სახელფასო მინიმუმი საქართველოში: ბოლო ადგილი ევროპაში და ბოლოდან მეორე – მსოფლიოში

სახელფასო მინიმუმი საქართველოში: ბოლო ადგილი ევროპაში და ბოლოდან მეორე – მსოფლიოში

access_time2019-11-10 10:00:17

ბოლო ადგილი ევროპაში და ბოლოდან მეორე – მსოფლიო მასშტაბით, – საქართველოს მინიმალური ხელფასის ოდენობით ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორიცაა: ნიგერია, სომხეთი და უზბეკეთი. 90-იანებში განსაზღვრული სახელფასო მინიმუმი ანუ 20 ლარი 1999 წლის შემდეგ აღარ შეცვლილა.პროფკავშირების სტატისტიკით, საქართველოში 23 ათასზე მეტ ადამიანს თვეში ხელფასი მხოლოდ 100 ლარი აქვს, 63 ათასს კი – 200 ლარზე ნაკლები. „კურიერი“ ქუჩაში გავიდა და რიგით მოქალაქეებს შეხვდა. მოსახლეობის დიდი ნაწილის განცხადებით, ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზეა.


საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის შედარებით მეტია თვიური შემოსავალი, თუმცა ქვეყანაში გაზრდილი ფასების გამო თვიდან თვემდე ხელფასი არ ჰყოფნით.


ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გამო, მინიმალური ხელფასის გაზრდას მოითხოვს პროფკავშირების გაერთიანება. დაწესდეს 320-ლარიანი მინიმალური ხელფასი – ეს ის ძირითადი მოთხოვნაა, რომლითაც გაერთიანება პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით უკვე შევიდა.


კანონპროექტის ავტორების თქმით, განსაზღვრული თანხა ხელფასის 30%-ია, რაც საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. პროფკავშირების გაერთიანებაში დარწმუნებულები არიან, რომ კანონის მიღება 130 000 დასაქმებულის ფინანსებზე დადებითად იმოქმედებს.



სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, სახელფასო მონაცემების დადგენა იმ ინფორმაციის მიხედვით ხდება, რასაც საქსტატს კომპანიები პერიოდულად აწვდიან. დღეის მონაცემებით, კერძო სექტორში მინიმალური ანაზღაურება 20 ლარით, ხოლო საჯაროში – 135 ლარით განისაზღვრება.


საარსებო მინიმუმი რომ გადასახედია, ამაზე საპარლამენტო უმრავლესობაშიც საუბრობენ. მათი თქმით, პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივა მისაღებია, თუმცა დამატებით მსჯელობას მაინც საჭიროებს.ოპოზიცია საარსებო მინიმუმის გაუმჯობესებისთვის ერთადერთ გამოსავალს ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაში ხედავს.


საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის რეგისტრაციის შემდეგ პროფესიული კავშირი პარლამენტს 30 000 ხელმოწერას წარუდგენს.


nostal.ge





მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ვარდნა, თუმცა ორნიშნა ციფრი ნამდვილად არა - PMC

მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ვარდნა, თუმცა ორნიშნა ციფრი ნამდვილად არა - PMC
access_time2021-02-27 10:00:28
ეკონომისტები 2021 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდის ვარდნას ელოდნენ, თუმცა არა 11.5%-იანს. ეს მაჩვენებელი ექსპერტებს გასულ წელს, კორონა ვირსის პანდემიის დასაწყისს ახსენებს, როდესაც ეკონომიკური ვარდნა 16%-საც კი გაუტოლდა.   PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გოგა ხიშტოვანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი ხელისუფლებისთვის სწორი პოლიტიკის გატარების მანიშნებელი უნდა იყოს.   „2020-ის იანვარი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე...

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი
access_time2021-02-26 20:00:16
ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს. მან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-26 21:00:20
 დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ...

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია "5 ელემენტი" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია
access_time2021-02-26 19:00:23
ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს...

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-26 18:16:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყოფს ხელს. შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ...


მსგავსი სიახლეები

up