სახელმწიფო აუდიტის სამსახური კოვიდ-19-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების აუდიტებს ჩაატარებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური კოვიდ-19-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების აუდიტებს ჩაატარებს

access_time2020-12-30 16:10:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახური კოვიდ 19-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების აუდიტებს განახორციელებს. ინფორმაციას აუდიტის სამსახური ავრცელებს.



„ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ხელშეკრულება 75 მლნ ევროს ოდენობით. დაფინანსების პირველი ნაწილი (60 მლნ ევრო) ქვეყანამ უკვე მიიღო, მეორე ნაწილს კი მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისა და ევროკავშირს, საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრულ საკითხებზე აუდიტების ჩატარების შემდგომ.



სახელმწიფო აუდიტორები აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობას და კანონმდებლობასთან შესაბამისობას შეისწავლიან, კერძოდ:



ჯანდაცვის სისტემაში პანდემიის საპასუხო ღონისძიებებისათვის განხორციელებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი − აუდიტის მიზანია შეისწავლოს 2020 წელს ჯანდაცვის სისტემის მიერ პანდემიის საპასუხოდ შეძენილი საქონელი და მომსახურების (სამედიცინო აღჭურვილობა და მომსახურება) საკითხები;




საკარანტინო ზონების მართვის ეფექტიანობის აუდიტი − აუდიტის შესწავლის საგანი იქნება კოვიდ-სასტუმროების მართვის საკითხი;



მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი − პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია მცირე და საშუალო ბიზნესის ფუნქციონირებაზე. აუდიტის მიზანია შეისწავლოს აღნიშნული გავლენის შემსუბუქებისათვის გატარებული ღონისძიებები.



ამასთანავე, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასევე განიხილავს პანდემიის საპასუხოდ გატარებული სხვა ღონისძიებებისა თუ აქტივობების შესწავლასაც. მათ შორის იქნება საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლება, სადაც დაიფარება სკოლების მზაობისა და სასწავლო პროცესის გამართულობის საკითხები.



სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტებს ატარებს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისი მეთოდოლოგიებით, სადაც მოცემულია აუდიტის პრინციპები და პროცედურები.



აუდიტის პროცესი მოიცავს შიდა კონტროლის მექანიზმების შეფასებას, დოკუმენტების შესწავლას, ინტერვიუების, კითხვარების, ანალიზის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამოყენებას. აღნიშნული მეთოდების შერჩევა ხდება აუდიტის მასშტაბისა და მიზნებიდან გამომდინარე.



კოვიდ 19-ის ფარგლებში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული საკითხების აუდიტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2021 წელს განახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up