სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე

access_time2020-09-23 13:40:46

რა გავლენა იქონია პანდემიამ ავტოიმპორტიორების ბიზნესზე და რა მოთხოვნები აქვთ ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს მთავრობასთან ? - საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, საზღვრების დაკეტვით საქართველოში არსებულ 24 ათასზე მეტი ავტოიმპორტიორს გაკოტრების საშიშროება უდგას.


„დღეს საქართველოში დაახლოებით 24 ათასი ავტოიმპორტიორია, ზუსტი ციფრი არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი ადამიანია ამ ბიზნესში ჩართული. ამასთანავე, მასზე მიბმულია სხვა სექტორებიც, როგორიცაა ავტოსერვისები, მეორადი ნაწილების ბაზარი და ა.შ. ეს არის დიდი ჯაჭვი, იკვეთება კავშირი ტურიზმთან. თუ კი პანდემია ვინმეს შეეხო და დააზარალა, ერთ-ერთი სწორედ ეს ბაზარია.


ჩვენი ბაზარი არაფერს აწარმოებს, მხოლოდ მომსახურების სფეროთია დაკავებული, თუმცა ავტო იმპორტიორთა შეტანილი თანხა ბიუჯეტში ძალიან მნიშვნელოვანია. საზღვრების დაკეტვით მოისპო იმის საშუალება, რომ ავტომობილები ჩამოვიდეს და გაიყიდოს, მოთხოვნაც შემცირებულია. საქ სტატის ოფიციალური მონაცემებით 1/3-ით  არის შემცირებული, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ,რომ ფაქტობრივად, ბაზარი განახევრდა,- ამბობს ალექსი ნონიაძე.


მისი განცხადებით, ავტო იმპორტის ბიზნესი უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან შემოსულ ავტოდილერებზეა დამოკიდებული, თუმცა საზღვრების დაკეტვამ მათ მობილობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.



რეექსპორტზე გამოსატანი ავტომობილები უკვე აღარ იყიდება, ადამიანებს ყოველდღიური ხარჯი აქვთ, მათ უკან ოჯახებია და იძულებულები არიან,რომ დაბალ ფასად გაყიდონ ავტომობილები. არის საშიშროება,რომ საერთოდ გაქრეს ეს ბაზარი და სხვა ქვეყანამ აიღოს ინიციატივა, ჩვენ კი დავრჩებით 7 მილიონიანი დოლარის ბაზრის გარეშე,- ამბობს ნონიაძე.


მისი თქმით, ავტო იმპორტიორთა ასოციაციამ ორი მნიშვნელოვანი მოთხოვნა გააჟღერა : პირველი მოთხოვნის თანახმად, 2021 წლის მარტამდე უნდა გადავადდეს განბაჟების ვალდებულება   1-ლი მაისის შემდეგ შემოყვანილი ავტომობილებისთვის; მეორე მოთხოვნა კი ეხება იმ ქვეყნების საზღვრების გახსნას, რომელთანაც ხდება ავტომობილების საქართველოდან რეექსპორტი.


სახელმწიფო ამ ბიზნესისთვის არაფერს აკეთებს,  ავტოიმპორტიორებს კი ბიუჯეტში ფული შეაქვთ, მოდით, ნუ შეუშლით მაინც ხელს.  პირველ მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებს გადაუვადეს განბაჟების ვალდებულება  შემდეგი წლის მარტამდე, რატომ არ შეიძლება,რომ 1-ლი მაისის შემდეგ შემოყვანილ ავტომობილებსაც გადაუვადდონ? ავტო იმპორტთა დიდ ნაწილს პირველ მაისამდეც აქვთ შემოყვანილი და პირველი მაისის შემდეგაც, რომელი ავტომობილით იზარალებს  და გაკოტრდება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.


მეორე მნიშვნელოვანი საკითხია საზღვრების გახსნა, არა მთლიანად, არამედ ჩვენ მიერ შეთავაზებული სქემით, რაც გულისხმობს, ავტო დილერის დარეგისტრირებას საიტზე, შემდეგ ამ ადამიანის ჩამოსვლას და საზღვარზე პისიარ ტესტის გაკეთებას, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ორგანიზებულად სატრანსპორტო საშუალებით გადავიყვანთ მას სასტუმროში, ხოლო მეორე დილით - განსაზღვრული დროის მონაკვეთში მას შეეძლება გადაადგილება ბაზრის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში ყველა წესის დაცვით. მას გააკონტროლებს დაცვის ან საპატრულო პოლიცია.  შემდეგ მის შეძენილ ავტომობილს ვტვირთავთ და ვემშვიდობებით. 


გვითხრეს,რომ საკოორდინაციო საბჭოს წინაშე დადგებოდა ეს საკითხი, მთავრობა სრულად ფლობს ინფორმაციას, თუმცა წინგადადგმული ნაბიჯები არ ჩანს. ავტო იმპორტიორებისთვის სახელმწიფომ შექმნა გარკვეული პირობები,რაც კარგად გამოიყენეს მათ. ამის შემდეგ, სახელმწიფოს ამ ხალხისთვის არაფერი გაუკეთებია, სახელმწიფოს არაფერს სთხოვს ეს ხალხი, გარდა იმისა,რომ მისცეს მათ საშუალებას იმუშაონ და ბიუჯეტში ფული შეიტანონ,- ამბობს ალექსი ნონიაძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up