სახანძრო მანქანების 21% გაუმართავია, 51%-ს 25 წლიანი ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული

სახანძრო მანქანების 21% გაუმართავია, 51%-ს 25 წლიანი ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული

access_time2021-03-24 13:30:21

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტყის ხანძრებით გამოწვეული სიტუაციების მართვის ცენტრის შემოწმებისას ტყის ფონდის აღრიცხვის, წყლის რეზერვუარებისა და სახანძრო შვეულმფრენის დასაჯდომი მოედნის მიმრთულებებით რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა აღმოაჩინა და მათ გამოსასწორებლად რეკომენდაციები გასცა.


21 ტერიტორიული ადმინისტრაციიდან 14 მენეჯმენტის გეგმით იმართება, თუმცა მართვის გეგმები მხოლოდ შვიდ მათგანშია დამტკიცებული.


სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მმართველობის ქვეშ მყოფი ტყის ფონდის 32 უბნისთვის (73%) არ არის შემუშავებული მართვის გეგმები. ამასთან, იმ უბნებშიც, რომლისთვისაც შესაბამისი გეგმები შემუშავებულია, ხანძარსაწინააღმდეგო აქტივობები განხორციელებული არ არის.


ანგარიშის თანახმად უწყებაში ასევე არ არის დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო წყალსაცავების, ვერტმფრენის ასაფრენი მოედნების, მინერალიზებული ზოლებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების მოწყობის სტანდარტები და კრიტერიუმები.


2019 წელს „ტყის მცველის“ 500 საშტატო ერთეული ზედამხედველობის დეპარტამენტის 304 თანამშრომლით ჩანაცვლდა. აუდიტის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით სატყეო სააგენტოში შტატები მნიშვნელოვნად შემცირდა იმ თანამშრომელთა ხარჯზე, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ ტყეში აღეკვეთათ უკანონო ჭრის ფაქტები და დროულად მოეხდინათ ჯერ კიდევ მცირე ხანძრების ლოკალიზება.



აუდიტის დასკვნით, გარდა იმისა რომ მეხანძრე-მაშველთა საერთო რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირეა, ის მცირე რესურსიც, შესაბამისი კრიტერიუმების არარსებობის გამო არათანაბრადაა გადანაწილებული, იგივე ვითარებაა ინვენტარის მიმართულებითაც. დამატებით პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი რომ საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (სრულყოფილი მომზადების კურსი) მეხანძრე – მაშველთა მხოლოდ 20%-ს აქვს გავლილი.


რეგიონების მიხედვით არალოგიკურადაა განაწილებული სახანძრო მანქანერბიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფლობს 372 სახანძრო სატრანსპორტო საშუალებას, საიდანაც – 146 არის მაღალი გამავლობის, რთული რელიეფისათვის განკუთვნილი სახანძრო ავტოცისტერნა რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის (თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სხვა ხანძრების ქრობის პროცესშიც), ხოლო მათი განაწილება რეგიონების მიხედვით არათანაბარია. აჭარაში სადაც ხანძრების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, სახანძრო მანქანები მეტია, ვიდრე კახეთში სადაც ხანძრების რაოდენობა თითქმის 3-ჯერ აღემატება აჭარის რეგიონის ინციდენტებს.


არათანაბარ განაწილებასთან ერთად, სახანძრო მანქანების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. კერძოდ, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებიდან მხოლოდ 25% არის სრულად გამართული, ხოლო 21% გაუმართავ მდგომარეობაშია. ამასთან ავტოპარკის დიდი ნაწილი მნიშვნელოვნად მოძველებულია. 25-წლიანი ექსპლუატაციის ვადა სატრანსპორტო საშუალებების 51%-ს აქვს გასული. შესაბამისად, მაღალია მათი მოვლა-შენახვის ხარჯები (2017-2019 წლებში – 1.2 მლნ ლარი).


საგანგებო სიტუაციების სამსახურს საავიაციო პარკი სერთოდ არ გააჩნია, რის გამოც ტყის ხანძრის შემთხვევაში საქმეში სასაზღვრო პოლიციის შვეილმფრენები ერთვებიან ხოლმე.


პრობლემების აღმოსაფხვრელად აუდიტის სამსახურმა რამდენიმე რეკომედაცია გასცა, კერძოდ რეკომენდაციების თანახმად ტყის მართვის ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის შერჩევისა და განაწილების კრიტერიუმები, ასევე გაზარდონ ხელმისაწვდომობა პირველად აღჭურვილობაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი შეიმუშაოს ავტოპარკის ოპტიმალურად განაწილების კრიტერიუმები, დააყენოს შვეულმფრენით აღჭურვილობის საკითხი და დანერგოს მეხანძრე-მაშველების მოხალისეობრივი საქმიანობის პრაქტიკა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up