სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების სადეზინფექციო საშუალებების შემოწმებას არ ახორციელებს

სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების სადეზინფექციო საშუალებების შემოწმებას არ ახორციელებს

access_time2020-11-13 10:00:25

რა შემადგენლობისაა და გვიცავს თუ არა covid 19-ისგან ბაზარზე არსებული სადეზინფექციო საშუალებები, რომელსაც მოსახლეობა ყოველდღიურად დეზინფექციისთვის ვიყენებთ? რატომ ვლინდება ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც აუცილებელია ზედაპირებისა და ხელების სწორედ ამ ხსნარებით დამუშავება?

 

საქართველოში წარმოებული ანტისეპტიკური ხსნარები სტანდარტებს რომ არ შეესაბამება ადასტურებს სადეზინფექციო საშუალებების ერთ-ერთ მსხვილი მწარმოებელ - დისტრიბუტორ კომპანია „კლინტექი“. კომპანიის გენერალური დირექტორი ლადო ჭელიძე აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში ბაზარზე გამოხდილ წყალში გაზავებული აცეტონით შექმნილი პროდუქცია იყიდება, რომელიც covid 19 -ს ვერ უმკლავდება.

 

„ჩვენ სადეზინფექციო ხსნარების წარმოება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გავრცელებამდე დავიწყეთ. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანიის მიზანია იმპორტის  ჩანაცვლება, ისედაც ვგეგმავდით წარმოების დაწყებას და ჰორეკასა და სამედიცინო სექტორისთვის პროდუქტის შეთავაზებას. დავარეგისტრირეთ რამდენიმე პრეპარატი ზედაპირებისთვის, მცირე ზედაპირებისთვის და ხელებისთვის, თუმცა აქ იკვეთება სხვა პრობლემა. კომპანიებმა დაარეგისტრირეს პრეპარატი, მაგრამ საბოლოდ საკითხავია სადეზინფექციო საშუალებები სტანდარტებს შეესაბამება თუ არა. არ მგონია ამ მიმართულებით ვინმე რამეს აკონტროლებდეს. ხშირად  დავდივარ მაღაზიებში, სადეზინფექციოს ხელზე მასხამენ, ხსნარს საშინელი სუნი აქვს, ეს წყალში გაზავებული აცეტონია უფროა, ვიდრე ხარისხიანი სადეზინფექციო საშუალება“,  აცხადებს ლადო ჭელიძემ.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე როგორ ხდება ხსნარის შემოწმება პროფესიონალური სარეცხი და პერსონალის ჰიგიენის საშუალებების უმსხვილეს მწარმოებელ - დისტრიბუტორი კომპანიის გენერალური დირექტორი ლადო ჭელიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ,  რაც დაავადებათა კონტროლის მიერ კონკნტრილირებად საწარმოს სადეზინფექციო საშუალებები წარმოების ლიცენზია მიეცემა,  არ ხდება მისი შემოწმება იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს მეწარმე სერთიფიკატით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

„კომპანიამ  ლუგარის კვლევით ცენტრში რაღაც ნიმუში წაიღო, ნიმუშმა დადებითი დასკვნა მიიღო, მაგრამ შემდგომ შემოწმება არ ხდება. კომპანია რას  აწარმოებს არავინ ამოწმებს, ქვეყანაში გადამოწმების მექანიზმი არ არსებობს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ უნდა არსებობდეს ორგანიზაციები, რომელიც საკონტროლო შესყიდვებს განახორციელებს. „საიდუმლო მყიდველი“ ბაზარზე სადეზინფექციო ხსნარების შეისყიდის, ჩაატარებს ტესტირებებს და რეალურად გავიგებთ რა ასხია ბოთლში. დავუშვათ, რომ სპირტს იყენებენ, ჩნდება კითხვა ეს სპირტი რამდენად სუფთაა,  შეიძლება შემადგენლობაში ეწეროთ სპირტი, მაგრამ აცეტონს იყენებდნენ, რამაც შეიძლება ძლიერი ალერგია გამოიწვიოს“, - აცხადებს ლადო ჭელიძე.


 

 

„კლინტექის“ გენერალური დირექტორის მტკიცებით, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით მოსახლეობა კორონავირუსისგან დაცული არ არის. მეტიც ლადო ჭელიძე ამბობს, რომ იაფფასიანი სადეზინფექციო საშუალებებმა ინტოქსიკაცია და სხვა დაავადებებიც შეიძლება გამოიწვიოს.

 

„მე ვიცი, რომ ჩვენ წარმოებაში რა სადეზინფექციო ხსნარიც  გვაქვს, მაღალ ხარისხიანია, რაც მივიტანეთ ლუგარში იმას ვაკეთებთ ახლაც. დღეს შეიძლება ვირუსს ვებრძვით, მაგრამ როდესაც თქვენ პრეპარატს, რომელიც არ არის არის მიღებული ნორმებით წარმოებული და რომელსაც ხშირად გამოიყენებთ, დღეში მინიმუმ ათჯერ უნდა კანზე დაიტანოთ, ეს ყველაფერი ორგანიზმში იწოვება, რასაც შეიძლება ინტოქსიკაცია მოჰყვეს. შეიძლება ​კორონავირუსით კი არა კიბოთი დაავადდე, რომელი უფრო საშიშია, ამ ეტაპზე არ ვიცი“, - ამბობს ლადო ჭელიძე.

 

ლადო ჭელიძე „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ ქართული წარმოების ანტისეპტიკური ხსნარის ფასი მის შემადგენლობას არ შეესაბამება.

 

„ბაზარზე ისეთი დაბალი ფასებია, წარმოუდგენელია იმ შემადგენლობით, აწარმოონ რომელიც დაარეგისტრირეს, თვითღირებულებაში ვერ ჩაეტევიან. მაგალითად იზოპროფილის სპირტი ერთი ლიტრი ახლა 7-8 ლარი ღირს, ეთანოლის სპირტი 6 ლარამდე შეიძლება იყიდოთ, ამას ემატება, შეფუთვა, ეტიკეტი, დისტრიბუცია, დღგ და ა.შ. ამ დროს კი სადეზინფექციო საშუალებები 6 ლარი ღირს. მაგალითად რაღაც x ხსნარს აწერია, რომ ვირუსის მოსაკლავად სამი მილილიტრი უნდა შეიზილო სამი წუთის განმავლობაში, ეს რომ სცადოთ ნახავთ, რომ ხსნარი გაცილებით ადრე შეშრება. შესაბამისად როგორ მოხდება, დეზინფექცია, როდესაც სპირტი უკვე აორთქლებულია. ლაბორატორიაში ყველაფერი იდეალურადაა, აორთქლების შანსი ნაკლებია, მაგრამ განსხვავებულ სივრცეში სხვა გარემო პირობებია, რა დროსაც ხსნარი ვირუსის განადგურებას ვერ მოასწრებს“,- განმარტავს ლადო ჭელიძე.

 


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up