სახელისუფლებო “ბლოგერი” გიორგი აღაპიშვილი ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ფოტოა

სახელისუფლებო “ბლოგერი” გიორგი აღაპიშვილი ხელოვნური ინტელექტის გენერირებული ფოტოა

access_time2019-11-22 13:45:58

ფეისბუკ გვერდი “გიორგი აღაპიშვილის ბლოგი”, რომელიც 2019 წლის 22 ივლისიდან ფუნქციონირებს, პრო-სახელისუფლებო გვერდია და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტებისა თუ პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ პოსტებს ავრცელებს. აღაპიშვილის ბლოგს ქართული ონლაინ პლატფორმები ხშირად წყაროდ იყენებენ და მასზე დაყრდნობით სასურველი გზავნილების მულტიპლიკაციას სხვა გვერდებზე ონლაინ პლარფორმებზეც ახდენენ.


“გიორგი აღაპიშვილის ბლოგის” პროფილის ფოტოზე გამოსახული ადამიანი საერთოდ არარსებობს. ფოტოს დეტალების ანალიზი და გენერირებული ფოტოების დამახასიათებელი ნიშნები გვიჩვენებს, რომ ფოტო პროპგრამულად არის შექმნილი და რეალურ პიროვნებას არ ეკუთვნის.


1. პრეტრუბაცია, ანუ ე.წ. ღრმულები - ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები ხშირად იკეთებენ ე.წ. ღრმულებს, რასაც პრეტრუბაციას ეძახიან. გიორგი აღაპიშვილის ბლოგის ფოტოზე ასეთი პიქსელი ფოტოს მარცხენა მხარეს ყურის თავზეა გამოსახული.



2. თმა - გენერირებულ ფოტოებზე თმა ხშირად შერეულია სხვა ობიექტებთან, როგორიცაა კანი ან ფონი. გიორგი აღაპიშვილის ფოტოზე შუბლთან თმა აწეწილია და შერეულია შუბლის კანთან. ასევე კანთან არის შერეული ულვაშის ადგილას მუქი ფერის თმა.



3. ხელოვნური კანი - გენერირებულ ფოტოებზე კანი ბუნებრივი არ არის. ადვილად შესამჩნევია დეფექტები, არაბუნებივი სიმკვეთრე და განათებები.



4. ასიმეტრია - ასიმეტრიული ობიექტები გენერირებული ფოტოების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. აღაპიშვილის ფოტოზე ტუჩები ასიმეტრიულია.




მეტი თვალსაჩინოებისთვის, განვიხილოთ სხვა გენერირებულ ფოტოები და დავაკვირდეთ იდენტურ დეტალებს.




გიორგი აღაპიშვილის ბლოგის შესახებ

ფეისბუკ გვერდი “გიორგი აღაპიშვილის ბლოგი” 2019 წლის 22 ივლისს, “გავრილოვის ღამიდან” 1 თვის თავზე შეიქმნა და მას 3 ადმინისტრატორი ჰყავს. გვერდს 21 ნოემბრის მდგომარეობით 1895 მოწონება და 2027 გამომწერი ჰყავს. პირველი პოსტი გვერდმა შექმნიდან მეორე დღეს, 23 ივლისს გამოაქვეყნა და ის ლევან ბერძენიშვილის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მისი სამიზნე იყო ასევე მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პორტის პროექტი.




17 ნოემბერს, ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე, გიორგი აღაპიშვილის ბლოგმა გამოაქვეყნა ფოტოები ალბომის სათაურით “შენი მომავალი მთავრობა”, რომელშიც იმეორებდა აქტივისტების წინააღმდეგ სხვა სახელისუფლებო ტროლების ნარატივს, რომ აქციების შედეგად ხელისუფლებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდებოდა. ამავე ალბომში ენმ-ად მოიაზრებს კრიტიკულ მედიასაც.



დისკრედიტაციის გარდა, აღაპიშვილის ბლოგზე ვხვდებით ხელისუფლების, კერძოდ კი გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის საქებარ პოსტებს.




ვინ აშუქებს და ახდენს გიორგი აღაპიშვილის ლეგიტიმაციას?


გიორგი აღაპიშვილი, როგორც ბლოგერი ხშირად არის ქართული ონლაინ პლატფორმების წყარო. მის პოსტებს აქვეყნებდნენ გამოცემები PIA, ქართული აზრი, კვირა, guardian.ge, ინტერმედია, tvalsazrisi.ge.


წყარო: www.mythdetector.ge





პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...


მსგავსი სიახლეები

up