სახელმწიფო აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდა ელჩების რესურსს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დასახმარებლად

სახელმწიფო აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდა ელჩების რესურსს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დასახმარებლად

access_time2020-03-18 15:58:39

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ვიდეო-კონფერენცია დიასპორული პროექტის - "საქართველოს ახალგაზრდა ელჩი" მონაწილეებთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას, საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გივი ჭიჭინაძის და სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მუხრან გულაღაშვილის მონაწილეობით.


ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხო მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებას და ამ კუთხით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის სტუდენტების მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.


მონაწილეებმა ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდა ელჩებისგან მოისმინეს ინფორმაცია იმ საკითხებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების გამო დიასპორის წარმომადგებლებს, განსაკუთრებით კი მათ თანატოლებს შეეხოთ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აქტიურად იყოს გამოყენებული "ახალგაზრდა ელჩების" რესურსი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კომუნიკაციის და მათ საჭირიებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის.



შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს შემდგომი ეფექტიანი თანამშრომლობის გზებზე და შეთანხმდნენ მომდევნო დღეების განმალობაში აქტიურ რეჟიმში კომუნიკაციაზე.


როგორც პროექტში გამარჯვებულმა "ახალგაზრდა ელჩებმა" აღნიშნეს რომ ისინი თანამემამულეებს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციითვის საქართველოს და სხვა სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომებისა და ახალი რეგულაციების შესახებ.


ახალგაზრდა ელჩებს მიეცათ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები და ინფორმაცია დიაპორის წარმომადგენელთა დახმარების მხრივ არსებული შესაძლებლობების შესახებ. როგორც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგებლებმა, აღნიშნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სააკორდინაციო საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ინფორმაციას საზღვარაგერთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ და შესაბამის მითითებებს გასცემს მათ დასახმარებლად.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up