სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის ხელშეწყობით აშშ-ის ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO)  ახალ პროექტს იწყებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის ხელშეწყობით აშშ-ის ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) ახალ პროექტს იწყებს

access_time2020-07-08 20:44:06

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური (SAO) აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) თანამშრომლობის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაძლებლობების განვითარების პროექტი ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების ზეგავლენისა და პროფესიული დახელოვნების მიმართულებებს მოიცავს.


პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ეწვია. აშშ-დან შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ჩაერთო GAO-ს გენერალური აუდიტორი ჯინ დოდარო და USAID-ის ფინანსური დირექტორი რეჯინალდ მიტჩელი.


პიტერ ვიბლერის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID -ის მნიშვნელოვანი და ძლიერი პარტნიორია. უმაღლესი აუდიტორული ორგანოებისათვის ის არის სამაგალითო ორგანიზაცია, რომელმაც განავითარა ინსტიტუციური შესაძლებლობები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სხვა დონორების დახმარებით.


„შესაბამისი მონაცემების საფუძველზე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის საუკეთესო მაგალითი, რომელიც ერთი მხრივ, USAID - გან იღებს ტექნიკურ დახმარებას და ამავდროულად, უშუალოდ ატარებს USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტებს ჩვენთვის და ჩვენთან ერთად.


დღეს აღვნიშნავთ პარტნიორობის ახალ ეტაპს აუდიტის სამსახურს, USAID-სა და აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურს შორის, რომელიც აშშ-ს კონგრესის აუდიტორული უწყებაა.



აშშ-ის მთავრობისანგარიშვალდებულების სამსახურმა სწორედ სახელმწიფო აუდიტის სამსახური აირჩია პარტნიორობისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაღწია განვითარების მნიშვნელოვან საფეხურს“ - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა მედიასთან ინტერვიუში.


პროექტი აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის (GAO) აუდიტის დახელოვნების ცენტრთან (Center for Audit Excellence CAE) თანამშრომლობის ფორმატში წარიმართება.


აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური (GAO) დაეხმარება ქართულ მხარეს ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების ზეგავლენის განსაზღვრასთან დაკავშირებით გაიზიაროს თანამედროვე მიდგომები, შეიმუშაოს პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტები.


აპრილში დაგეგმილი იყო აშშ-ს მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურისა (US Government Accountability Office GAO) გენერალური აუდიტორის ჯინ დოდაროსა და USAID-ის ფინანსური დირექტორის რეჯინალდ მიტჩელის ვიზიტი საქართველოში, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო.






პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს

მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს
access_time2020-08-06 11:30:25
იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე, ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ეტაპზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან განმარტა, პრინციპი იქნება იგივე და 200 კვ...


მსგავსი სიახლეები

up