სახალხო დამცველი მზად არის, ჭიათურაში გაფიცულ მუშებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს

სახალხო დამცველი მზად არის, ჭიათურაში გაფიცულ მუშებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს

access_time2019-05-24 21:30:40

საქართველოს სახალხო დამცველი მზად არის, ჭიათურაში გაფიცულ მუშებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის მოლაპარაკების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს. როგორც ლომჯარიამ გაფიცულებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ჭიათურაში დასაქმებული მაღაროელების შრომის უსაფრთხოება კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

 

„ჩვენ კომპანიასთან უკვე გვქონდა კომუნიკაცია. ამ საკითხს პირველად არ გავეცანით. წლევანდელ ადამიანის უფლებათა ანგარიშშიც და წინა წლების ანგარიშებშიც ვსაუბრობთ ჭიათურაში ძალიან მძიმე ეკოლოგიურ და შრომით პირობებზე. დღეს მე პირადად ჩამოვედი, რომ გაფიცულებს შევხვედროდი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მანდატი სრულად არ გაქვს ყველა იმ საკითხზე, რაზესც საუბარია,თუმცა, არის საკითხები, რასაც სახალხო დამცველი ყურადღებას მიაქცევს. პირველ რიგში, ეს ეხება შრომით პირობებს. ჩვენ შევისწავლით მათი სამუშაო საათების და სამუშაო რეჟიმის სამართლიანობას და კანონიერებას. დღეს რაც მოვისმინე - 12-საათიანი სამუშაო რეჟიმი 2 კვირის განმავლობაში, ვფიქრობ, ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობით აღიარებულ ვადებს, რაც დადგენილია მაქსიმუმ სამუშაო საათებად. მით უმეტეს, რომ მათ უწევთ მძიმე და ჯანმრთელობისთვის საშიშ სამუშაო პირობებში მუშაობა. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავინტერესდებით შრომის უსაფრთხოების საკითხებით. მოვისმინე, რომ კვებითი უზრუნველყოფა არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში, თუმცა, საწინააღმდეგოს ამტკიცებს თავად კომპანია. ეს საკითხიც იქნება ჩვენი შესწავლის საგანი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

 

მისივე თქმით, ჭიათურაში ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მძიმე ვითარებაა.

 


„ ეკოლოგიური თვალსაზრისით არის ნამდვილად მძიმე ვითარება. კომპანიას აქვს რამდენიმე მილიონის ჯარიმა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის დაკისრებული, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ეს ჯარიმები არ ყოფილა გადახდილი. თითქოს არსებობს სპეციალური გეგმა გარემოზე ზემოქმედების აღმოსაფხვრელად, თუმცა, არ ვიცით რამდენად ხდება რეალურად ნაბიჯების გადადგმა კომპანიის მხრიდან. ეს ნამდვილად არის ჩემი პრიორიტეტი. უკვე გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაციები და ასევე შევისწავლით რამდენად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ავლდებულებებს გარემოზე მიყენებული ზიანის თავიდან აცილების მიმართულებით.

 

თუ ექნებათ გაფიცულებს სურვილი, მე თავად, ასევე ჩემი წარმომადგენლები მზად ვართ, ჩავერთოთ ამ საკითხებში, გავუწიოთ ზედამხედველობა იმ კომუნიკაციას, რაც შეიძლება ჰქონდეთ გაფიცულებს კომპანიის მიმართ. თუმცა, ეს არის გაფიცულების გადასაწყვეტი, გაფიცვის როგორ ფორმას აირჩევენ. ასევე ვეცდებით, რომ გაფიცვის დროს არ დაირღვეს მათი, როგორც გაფიცულების უფლება. ასევე, როგორც გაფიცულები ამბობენ, თითქოს კომპანია უარს ამბობს მათი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე. ამ საკითხსაც შევისწავლით და გვექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ლომჯარიამ და დასძინა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და თუ შეხვედრის აუცილებლობა იქნება, შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.

 

ჭიათურაში მაღაროელები რამდენიმე დღეა გაფიცული არიან. პარალელურად, მაღაროელთა ნაწილი შიმშილობს, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

 

IPN






m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში
access_time2019-09-21 18:00:07
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა. ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ...


მსგავსი სიახლეები

up