საწვავზე საერთაშორისო კონკურენცია მნიშვნელოვნადაა გაზრდილი

საწვავზე საერთაშორისო კონკურენცია მნიშვნელოვნადაა გაზრდილი

access_time2022-08-06 23:40:59

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, საწვავზე საერთაშორისო კონკურენციის ზრდის გარდა, ფასების რეკორდული მატებაც გამოიწვია.   ევროკომისია შემდეგი კვირიდან სრულად კრძალავს რუსული ნახშირის იმპორტს, თავად გაზპრომი - ამცირებს ევროპისთვის გაზის მიწოდებას. ცნობისთვის, რუსეთი ევროკავშირს აირის 40%-ით ამარაგებდა.   

 

იმის ფონზე რომ ევროპა ერთდროულად უარს ამბობს რუსულ გაზზე და ამავდროულად ცდილობს ნახშირისა და ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვის შექმნას, ზამთარში მათი ბედი მნიშვნელოვანწილად მაინც აზიის სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე - ჩინეთზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე -  იქნება დამოკიდებული.

 

აზიის ქვეყნები ევროპასთან ერთად ბუნებრივი აირისა და ნახშირის უდიდესი იმპორტიორები არიან. ბუნებრივი რესურსების მოხმარება პიკს სწორედ ზამთარში აღწევს,  ევროპის ბედი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული: ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიურ პირობებზე.

 

“რა თქმა უნდა, ამინდი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია“ - “Bloomberg-ის“ ანალიტიკოსი.  “თუ რუსეთი არ გაზრდის ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროპაში და აზიაში ზამთარი საშუალოზე ცივი იქნება, ეს კიდევ უფრო გააძვირებს გაზის ფასებს. შესაბამისად ევროკავშირისთვის გართულდება ალტერნატიული წყაროების მოძიება.“


 

ევროპის ქვეყნები დიდი ხანია ზამთრისთვის ემზადებიან. ამცირებენ გაზის მოხმარებას, აძლიერებენ  LNG-ის (გათხევადებული ბუნებრივი აირი) იმპორტს და ანახლებენ ქვანახშირის ელექტროსადგურებს. მართალია, მათ ასევე გარკვეული დახმარება მიიღეს ჩინეთისგან, რომელმაც შიდა წარმოების გაზრდის შემდეგ, შეამცირა ქვანახშირისა და LNG-ის იმპორტი.  თუმცა ზამთარში, ქვეყნებს შორის კონკურენციის მატება მაინც გარდაუვალია, გამომდინარე იქიდან რომ იაპონიისა და სამხრეთ კორეის ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის მარაგები უკიდურესად მცირეა.    

 

“ევროპაში, ისევე როგორც სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, ქვანახშირზე  დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით, მაღალი ენერგიის შემცველზე.“ - ამბობს  “Bloomberg-ის“ ანალიტიკოსი ალი ასგარი. “იაპონია და კორეა  ევროპასთან ერთად კონკურირებენ ქვანახშირის მეტი მარაგის მოსაპოვებლად“.

 

ენერგორესურსების მხრივ ყველაზე კომფორტული მდგომარეობა ჩინეთს აქვს. რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდების შემცირების პარალელურად, ჩინეთის მიმართულებით ზრდის თხევადი აირის ნაკადს, რითაც საცავის სწრაფად შევსებაში ეხმარება. 

 

“თუ ზამთარი ცივი იქნება, სამხრეთ კორეასა და იაპონიას დამატებითი რესურსების მოძიება დასჭირდებათ, რაც საერთაშორისო ბაზარზე ენერგორუსებზე ფასების მატებას განაპირობებს. შესაბამისად ევროპისთვის, კიდე უფრო რთული გახდება რუსეთის ენერგორესურსების გარეშე ზამთრის გადატანა“- ამბობს “IHS Markit-ის“ გლობალური და განახლებადი ენერგიის ხელმძღვანელი ჟოუ ჟო.


წყარო: economictimes.indiatimes.com

თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up