსო ჯაჭვლიანს ნიშნავს

access_time2016-08-24 10:19:49

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. 


როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკის მინისტრთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმა განიხილა. ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს-ის შექმნაც. 



„განვიხილეთ მენეჯმენტის გაძლიერების საკითხი და ჩავთვალეთ საჭიროდ და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ ამ კომპანიას უხელმძღვანელოს ბატონმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი. მას აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება. მოგეხსენებათ, არის კინორეჟისორიც და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ მოკლე დროში იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს. ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნას. ალბათ, სოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების ძალიან საინტერესო პერიოდი გველოდება და დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორი აიტაცებს სახელმწიფოს ამ ინიციატივას და პარტნიორად მოგვევლინება ამ განვითარების პროცესში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ინტერპრესნიუსი



დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up