სახალხო დამცველი „ქონებაწართმეული“ მოქალაქეების საქმეების გამოძიების ტემპებით უკმაყოფილოა

სახალხო დამცველი „ქონებაწართმეული“ მოქალაქეების საქმეების გამოძიების ტემპებით უკმაყოფილოა

person access_time2016-05-05 15:12:21

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით 2015 წლის ანგარიშში ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. დოკუმენტში, რომლის მოსმენაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იწყება, ნათქვამია, რომ  საკუთრების უფლების დაცვა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. როგორც გასულ წლებში, 2015 წლის საანგარიშო პერიოდშიც, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა არაერთი განცხადება და გამოსცა რეკომენდაციები მოქალაქეთა საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, პრობლემები რამდენიმე მიმართულებითაა, მათ შორის: უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები, სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით დათმობილი კერძო საკუთრების შესახებ წარმოებული გამოძიება, შიდა ვალად აღიარებული კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირების საკითხი და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც განხორციელდა ან რომელთა განხორციელებაც იგეგმება და არსებითი მნიშვნელობისაა საკუთრების უფლების რეალიზების თვალსაზრისით.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს 2004-2012 წლებში იძულების/ზეწოლის შედეგად უძრავი ქონების მიტოვების, სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ დათმობისა და სახელმწიფოსათვის ჩუქების შემთხვევების შედეგად დაზარალებული პირების სახელმწიფოს მხრიდან იდენტიფიცირებისა და კომპენსირების საკითხებს. მისივე თქმით, 2015 წლის დასაწყისში მთავარ პროკურატურაში შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც იძიებს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებს. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში შესულია 4710 განცხადება/საჩივარი, საიდანაც განხილულთაგან 604 განცხადება/საჩივარი ეხება ქონების იძულებით დათმობის და ჩამორთმევის ფაქტებს. 



აღნიშნული დეპარტამენტი იძიებს 307 სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ეხება ქონების იძულებით დათმობის/ჩამორთმევის და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. დეპარტამენტში დასრულდა გამოძიება ჯამში 29 დანაშაულებრივ ფაქტზე, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 5 პირის მიმართ ქონების იძულებით დათმობის/ჩამორთმევის და გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით. დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი ქონების იძულებით ჩამორთმევის დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დაზარალებულად იქნა ცნობილი 40 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ 39 ავტომანქანა, 2 მიწის ნაკვეთი, 3 საცხოვრებელი ბინა, 1 საოფისე ფართი, 48 სახეობის ოქროს ნაკეთობა. დაბრუნების პროცესშია ერთ-ერთი ღვინის ქარხანა, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 13 მილიონ ლარს. მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტებისა, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობა ვერ ჩაითვლება ეფექტიანად, რადგანაც 2015 წლის განმავლობაში ამ დეპარტამენტში წარდგენილი განცხადება/საჩივრების რაოდენობის გათვალისწინებით, ამ დროისათვის გამოძიება მხოლოდ ერთეულ შემთხვევებშია დასრულებული. შესაბამისად, ყველა დანარჩენ შემთხვევაში დღის წესრიგში დგას სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების საკითხი.

 

საქართველოს სახალხო დამცველი შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას,ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მთავარ პროკურატურას.



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up