სახელმწიფო აუდიტის დასკვნით ქვეყანაში ელიტური კორუფცია დასტურდება

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით ქვეყანაში ელიტური კორუფცია დასტურდება

access_time2019-11-22 22:07:11


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.


დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ პერიოდში ჩატარებულ ტენდერებში (სულ 33 ტენდერი ჩატარდა) სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნებს, რის გამოც, ტენდერები ტარდებოდა ერთი და იგივე მიმწოდებლების მონაწილეობით, ხოლო კონკურენციის არსებობის შემთხვევაში ხდებოდა იმ პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია, რომლებიც ყველაზე დაბალ სატენდერო ფასად იყვნენ მზად შეესრულებინათ სამუშაო. ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც მუნიციპალიტეტის მიერ კონკურენციის შეზღუდვით ისარგებლა, გორის მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის მიერ დაფუძნებული კომპანიები შარა და იბოლიაა.


2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით, 33 ხელშეკრულება გააფორმა ზემოაღნიშნული სამუშაოების შესყიდვისთვის, სახელშეკრულებო ღირებულებით სულ 18,785,200 ლარი. 33 ტენდერიდან 21 შემთხვევაში - შპს „საგზაო სამმართველო №1- მა“ 19, რვა შემთხვევაში - შპს „იბოლიამ“ 20 და ოთხ შემთხვევაში შპს „შარამ“ გაიმარჯვა. ამ შესყიდვებიდან 21 ტენდერი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში.



შესწავლით გამოვლინდა, რომ სატენდერო მოთხოვნები მოიცავდა: შესასრულებელი სამუშაოების არაგონივრულ გამოცდილებას, თავისუფალი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან მინიმუმ 50%-ის საკუთრებაში ფლობას და სხვა. აგრეთვე, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო, რომ ტექნიკური მოთხოვნების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაზუსტების გარეშე მოხდებოდა პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია. აღნიშნული მოთხოვნები შესაძლოა, ზღუდავდა კონკურენციას და იწვევდა პრეტენდენტების მიმართ დისკრიმინაციულ და არასამართლიან მიდგომას.



2017 წელს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი 26 მაისის სახელობის სანაპიროს და ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ არსებული მისასვლელი გზების და მოედნის რეაბილიტაციაზე, სავარაუდო ღირებულებით 379.0 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი: შპს „იბოლია“ სატენდერო წინადადებით 379.0 ათასი ლარი და შპს „პრიორიტეტი“ სატენდერო წინადადებით 375.0 ათასი ლარი.



სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო 18 დასახელების მანქანა-მექანიზმის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, აქედან 50% უნდა ყოფილიყო საკუთრებაში არსებული. დაზუსტების შემდგომ, დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა წარმოადგინა 17 დასახელების მანქანა-მექანიზმების შესახებ ინფორმაცია, ხოლო ერთი საფრეზი მანქანის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა დაგვიანებით, რის გამოც მოხდა მისი დისკვალიფიკაცია. ტენდერში გაიმარჯვა შპს „იბოლიამ“ და გაუფორმდა ხელშეკრულება 379.0 ათას ლარზე,- ნათქვამია ანგარიშში.







კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up