სახელმწიფო აპირებს ფრონტერასთან დავის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებას

სახელმწიფო აპირებს ფრონტერასთან დავის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებას

access_time2020-07-27 14:15:57

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ შესაძლოა, თავად გაასაჯაროოს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ დავის შესახებ.

 

სააგენტოს მიერ დღეს, 27 ივლისს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით: „სააგენტო რჩება საერთაშორისო არბიტრაჟისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების ერთგული და კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანია „ფრონტერას“, შემდგომი ინსინუაციების აღსაკვეთად, გაასაჯაროვოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია, აღმასრულებელი მენეჯმენტის მხრიდან გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადების მიუხედავად, თავად არ გაასაჯაროვებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, კომპანიის ზემოხსენებული განცხადებები ჩვენს მიერ ჩაითვლება თანხმობად, რის გამოც სააგენტო იტოვებს უფლებას, თავად გაასაჯაროვოს გადაწყვეტილება“.

 

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებითვე, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ კეთილი ნება გამოავლინა და საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ფრონტერასთან“ კონტრაქტი შეინარჩუნა, კომპანიამ გაავრცელა უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანი კვლავაც რეალობის დამახინჯება და ფაქტების მიჩქმალვა იყო.

 

 

საქართველოს ნავთობის და გაზის სააგენტოს ეს განცხადება რეაქციაა „ფრონტერას“ მიერ 23 ივლისს გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც მან დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელებად შეაფასა საქართველოს მთავრობის განცხადება კომპანიასთან კონტრაქტის შენარჩუნების შესახებ. „ფრონტერამ“ მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, შეწყვიტონ გამიზნული სიცრუის, ზიანის მიყენების და თვალთმაქცობის პრაქტიკა და ამის ნაცვლად დაიწყონ კომპანიასთან პატიოსნად ურთიერთობა და ამ გზით შეუწყონ ხელი ნამდვილი პარტნიორობის სულისკვეთებას.

 

„ფრონტერას“ ეს რეაქცია მოჰყვა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას, რომ საარბიტრაჟო დავის მოგების მიუხედავად, მთავრობამ გადაწყვიტა, აღარ მოშალოს კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

 


მთავრობის გადაწყვეტილება ახსნილი იყო იმით, რომ ​საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია და უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან ურთიერთობა.

 

„ფრონტერას“ ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილი მოიხსენიებდა საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების მაგალითად.

 

საქართველოს მთავრობამ „ფრონტერასთან“ კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის აპრილში განაცხადა და საფუძვლად დაასახელა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

 

სახელმწიფოს და „ფრონტერას“ დაპირისპირების მიზეზებზე წაიკითხეთ აქ.

 

საქართველოს ნავთობის და გაზის სააგენტოს დღევანდელი განცხადება არ არის პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო ფრონტერას მოუწოდებს არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ. საპასუხოდ, ჯერ კიდევ მაისში, „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენის“ თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ზაზა მამულაიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამას არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ 152-გვერდიანი დოკუმენტის გასაჯაროება რთულია, რადგან ბევრ საიდუმლო კომერციულ და პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს: „ამიტომ, სანამ ამ ყველაფერს იურიდიულად გავწმინდავთ ისე, რომ შესაძლებელი იყოს დარჩენილი დოკუმენტის გასაჯაროება, ამას დასჭირდება დრო. ამიტომ ბევრჯერ მივმართეთ კორპორაციას და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი განცხადების გაკეთების წინადადებით, რაზეც რამდენჯერმე უარი მივიღეთ“.

 

როგორც სააგენტო BMG წერდა, „ფრონტერასთან“ დავის გამო არბიტრაჟში ინტერესების დასაცავად ქართულმა მხარემ ბრიტანულ-ამერიკული იურიდიული კომპანია Hogan Lovells International-ი დაიქირავა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ჯამური საპროგნოზო ღირებულება 7.4 მილიონი აშშ დოლარი იყო.

 

ამასთან, ზაზა მამულაიშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ სახელმწიფომ „ფრონტერასთან“ წამოწყებული დავის გამო იურისტებს და ექსპერტებს 42 მილიონი ლარი გადაუხადა.


რადიოთავისუფლება


 


თეგები:
ფრონტერა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up