სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2017 წელს 5 პროექტისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 28 444 310 ლარი, საერთოდ ვერ აითვისა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2017 წელს 5 პროექტისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 28 444 310 ლარი, საერთოდ ვერ აითვისა

access_time2020-06-29 15:24:51

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ2017 წელს 5 პროექტისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 28 444 310 ლარი, საერთოდ ვერ აითვისა. ხოლო, აზიის განვითარების ბანკიდან სესხით დაფინანსებული პროექტების აუთვისებელ თანხაზე საურავის სახით 2.2 მილიონ ლარზე მეტი დაერიცხა.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 2017-2018 წლებში განხორციელებული საქმიანობა. აუდიტის სამსახური წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან, როგორც საბიუჯეტო, ასევე სესხით აღებული თანხების დაბალ ათვისებაზე მიუთითებს. კერძოდ, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები კომპანიამ სრულად ვერ აითვისა. 2017 და 2018 წლების ბოლოსთვის აუთვისებელი თანხების ჯამმა 14 243 474 ლარი შეადგინა. ამასთან, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებული 6 სასესხო ხელშეკრულებით დამტკიცებული 477 533,244 აშშ დოლარის რესურსიდან, ათვისებულია მხოლოდ 45% ( 217 173 863 აშშ დოლარი).


„პროექტების განხორციელების ვადების გახანგრძლივების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი საკრედიტო რესურსების შემცირების ხარჯზე, პროექტებს პროცენტის სახით დამატებით დაერიცხება, სულ მცირე − 7,446,152 ლარი. ზოგიერთ პროექტს, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სესხის აუთვისებლობის საურავის სახით დაერიცხა 2,203,543 ლარი,”-ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.



აუდიტის ანგარიშში ასევე საუბარია, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის ხარვეზებზეც. აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ არ არის შემუშავებული სასმელი წყლის უსაფრთხოების გეგმები, რაც კომპანიას მისცემდა სასმელი წყლის ხარისხის შეფასების, სისტემის დაცვის და მიწოდების პროცესის სრულყოფილი კონტროლის შესაძლებლობას. ასევე, კომპანიის მიერ სასმელი წყლის კონტროლის და მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე არ არის შექმნილი ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა და კომპანიის მიერ სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის პროცესი არ მიმდინარეობს რეგლამენტით გათვალისწინებული საკონტროლო მაჩვენებლების შესაბამისად.


ცნობისთვის, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოა, რომელსაც მართავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. წესდების თანახმად, კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: წყლის მოპოვება, მოსახლეობის და დაწესებულებების სასმელი და ტექნიკური წყლით მომარაგება, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემების პროექტირება, მშენებლობა, შეკეთება და ექსპლოატაცია.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up