სახალხო დამცველმა  ჯორჯიან ეარვეისის წინააღმდეგ დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველმა ჯორჯიან ეარვეისის წინააღმდეგ დისკრიმინაცია დაადგინა

access_time2018-08-10 15:41:14

6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელმაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის მქონე პირი არ უზრუნველყო ეტლით. 



კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ეტლით სარგებლობისთვის საჭირო იყო წინასწარი გაფრთხილება 72 საათით ადრე. ვინაიდან მოქალაქის გამგზავრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მცირე დროით ადრე დაიგეგმა, აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას, მან კომპანიის წარმომადგენლისგან ეტლის გამოყოფაზე უარი მიიღო, სხვა თანამშრომელმა კი 104 ევროს გადახდა მოსთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ავიაკომპანიის ვებ–გვერდზე ამ საფასურის შესახებ არაფერი იყო მითითებული. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იძულებული გახდა ფეხით გადაადგილებულიყო, რამაც ჭრილობიდან სისხლდენა გამოიწვია. 



სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელმა სხვა შეზღუდული მობილობის მქონე იმ პირებისგან განსხვავებით, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ რეისამდე 72 საათით ადრე გააფრთხილონ ავია-გადამყვანი სპეციალური საჭიროების თაობაზე, ვერ გამოიყენა მისთვის განკუთვნილი სპეციალური მომსახურება, რამაც, თავის მხრივ, მძიმე შედეგი გამოიწვია. გარდა ამისა, განმცხადებლისთვის ეტლით მომსახურების დამატებითი ხარჯების მოთხოვნით, განმცხადებელი სხვა მგზავრებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების საფუძველი გახდა. 



ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ რეკომენდაციით მიმართა, ვებ-გვერდზე დეტალურად გაწეროს შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე მგზავრების უფლებები; ასევე, უზრუნველყოს საკუთარი პერსონალისთვის შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე პირების სპეციფიური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.



bm.ge






რუსეთში ჩნდებიან ოფშორები

რუსეთში  ჩნდებიან  ოფშორები
person access_time2018-08-17 19:57:59
რუსეთის დუმამ მიიღო კანონი ქვეყანაში 2018 წლის მესამე კვარტალში ოფშორული ზონების შექმნის  შესახებ.  რეალუარდ ეს იქნება სპეციალური ადმინისტრაციული რაიონები, რომლებიც ქვეყნის  სხვადასხვა მხარეს განლაგებულ კუნძულებზე განთავსდება.  ერთი ოფშორული ზონა განთავსდება კალინინგრადის მხარეში,ხოლო მეორე...

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას
person access_time2018-08-17 19:05:00
მთავრობა საპენსიო რეფორმაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხის მოგვარებას იწყებს, რაც პენსიის ზრდის პრინციპის განსაზღვრას გულისხმობს. ამისთვის კი არსებული კანონმდებლობით 9-თვიანი ვადაა ...

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა
person access_time2018-08-17 18:32:49
სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ლევან მაისურაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად არაერთი...

ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელებულია

ყოფილი
person access_time2018-08-17 17:00:00
ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელდა. სხვა სასტუმროებში გადაყვანის პროცესით ტურისტების ნაწილი უკმაყოფილოა. ერთ-ერთმა მათგანმა ფოიეში სამართალდამცავებიც გამოიძახა.   ტურისტი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას...

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს
person access_time2018-08-17 17:05:44
20 აგვისტოდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ აღნიშნული შეზღუდვა სადისტრიბუციო კომპანიების ბიზნესს მნიშვნელოვნად...


მსგავსი სიახლეები

up